ქუთაისში, ჭომის უბნის დევნილთა დასახლებაში (ლესელიძის 3) გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. თემის ლიდერმა ისაუბრა სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე და მის მნიშვნელობაზე არსებული პრობლემების მოგვარებისთვის. თემში ძირითად პრობლემად დანესტიანებულ კედლებს ასახელებენ. ქალებმა ადვოკატირების პროცესიც დაიწყეს. მომზადდა წერილი ხელმოწერებით და შეტანილია ქუთაისის მერიაში რეაგირებისთვის.
ჩვენს პროექტში ჩართული ადამიანები, რომელთაც შეიძინეს ცოდნა და უნარ-ჩვევები, ახლა თემის ქალების მობილიზებას და გაძლიერებას ცდილობენ პრობლემების მოგვარებისთვის.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
ქუთაისის ქალთა ქსელის წევრებმა ონლაინ შეხვედრაზე მოახდინეს პრობლემების იდენტიფიცირება. განიხილეს საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მათ თემში. მათი აქტიურობა ხელს შეუწყობს თემის გაძლიერებას და ქალთა ინიციატივების მხარდაჭერას.
ქუთაისელი ქალები ოთხი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგზე, რომელიც ადამიანურ უსაფრთხოებას ეხება და ბათუმში ჩატარდება.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
საინფორმაციო შეხვედრაზე საინიციატივო ჯგუფის აქტიურმა წევრმა სამოქალაქო ჩართულობის ფორმებზე, მის აუცილებლობასა და თემში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. ქუთაისში, ყოფილი სატრაქტორო ქარხნის ადმინისტრაციულ შენობაში მცხოვრებ დევნილთა მწვავე პრობლემაა ნესტიანი კედლები, რომლებიც ჯანმრთელობას და თვით შენობასაც საფრთხეს უქმნის.
განხილული იყო განცხადება, რომელიც ხელმოწერებით გამყარდება და ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცემა შესაბამისი ზომების გასატარებლად.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
შეხვედრის მონაწილეებმა სიხარულით აღნიშნეს, რომ პრობლემური წყალსაწრეტი ღარები ახლებით შეიცვალა, სარდაფებში თითქმის ყველა მხარეს საჰაერო ფანჯრების ამოჭრაც დაიწყეს... თუმცა მწვავე პრობლემად რჩება შენობის დაზიანებული ფასადი.
სამუშაო შეხვედრა ქუთაისში, ოცხელის ქუჩაზე, ყოფილი კლინიკური საავადმყოფოს შენობაში მცხოვრებ დევნილ ქალებთან გაიმართა.
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ დასახლების მცხოვრებლებს და აღნიშნავენ, რომ საერთო საქმეში აუცილებელია გუნდურობა, პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილება ქონების მოვლა-პატრონობის მიზნით.
პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში
სენაკში ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრა ქალთა ინიციატივების გამოვლენას ისახავდა მიზნად. მონაწილეებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც დევნილთა თემებში განსაკუთრებით აქტუალურია. პრობლემათა რანჟირების პროცესში მთელი ჯგუფია ჩართული. იდენტიფიცირების შემდეგ ქალთა ინიციატივების მხარდაჭერა იგეგმება, რაც პრობლემებით გამოწვეული მოსალოდნელი რისკების შერბილებას გულისხმობს.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს ქსელის შესაძლებლობების გაძლიერებას და ქალთა ინიციატივების მხარდაჭერას დევნილთა თემებში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
- რა დაგვიტოვა პროექტზე მუშაობამ, რა დავგეგმეთ, რა შედეგები მივიღეთ და რა არ გამოგვივიდა -ამ კითხვებზე გასცეს პასუხი სენაკის ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა, ბოლო შეხვედრაზე. მათი შეფასებით, პროექტზე მუშაობამ მათი უნარები განავითარა, თვითდაჯერებულობა და აქტივიზმი გაზარდა. ყველაზე მნიშვნელოვან შედეგად კი მშვიდობის თემის პოპულარიზება შეფასდა. ახალგაზრდები სამშვიდობო ინიციატივების განხორციელებას მომავალშიც შეეცდებიან. ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების გეგმის დეტალები დააკონკრეტეს და აქტივობებზე პასუხისმგებელი პირები დააზუსტეს. მომდევნო თვეებიდან იმ პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან, რომლებიც ჯგუფის წევრებმა უკვე გამოკვეთეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი.ახალგაზრდებმა გააცნობიერეს,რომ მათი როლი მშვიდობის დამყარების პროცესში დიდია.ისინი სამშვიდობო მიმართულებით მომდევნო თვეშიც იმუშავებენ.
დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე იმ საკითხების მოგვარების შესახებ იმსჯელეს,რომლებიც ადვოკატირების პროცესში გამოიკვეთა. ადვოკატირების გეგმიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფი კონკრეტული აქტივობებით შეეცდება პრობლემების მოგვარებას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე განხორციელებული მინი პროექტების შესახებ ისაუბრეს.ჯგუფის ლიდერებმა მოკლე მოხსენებები გააკეთეს,შესრულებული სამუშაოები წარადგინეს და მიღებულ შედეგებზე იმსჯელეს.
კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების პროცესში გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მიმდინარეობაზე ისაუბრეს.ისინი მომდევნო თვეებშიც აქტიურად შეეცდებიან ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე „ქალთა მონაწილეობის გაძლიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროცესებში“. ღონისძიება გახსნეს ალექსანდრე ვინიკოვმა, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა და მარი-დოჰა ბეზანსენოტმა, სახალხო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ (დისტანციურ რეჟიმში). კონფერენციაზე განიხილეს შემდეგი საკითხები: „ქალების როლი მშვიდობის მშენებლობასა და შენარჩუნებაში: საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკა და ადგილობრივი გამოცდილება“ და „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება და ქალთა მონაწილეობის კონტექსტში არსებული პროგრესი და გამოწვევები“.
კონფერენცია მრგვალი მაგიდის დისკუსიით ფორმატით დასრულდა, რომელშიც მოხსენებებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში მოქმედი ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები წარსდგნენ, მათ შორის ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია. დისკუსიის დროს მომხსენებლებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით არსებული გამოწვევები, იმსჯელეს იმ სტრატეგიებზე, რომლებიც გაზრდის „ქალები, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ დღის წესრიგის გატარებაზე პასუხისმგებელი პირების მხრიდან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.