ზუგდიდის საინიციატივო ჯგუფის წევრი ქალები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას და ადვოკატირებისთვის ახალ პრობლემებს არჩევენ.

მიუხედავად არაერთი მოგვარებული პრობლემისა, არის მოსაგვარებელი საკითხები, რომლებზეც მორიგ შეხვედრაზე ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

ინგირის თემში: გარე განათება, მოუწესრიგებელი შიდა გზები, მინიატრაქციონის გაფართოება - ამ პრობლემებზე ჯგუფი ადვოკატირების პროცესს იწყებს. SWOT ანალიზის დროს მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები. ასევე - განსაზღვრეს რისკები და შესაძლებლობები.

ჯგუფის წევრებს ახლა მეტი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა აქვთ, ამიტომაც დარწმუნებულები არიან, რომ სხვა პრობლემებსაც მოაგვარებენ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

დევნილთა თემებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირების გეგმის შემუშავება კვლავ რჩება დღის წესრიგის მთავარ საკითხად წყალტუბოს ქალთა და გოგონათა ქსელის წევრებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი პრობლემა გადაიჭრა, შეხვედრაზე კვლავ გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები: აფხაზეთის ქუჩაზე სპორტული მოედნის და გაჩერება-მოსაცდელის მოწყობის აუცილებლობა, ასევე - დანესტილი შენობების საკითხი, რისი ადვოკატირებაც წლების განმავლობაში ხდება შესაბამის უწყებებთან.

SWOT ანალიზის მეშვეობით ქსელის წევრებმა შეაფასეს ძლიერი და სუსტი მხარეები, განსაზღვრეს რისკები და შესაძლებლობები.

პროექტის ფარგლებში შესრულებულმა სამუშაოებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქალთა და გოგონათა უნარ-ჩვევები, უკეთ დაანახა მათ სამოქალაქო ჩართულობის და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირების  მნიშვნელობა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქუთაისში, ზაქარიაძის № 21-ში ყოფილი ბაგა-ბაღის შენობაა, სადაც დევნილები ცხოვრობენ. ამ დასახლებაში პროექტით გათვალისწინებული სასარგებლო სამოქალაქო ინიციატივა განახორციელეს.

შეიქმნა უსაფრთხო გარემო მცხოვრებთათვის - მოიხსნა საფრთხის შემცველი ძველი ჭიშკარი და დამონტაჟდა მეორადი მოხმარების, შედარებით ახალი ჭიშკარი.  მოწესრიგდა შესასვლელი გზა, რომელზეც  წვიმის დროს მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ასევე,  შეკეთდა სადარბაზოში შესასვლელი კარი და შეძენილი საღებავებით შელამაზდა კედლები.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ინიციატივის მხარდაჭერა ინგირში

პროექტში ჩართულმა ქალებმა ინგირის თემში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ყოფილი ჩაის ფაბრიკის ბინებში მცხოვრები დევნილებისთვის ერთი ტრენაჟორი, ორი ძელსკამი და ბენზინის სათიბი შეისყიდეს.

მოსახლეობის თქმით, დასახლებაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა და ძალიან დიდ მადლიერებას გამოთქვამენ მათი ინიციატივის მხარდაჭერისთვის. ამ ინვენტარით ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეეძლება სარგებლობა და ხელს შეუწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას თემში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

„მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში ქსელურ შეხვედრას ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, ზუგდიდისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ასისტენტები, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი მედეა გუგეშაშვილი და ფონდი „სოხუმის” დამფუძნებელი ალლა გამახარია ესწრებოდნენ.

ასისტენტებმა საანგარიშო პერიოდის აქტივობების შესახებ ინფორმაცია წარმოადგინეს და შედეგები შეაჯამეს.

„სამოქალაქო ინიციატივების“ მხარდაჭერის ფარგლებში სამიზნე მუნიციპალიტეტებში შესრულებული აქტივობების შესახებ (II ეტაპის ინიციატივების განხორციელება) ისაუბრეს ლიდერებმა თავიანთ გამოსვლებში.

საინიციატივო ჯგუფის ლიდერებისა და წევრების თქმით, ამ პროექტის დახმარებით, მოქალაქეთა ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდა. „სამოქალაქო ინიციატივებმა“ თემში ქალები სხვა კუთხით წარმოაჩინა. ისინი გააქტიურდნენ და პრობლემების გადაჭრის გზებს თავად ეძებენ.

როგორც თავად აღნიშნეს, თავდაპირველად საკუთარი იდეების გამარჯვებისაც არ სჯეროდათ და განხორციელების იმედიც ნაკლებად ჰქონდათ, მაგრამ ახლა უკვე პრობლემები მოგვარებულია - მიღწეული შედეგით გუნდი და მოსახლეობა კმაყოფილია.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  მხარდაჭერით

თავიანთი რესურსებით განახორციელეს პროექტით გათვალისწინებული ინიციატივა ქუთაისის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში. ლესელიძის ქუჩაზე, ყოფილი ფიზიკა-მათემატიკური ინტერნატის მცხოვრებლებმა გრანტით შეიძინეს ბენზოცელი, წყლის ტუმბო და ელექტროკაბელი, შესაცვლელი ზეთი, ბრტყელტუჩა და ელექტროავტომატი მიიღეს. ეს მასალები ხელს შეუწყობს  უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნას დევნილთა თემში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ორი ჯგუფის შეხვედრაზე

გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში, სადაც  ორი (მეორე და მესამე) საინიციატივო ჯგუფის წევრმა აქტიურმა ქალებმა ადვოკატირების შედეგები შეაჯამეს.

მათ მადლიერება გამოთქვეს პროექტის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგების გამო. აღნიშნეს, რომ გააქტიურდნენ, გაძლიერდნენ, სტიმული მიეცათ, რომ დასახლებაში თავად გამოავლინონ  პრიორიტეტული პრობლემები და იპოვონ მათი მოგვარების გზები. აღიარეს, რომ ფონდი „სოხუმის“ პროექტის საშუალებით ბევრი საკითხის მოგვარება შეძლეს - დასახლებაში ძელსკამები დაიდგა, შენობა გადაიხურა, თანხმობა მიიღეს ეზოში მინისტადიონის მოწყობაზე...

ყველამ დაინახა, რომ საერთო საქმეში მთავარია მონდომება, გუნდურობა და  აქტიურობა. გეგმებზეც იმსჯელეს და ახალ პრობლემებზეც, რომ მათ ადვოკატირებასაც შეუდგნენ.

თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალური წერილი გაუგზავნა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს. სათანდო  რეაგირება უკვე არის და მალე კონკრეტულ პასუხსაც მიიღებენ.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

გაერთიანებული შეხვედრა

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში I საინიციატივო ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. მათ ისაუბრეს, თუ როგორ გააქტიურდნენ პროექტის ფარგლებში, როგორ მიდის ადვოკატირების პროცესი და რა შედეგებს მიაღწიეს.

აღნიშნეს, რომ აქტიურობა აუცილებელია. საკუთარი ძალებით გაუჭირდათ და ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით შეძლეს რამდენიმე პრობლემური საკითხის ადგილიდან დაძვრა და მიიღეს დაპირებები კომპეტენტური პირებისგან.

ქალებმა  სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს და უკვე, საკმაოდ გამოცდილებმა, ახალი პრობლემების იდენტიფიცირებაც გააკეთეს, რათა პარალელურად მათი ადვოკატირებაც დაიწყონ.

ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ოფიციალური წერილით მიმართა ქუთაისის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თავმჯდომარეს. წერილს უკვე მოყვა რეაგირება - ზარები, შეხვედრები, დაზუსტებები და ჯგუფის წევრები ელოდებიან კონკრეტულ პასუხებს თავიანთ პრობლემებთან დაკავშირებით.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

წყალტუბოს დევნილთა სამ თემში - აფხაზეთის და 9 აპრილის ქუჩებზე - დასრულდა სამოქალაქო ინიციატივის განხორციელება.

თემის მცხოვრებლებმა მიიღეს საჭირო მასალები, რაც აუცილებელია უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად: ბალახის სათიბი ელექტროცელები, საღებავები, ფუნჯები, სარწყავი მილები, შესაწამლი მოწყობილობა, კარების საკეტი… ამ მასალების შეძენა მოხდა მათი საჭიროებების გათვალისწინებით და თავადვე ჩაერთვებიან თავიანთი შენობების თუ ეზოების მოწესრიგების პროცესში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები