ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ამომრჩევლის რჩევის აპლიკაცია“ დაინერგა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.
ეს ფონდი „სოხუმის“ მეორე აპლიკაციაა. პირველი წარმატებით გაააქტიურა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის - 70 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა ისარგებლა პლატფორმით და მიიღო ინფორმაცია პოლიტიკური სუბიექტების პროგრამებზე.
უკვე დასრულდა მოსაზადებელი მუშაობა: დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცლები, შემუშავდა შეკითხვები და აისახა პოლიტიკური სუბიექტების პასუხები, მზადაა ვიდეორგოლი-ინსტრუქცია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ჩატარდა და კიდევ ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.
http://onlinemricxveli.ge/ - „ონლაინ ხმის მრიცხველი“ უკვე ხელმისაწვდომია!
ახლა ჯერი ზუგდიდელ ამომრჩევლებზეა...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)
- შემუშავდა და დამტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიულ საჯარო მოხელეთა ეთიკის კოდექსი და საკრებულოს წევრის ეთიკის კოდექსი
- ბიუჯეტში გამოიყო თანხა და მოხდა მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მოდერნიზაცია, დაიხვეწა ელექტრონული სერვისები
- შეიქმნა შშმ პირთა საბჭო
- გაფორმდა ხელშეკრულებები პროვაიდერ ორგანიზაციებთან და მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ინტერნეტიზაციის პროცესი
- ინერგება ელექტრონული პეტიციის სისტემა და საკრებულოს სხდომების ონლაინ ტრანსლაცია
- აქტიურად მიდის მუშაობა სამოქალაქო ბიუჯეტირების დანერგვის კუთხით
ეს და კიდევ ბევრი სხვა ვანის სამუშაო ჯგუფის აქტიური მუშაობის შედეგად არის მიღწეული. გამოწვევებიც რჩება - ეს ეხება მოქალაქეთა და საჯარო მოხელეთა ინფორმირებულობის დონის ამაღლებას ელექტრონულ სერვისებზე, რაზეც ჯგუფი განაგრძობს მუშაობას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ქუთაისის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პროექტის „ახალგაზრდული ინიციატივები ჯანსაღი გარემოსთვის“ ფარგლებში ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. აღნიშნეს, რომ მზად აქვთ კლუბის ლოგო, შეუკვეთეს მაისურები, კეპები და აქტიურად განაგრძობენ მუშაობას გაწერილი აქტივობების შესასრულებლად.
ქალთა საინიციატივო ჯგუფი კი ონლაინ შეხვდა ქუთაისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს კარლო კუხიანიძეს. ჯგუფის წევრებმა კომპეტენტური პირისგან მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო საკითებზე. მერიის წარმომადგენელი მათ რიგი საკითხების გადამოწმებას და შესაბამის სამსახურებთან შუამდგომლობას დაჰპირდა.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
„მე ვიცოდი, რომ საჭიროა კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მომეგვარებინა ის მშვიდობიანად. ვიცოდი, რომ უნდა ვიყო ტოლერანტი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ“.
„თავიდან ჩვეულებრივი ტრენინგის მოსასმენად, უბრალოდ, პასუხისმგებლობისთვის მოვემზადე, მაგრამ სამი საათი სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. ეს იყო პირველი შთაბეჭდილება. და ამ ხუთმა თვემ არა მარტო არაფორმალური ცოდნის რესურსი გაზარდა ჩვენში, არამედ უკეთესი მოქალაქე“.
ასე საუბრობდნენ შემაჯამებელ შეხვედრაზე ნიჭიერი ახალგაზრდები ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტებიდან და წარმატებული მუშაობისთვის მადლობას უხდიდნენ ფონდ „სოხუმის“ ტრენერებს: ნინო ჭაბუკიანს, ლარისა შენგელიას და ბექა ფოცხვერიას.
ბაღდათის სამუშაო ჯგუფმა ბოლო შეხვედრა მიღწეული შედეგების შეჯამებას დაუთმო. მთავარ მიღწევად ეთიკის კოდექსის და ანტიკორუფციული დებულების შემუშავება დასახელდა. ასევე მოხდა ვებგვერდის მოდერნიზაცია. განახლებულ ვებგვერდზე ყველა საჭირო ინფორმაციაა ხელმისაწვდომი. ინერგება ონლაინ პეტიციის პრაქტიკა. აქტიურად მოხდა მოსახლეობის ინფორმირება ონლაინ სერვისების მნიშვნელობაზე. მთავარ გამოწვევად კი ინტერნეტიზაციის პრობლემა რჩება, რომელზეც უკვე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ხონის მუნიციპალიტეტის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან ჩატარდა ონლაინ შეხვედრა, რომელსაც მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქალებმა მათგან მოისმინეს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა მათი განცხადება იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელსაც ადვოკატირებას უწევენ. მერიის წარმომადგენლების თქმით, საკითხი აქტუალურია და დადებითად გადაიჭრება.
ქალთა მეორე ჯგუფიც შეუდგა პრობლემის ადვოკატირებას. ისინი დევნილთა დასახლებაში ხეების შებელვას ითხოვენ. მათთან ჩატარებულ ონლაინ შეხვედრას მერის მოადგილე მანანა გოფოძე და მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. იმედია, მერიის მხარდაჭერით მათ მიერ დასმული პრობლემა მალე მოგვარდება.
სექტემბერი განსაკუთრებული იყო ხონის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფისთვის. ისინი ქვეგრანტების პროგრამის ფარგლებში წარმატებით ახორციელებენ მცირე პროექტს „ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი“.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალთა საინიციატივო ჯგუფები გამოვლენილი პრობლემების მოგვარებისთვის მუშაობენ. კოკის ჯგუფმა წერილი მოამზადა მერის სახელზე, შეაგროვა ხელმოწერები და დაიწყო აქტიური ადვოკატირება, რომ სპორტულ მოედნებთან დამონტაჟდეს გარე განათების ბოძები და სკამები.
ზუგდიდის ჯგუფმა კი დაიწყო ადვოკატირება, რომ დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორია გასუფთავდეს სარეველა მცენარეებისა და ეკალ-ბარდებისგან.
კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი ფონდი „სოხუმის“ ქვეგრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „ჯანსაღი გარემო უკეთესი მომავლისთვის.“ პროექტის მიზანია: თემში და სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
სოფელ ფახულანის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) ქალთა საინიციატივო ჯგუფი მუშაობს თემში გამოვლენილი პრობლემების მოგვარებისთვის. გამოიკვეთა ნაგვის ურნების არარსებობა, რაც სავალალო მდგომარეობას ქმნის. ჯგუფმა მოამზადა წერილი მერის სახელზე, შეაგროვა მოსახლეობის ხელმოწერები და შეუდგა ადვოკატირებას.
ლიის სკოლის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი კი ფონდი „სოხუმის“ ქვეგრანტების პროგრამის ფარგლებში ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოსთვის“. სკოლაში შეიქმნა ეკოკლუბი. ბავშვებმა დაიწყეს მუშაობა პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებზე.
პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრების ციკლი გრძელდება. ფორმატი - ისევ შერეულია.
ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრი ორგანიზაცია „მერკურის“ ძალისხმევით ფონდი „სოხუმის“ მიერ დანერგილ ონლაინ პლატფორმაზე ინფორმაცია მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა: იძულებით გადაადგილებულმა პირებმა, კონფლიქტისპირა სოფლის მცხოვრებლებმა, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.
მეორე შეხვედრა ახალგაზრდებთან შედგა. მათ საარჩევნო თემატიკის მიმართ ინტერესი გამოხატეს და გამოთქვეს სურვილი - უფროსი თაობის ადამიანებს, ვინც ცუდად ერკვევა თანამედროვე ტექნოლოგიებში, დაეხმარონ პლატფორმით სარგებლობაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის“
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)