ფონდმა „სოხუმმა“ მუშაობა დაიწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ნეძში. შეიქმნა ქალთა საინიციატივო ჯგუფი. ჯგუფის წევრებს აქვთ მოტივაცია, ჩაერთონ საპროექტო აქტივობებში და ხელი შეუწყონ სიახლეების დანერგვას სხვადასხვა თემში.

სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრები კვლევის ჩატარებისთვის ემზადებიან. შეხვედრაზე განაწილდა ფუნქციები და პასუხისმგებლობები, შეირჩა რესპონდენტები და სამიზნე ბენეფიციარები.

კოკის ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი აქტიურად იყო ჩართული 16-დღიან კამპანიაში და მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს გაუზიარეს ამ მუშაობით მიღებული შთაბეჭდილებები: რა აქტივობები ჩაატარეს, როგორ დაგეგმეს და რა შედეგები მიიღეს. მათი თქმით, კამპანიამ შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდებს, სხვადასხვა აქტივობით გამოეხატათ პროტესტი ქალთა მიმართ ძალადობის გამო. 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

რა შედეგები მოიტანა ორწლიანმა მუშაობამ 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში? რამდენად გაძლიერდა ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები? რა შეიცვალა თვითმართველობებში ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის თვალსაზრისით? როგორ აფასებს პროექტის დასასრულს ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდობას იმერეთის, გურისა და რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა? ამ კითხვებს პასუხობს შემაჯამებელი, რიგით მე-6 გადაცემა, რომელიც ტელეკომპანია „რიონმა“ გააშუქა.

მუშაობა მიმდინარეობდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

2021 წლის 3 დეკემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით, ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს  სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა, ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კონფლიქტით დაზარალებულმა, მათ შორის კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მიმდებარე სოფლებში მცხოვრებმა და დევნილმა ქალებმა, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა.

მრგვალი მაგიდების სერია N2

გრძელდება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული  მრგვალი მაგიდის შეხვედრები. ამჯერად შეხვედრა გურია-აჭარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა მონაწილეობით შედგა, სადაც ცენტრალურ ხელისუფლებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის მოადგილე - ელისო შონია წარმოადგენდა.

ღონისძიებაზე მონაწილეებს ფონდი „სოხუმის“ გამოცდილება ადგილობრივ თვითმმართველობებში გენდერულად ორიენტირებული პოლიტიკის  დანერგვის საქმეში - ექსპერტმა ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობის მიმართულებით - ემა კამკიამ გაუზიარა. მან ყურადღება ძირითად მიღწევებზე, ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებსა და მათზე რეაგირების შესაძლო გზებზე გაამახვილა.

ფონდი "სოხუმის" ახალი მონიტორინგის ანგარიშში - "ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობის და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“ ასახული მიგნებები და რეკომენდაციები მკვლევარმა - ნინო კორინთელმა წარმოადგინა.

Covid-19-ით ინფიცირებულთა სტიგმა პანდემიით გამოწვეული ძალადობის ახალი ფორმაა. ეს ადამიანები ჩვენს ირგვლივ არიან და ბევრ მათგანს რთულ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება. სწორედ ამ მტკივნეულ საკითხზე ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობამ მოამზადა სოციალური ვიდეორგოლი.

გავთავისუფლდეთ სტიგმისგან!

გამოვიჩინოთ თანაგრძნობა!

მათ დაამარცხეს ვირუსი!

 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდების სერია

16 აქტიური დღის ფარგლებში ქალთა ფონდი "სოხუმი", თბილისის წარმომადგენლობასთან ერთად, მრგვალი მაგიდების სერიას მართავს იმერეთის, გურია-აჭარის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულთა ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ჩვენ გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები არის ძალიან მნიშვნელოვანი ეროვნულ და ადგილობრივ დონეებს შორის თანამშრომლობის, ინფორმაციის გაცვლისა და კოორდინაციის გაძლიერების ხელშესაწყობად.

მიმდინარე შეხვედრა გაიმართა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, რომელსაც იმერეთის მუნიციპალიტეტების გენდერზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსი - მაკა ფერაძე ესწრებოდა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

.be

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 აქტიური დღის ფარგლებში წარმოგიდგენთ  ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებულ სოციალურ ვიდეორგოლს თემაზე - რა სჭირდებათ ყველაზე მეტად ძალადობის მსხვერპლ/მარტოხელა/მრავალშვილიან დედებს?

რესპონდენტები ინდივიდუალურად გვიყვებიან საკუთარ გამოცდილებასა და საჭიროებებზე, რაც ეყრდნობა ფონდი „სოხუმის“ მიერ მომზადებული მონიტორინგის ანგარიშს „ბავშვთა მოვლის სერვისების განვითარება - ქალთა დასაქმების ხელშეწყობისა და ოჯახში ძალადობის ეფექტიანი პრევენციისა და რეაგირებისთვის“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საკონსულტაციო მუშაობის შედეგები

  • ხუთშაბათი, 25 ნოემბერი 2021
  • 828 ჯერ

სტრესთან გამკლავება, სიმშვიდე, პრობლემების მოგვარება, იმედი… - ეს და უამრავი სხვა შედეგი მოიტანა ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგისა და იურისტის საკონსულტაციო მუშაობამ.

მათ რეგიონებში ონლაინ ჩაატარეს სამი ჯგუფური შეხვედრა და ინდივიდუალური კონსულტაციები ქალთა მხარდაჭერის ცენტრების ბენეფიციარებისთვის. 

გაიმართა მუშაობა კრიზისულ ოჯახებთან, ასევე ონლაინ გაგრძელდა ინდივიდუალური ფსიქოთერაპია 29 ბენეფიციართან. 

პარალელურად მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარებთან - ფსიქოლოგიური თერაპია, რაც ასე სჭირდება ამ ქალებს...

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები