ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში დასრულდა საბუღალტრო აღრიცხვის კურსი. კურსის მონაწილეებმა გაიარეს ბუღალტრული აღრიცხვის თეორიული საფუძვლები, ბუღალტრული აღრიცხვის რეგულირება საქართველოში, საწარმოთა ორგანიზაციული სამართლებრივი ფორმები, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა, აღრიცხვის მეთოდოლოგია.

ბოლო შეხვედრაზე მათ სერთიფიკატები გადაეცათ. როგორც თავად აღნიშნეს, სწავლების ეს ეტაპი მნიშვნელოვანი იყო მათ ცხოვრებაში. მიღებული ცოდნა და გამოცდილება ხელს შეუწყობს თითოეულ მათგანს სამომავლო გეგმების განხორციელებაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრი აქტიურად დაუბრუნდა სამუშაო პროცესს. დაიწყო წარმოდგენების გამართვა ქუთაისის პარკებსა და სკვერებში. პარალელურად - მიმდინარეობს ახალი გადაღებები, საინტერესო ვიდეომასალების ჩაწერა, რომლებიც არქივის ფორმატით შეინახება და განთავსდება სოციალურ ქსელში. ჩვენს ფეისბუქგვერდზე ფორუმ-თეატრის ვიდეოებს განსაკუთრებული ინტერესით ელიან და ეცნობიან მკითხველები. არის მნიშვნელოვანი სიახლე - გამოჩნდნენ მოხალისეები, რომლებიც ჩაერთნენ წარმოდგენებში. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წალენჯიხა, სამტრედია, ქობულეთი, ზუგდიდი, სენაკი - ამ ხუთი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრებში დეკემბერში გაგრძელდა ტრენინგების ციკლი - ამჯერად ტოლერანტობისა და ნაადრევი ქორწინების თემაზე. იყო აქტიური განხილვები,  დისკუსია და, რაც ყველაზე მთავარია, ნდობა მონაწილეთა  მხრიდან, რომელსაც პედაგოგები აღნიშნავენ.

ტრენინგებზე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც ჩაუდგნენ სათავეში ინიცირებული ღონისძიებების ჩატარებას. აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები, დირექტორები, მშობლები - ინიცირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო 1255 მოსწავლემ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა შედგა ვანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რეფერირების სუბიექტების მონაწილეობით:  ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, სკოლის პედაგოგები,

გაიმართა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია, შემდეგ კი - დისკუსია მუნიციპალიტეტის მასშტაბით ძალადობის იდენტიფიკაციის და მსხვერპლის დახმარების მხრივ. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ინფორმაცია მიიღეს მუშაობაზე, რომელიც კანადის თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს: შეიქმნა უნიკალური ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“, ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და სოციალური აქციები.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს ფონდ „სოხუმს“ ვანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის გაწეული დახმარების გამო და გამოხატეს თანამშრომლობის  მზადყოფნა მსხვერპლისთვის უფრო მდგრადი და გრძელვადიანი პროგრამების/სერვისების დანერგვის კუთხით.   

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ონლაინ კონფერენცია  „ადგილობრივი თანამშრომლობა თემის საჭიროებების ადვოკატირებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში - ქალთა სამშვიდობო კოალიციის წევრების, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და გოგონების მონაწილეობით“.

კონფერენციას ესწრებოდნენ სამოქალაქო სექტორის, მუნიციპალიტეტის,  საერთაშორისო ორგანიზაციების,   საკანონმდებლო და ცენტრალური ხელისუფლების  წარმომადგენლები.

შეხვედრაზე შეფასდა მოქალაქეთა საჭიროებების საპასუხოდ ადგილობრივი თანამშრომლობის კუთხით არსებული წარმატებული პრაქტიკა და გამოწვევები. მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელმა პირებმა გააჟღერეს ოფიციალური პოზიცია ქალთა საინიციატივო ჯგუფების მიერ ინიცირებული ადვოკატირების საკითხებზე. მათ აღნიშნეს, რომ მოქალაქეთა მონაწილეობით დაწყებული დიალოგი ადგილობრივი ხელისუფლების მეტი ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის საწინდარია.

დეკემბერი საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ქალთა მხარდაჭერის ცენტრებისთვის. სხვადასხვა თემში ჩატარებულ გეგმიურ შეხვედრებზე მობილიზატორებმა მოსახლეობას ქალთა მიმართ ძალადობის კამპანიის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ისაუბრეს იმ  ფაქტორებზე, რომლებიც ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირებას უშლის ხელს.

თვის განმავლობაში ქალთა მხარდაჭერის ათმა ცენტრმა გამოავლინა ძალადობის 8 შემთხვევა. თითოეული ქეისის ანალიზის შემდეგ ბენეფიციარებმა ფონდი „სოხუმის“ სერვისებით ისარგებლეს.

მობილიზატორების მიერ ადგილობრივ თვითმმართველობასთან გადამისამართებულ ქეისებზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა, რათა მსხვერპლთა დახმარების მექანიზმი გაძლიერდეს და ბენეფიციარებმა მუნიციპალური სერვისები გამოიყენონ. თანამშრომლობა მსხვერპლთან მუშაობის მულტიგუნდურ პრინციპებს ეფუძნება და კარგ ეფექტს იძლევა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის მუნიციპალიტეტში ქალთა საინიციატივო ორი ჯგუფია. მათთან ჩატარდა ონლაინ შეხვედრები, სადაც განიხილეს ანკეტირების ჩატარების ტექნიკური მხარე, ვადები და განსაზღვრეს ბენეფიციარები. ჯგუფის წევრებს აქვთ მსგავსი გამოცდილება, რაც ხელს შეუწყობს წარმატებულ გამოკითხვას.

ონლაინ ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ახალგაზრდული ჯგუფის წევრებთანაც. მათ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის შესახებ ისაუბრეს, კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებსა და მიღებულ პრაქტიკაზე.

დეკემბრის დასაწყისში ჯგუფის წევრებს ტრენინგიც ჩაუტარდათ მშვიდობისა და ნდობის შენების საკითხებზე. ონლაინ ფორმატის მიუხედავად, ტრენინგი ინტერაქტიური იყო - მონაწილეებმა გამოავლინეს თავიანთი გამოცდილება და ბევრი სიახლეც გაიგეს.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად ჩაერთნენ ონლაინ შეხვედრაში. კვლევის დაწყების წინ მათ მიიღეს  კონსულტაციები და განსაზღვრეს სამიზნე ბენეფიციარები. მოხდა კონკრეტული შემსრულებლების განაწილება და დადგინდა კვლევის ჩატარების ვადები. ანკეტირება 150 ადამიანს მოიცავს.

ონლაინ ჩატარდა ახალგაზრდული ჯგუფის შეხვედრაც. ჯგუფის წევრებმა  ისაუბრეს 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული ინიცირებული ღონისძიებების შესახებ. ისინი გმობენ ძალადობას და მათი მოსაზრებით, აქტიური საინფორმაციო მუშაობა ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ეს ლამაზი ნაკეთობები მათი ნახელავია. ქალები გულმოდგინედ სწავლობდნენ თიხის დამუშავებას დღის სარეაბილიტაციო ცენტრში.  და აი, დასრულდა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კიდევ ერთი კურსი. ბოლო გაკვეთილზე კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები, ისაუბრეს დღის ცენტრში გატარებულ პერიოდზე, ახალი პროფესიის შესწავლაზეც და პირად ურთიერთობებზეც. პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო და ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები