ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრები - კლუბის ძლიერ და სუსტ მხარეებზე

  

19 მაისს ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და საკუთარი წინადადებების საფუძველზე შეიმუშავეს რეკომენდაციები.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე იმუშავეს კლუბის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე შეჯამდა კლუბის მუშაობა.  გამოიკვეთა ხელისშემშლელი ფაქტორები.  აქცენტი გაკეთდა კლუბის სამომავლო გეგმებზე.

შეხვედრის ერთ-ერთ მონაკვეთში იურისტმა კლუბის წევრებს გააცნო  ცვლილებები ქვეყნის კონსტუტუციაში, რამაც აქტიური დისკუსია გამოიწვია. დაფიქსირდა ამ ცვლილებების საჯაროდ განხილვის აუცილებლობა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბი - საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა

  

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა, საიას ბათუმის ფილიალის იურისტთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. განიხილეს ცვლილებების დადებითი და უარყოფითი მხარეები. შეხვედრაზე ასევე გამოიკვეთა ადგილობრივი საკითხები, რომელთა ადვოკატირებაა საჭირო. დაისახა პრობლემების გადაჭრის გზები.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე

  

 

16 მაისს ხობის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეხვედრა მიეძღვნა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა საჯარო განხილვა ბოლო თვეში საკმაოდ რეზონანსული გახდა საქართველოს ქალაქებში. კლუბის აქტივისტების ზარით, მათ აქვთ უფლება და ვალდებულნიც არიან, ამ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და წარუდგინონ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე

  

16 მაისს ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა მორიგი სხდომა ჩაატარა.  მოწვეული იყო საიას ზუგდიდის ფილიალის ხელმძღვანელი, რომელმაც ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და შეიმუშავეს რეკომენდაციები. ისაუბრეს კლუბის ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე.

კლუბის წევრებმა ასევე მოისმინეს საკრებულოს წარმომადგენლის ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით - საკითხი უკვე მოგვარებულია და საბჭო ფუნქციონირებას ივნისში დაიწყებს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

აქტუალურ საკითხთა განხილვა სენაკის კლუბზე

  

ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში, რამდენად მისაღებია მოქალაქეებისთვის ეს ცვლილებები, როგორ აისახება ქვეყნის მომავალზე - ეს საკითხები განიხილეს  ამომარჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე სენაკის საკრებულოში. კლუბის წევრებმა თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.

სხდომის მეორე ნაწილი მიეძღვნა კლუბის მუშაობის SWOT ანალიზს. აქტივისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეკეთებინათ სიტუაციური ანალიზი, ეფიქრათ ძლიერ და სუსტ მხარეებზე,  საქმიანობის გაუმჯობესებაზე.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრების თემა - ეთიკა და ესთეტიკა

 

მაისში დაგეგმილი კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდა ახალგაზრდულ კლუბებში ეთიკის და ესთეტიკის ნორმებსა და სქესობრივი აღზრდის თემაზე - ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში, ქუთაისის ბიბლიოთეკაში და სენაკის სამხედრო დასახლების კოლექტიურ ცენტრში

შეხვედრებზე გამოიკვეთნენ ლიდერები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. მონაწილეებმა - გოგონებმა და ბიჭებმა - საინტერესო მაგალითები მოიყვანეს, გულახდილად ისაუბრეს არაფორმალური განათლების მიღების და ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ეთიკის და ესთეტიკის ნორმები - ახალგაზრდულ კლუბებზე

  

 

ეთიკის და ესთეტიკის ნორმებს და სქესობრივ აღზრდას მიექცა განსაკუთრებული ყურადღება  ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე.

წყალტუბოს 1-ლ სკოლაში მონაწილეები თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ. მათი აზრით, ამ საკითხების განხილვა მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.

ფონდმა „სოხუმმა“ პირველად ჩაატარა შეხვედრები ხონის ბიბლიოთეკაში და სოფელ განმუხურში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). მონაწილეებმა გაიგეს ახალგაზრდული კლუბების მუშაობის შესახებ და ჩართვის სურვილი გამოხატეს. ისაუბრეს ეთიკისა და ესთეტიკის ნორმებზე. იმაზე, რაზეც უნდა გაკეთდეს აქცენტი და იმაზეც, რისი დეფიციტი გააჩნია ახალგაზრდა თაობას.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბების მუშაობის მონიტორინგი

აპრილში სპეციალურად შემუშავებული ღია ტიპის კითხვარით ჩატარდა კვლევა ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის, კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდულ კლუბებში. რესპონდენტთა რაოდენობა იყო 90 ადამიანი, კვლევის მიზანი კი - მუშაობის დადებითი შედეგების წარმოჩენა.

ფოკუს-ჯგუფებში გამართულმა გამოკითხვამ აჩვენა კლუბების ეფექტური საქმიანობა და გავლენა არა მარტო კლუბის წევრებსა და აქტივისტებზე, არამედ მათ ოჯახებსა და თანატოლებზე.

გადმოწერა

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები - ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები. მათ კლუბს გააცნეს თავიანთი სამოქმედო გეგმა, ისაუბრეს საბჭოს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელთა განხორციელებაშიც ჩართვა თხოვეს კლუბის წევრებს.

შეხვედრაზე კონსულტაცია გაეწია ოჯახში ძალადობის ორ მსხვერპლს. მოხდა მათი გადამისამართება შესაბამის სტრუქტურებში.

ითქვა ისიც, რომ საბჭოს მიერ ადვოკატირებული საკითხი უკვე გადაიჭრა - ანუ ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2017 წლის ბიუჯეტში გამოყო თანხა ბენზეს დასახლებაში საბავშვო ბაღის აშენებისთვის.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები