ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა სოციალურ პრობლემებზე იმსჯელა

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში გაიმართა. კლუბის წევრებმა უამრავ სოციალურ პრობლემაზე იმსჯელეს როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით. აქტიური დისკუსიის დროს გამოიკვეთა არაერთი საკითხი: მცირე მეწარმეობის განვითარება და სოფლად ოჯახური ბიზნესის მხარდაჭერა, სოფლის მოსახლეობისთვის მცირე ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. შემუშავებული რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს წარედგინება.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

საკითხები ადვოკატირებისთვის - ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე

 

ამომრჩეველ ქალთა კლუბმა მორიგ შეხვედრაზე განიხილა და საბოლოო სახე მისცა პოლიტიკური პარტიებისთვის წარსადგენ რეკომენდაციებს, რათა მათ თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ასახონ ქალთა საჭიროებები  და მათი გააქტიურებისთვის აუცილებელი საკითხები.

წინა სხდომებზე გამოიკვეთა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა ადვოკატირებაა საჭირო. ამიტომ შეხვედრაზე მოწვეული იყო კომპეტენტური პირი, რომელმაც კლუბის წევრების მიერ წამოჭრილი საკითხები მოისმინა და მათზე რეაგირების გზებზე ისაუბრა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე

  

ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით  ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე მოწვეულები იყვნენ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი მარინა შალამბერიძე,  პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე გოგი წულაია და პარტიის აქტივისტი ნინო დოლიძე.

ქალბატონმა მარინამ ისაუბრა კლუბის წევრებისთვის საინტერესო საკითხებზე - საარჩევნო უბნების კომისიები და მათი  მუშაობა, როგორ შეიძლება ინდივიდი - რიგითი მოქალაქე დარეგისტრირდეს და დამოუკიდებლად იყაროს კენჭი არჩევნებში.

ბატონმა გოგიმ მოუწოდა ქალბატონებს პარტიაში გაწევრიანება, გააქტიურება და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის აქტივობები

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი შეხვედრაზე მოხდა ადვოკატირებისათვის აღებული საკითხების შეჯერება. ყურადღება გამახვილდა ჯერაც გადაუჭრელ საკითხებზე. შეიქმნა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტული პრობლემების ადვოკატირების კუთხით. შეხვედრაზე ასევე შემუშავდა იმ რეკომენდაციების საბოლოო ვარიანტი, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს უნდა მიეწოდოს თავიანთ პროგრამებში შესატანად.

აპრილში ამომრჩეველ ქალთა კლუბის ორგანიზებით წყალტუბოს სკოლების პედაგოგთა და მოსწავლეთა ნაწილი მოსალოცად გაემგზავრა გელათის დედა ღვთისას მონასტერში. 21 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, კლუბის წევრებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია და დარგეს ნარგავები. აქციაში აქტიურად ჩაერთნენ ახალგაზრდები.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ადვოკატირების თემის განხილვა ახალგაზრდულ კლუბებში

  

ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრებზე განხილულ იქნა  ადვოკატირების თემა.

საკითხის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს მოსწავლეებმა მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში,  აქტიურად ჩატარდა შეხვედრა ქუთაისის ახალგაზრდულ კლუბშიც.

წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის 1-ლ საჯარო სკოლაში შეხვედრას ესწრებოდა ფონდი „სოხუმის“ მოხალისე, ექსპერტი ავსტრიიდან გუნდი დიკი.

შეხვედრების მონაწილეებს გაუჩნდათ ბევრი შეკითხვა, მოიყვანეს მაგალითები. მათ ისაუბრეს პრობლემებზე, რომელთა ადვოკატირებას აპირებენ და მიიღეს რჩევები, როგორ უნდა განისაზღვროს პრობლემა, შეიქმნას სამუშაო ჯგუფები, როგორ წარიმართოს ადვოკატირების პროცესი მისი წარმატებით დასრულებისთვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა - დევნილთა მონაწილეობით

  

 

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა ამჯერად გაიმართა სათემო განვითარების ცენტრში, მისი ხელმძღვანელის ნონა ქადარიას მიწვევით. ცენტრი მდებარეობს სამხედრო დასახლებაში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ. ამიტომაც  სხდომის მონაწილეთა უმეტესობა დევნილი ქალბატონი იყო.

განიხილეს დასახლების მცხოვრებთათვის აქტუალური სოციალური საკითხები. აქ განსაკუთრებით მწვავედ დგას გაუმართავი წყალარინების სისტემის პრობლემა, რაც დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას - სარდაფებში წყალი დგება, მილების არასწორი მიერთების გამო საკანალიზაციო ნარჩენები ნიადაგის ზედაპირზე ამოდის, ზაფხულში ტერიტორია სავსეა კოღოებით. მცხოვრებლებმა არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მაგრამ საკითხის მოგვარება ჭიანურდება. კლუბის წევრები ცდილობენ გამოსავლის გზების პოვნას. მათ აღნიშნეს, რომ საჭიროა ამ პრობლემების გახმაურება.

სხდომაზე აგრეთვე იმსჯელეს .აფხაზეთის გამშვები პუნქტების დახურვის საკითხზე და გადაადგილების გამარტივებაზე - დაკრძალვასთან კავშირებულ შემთხვევებში.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სტუმარი ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მოწვეული იყო ხონის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი გორდაძე. მან თქვა, რომ მიმდინარე წელი ცესკომ „გენდერის“ წლად გამოაცხადა და ისაუბრა უახლოეს მომავალში საარჩევნო პროცედურებში მოსალოდნელი რიგი ცვლილებების შესახებ.

სხდომაზე განხილულ იქნა გეგმით გათვალისწინებული ყველა საკითხი.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

რამდენიმე საკითხი ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე

 

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მოწვეული იყო ქალაქის საკრებულოს იურისტი, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის  საკითხი.

კლუბის მასპინძელ ორგანიზაციაში „იმედი - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ სტუმრად იმყოფებოდნენ უკრაინის – დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენელი ქალები. შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია მათი ვიზიტის, შთაბეჭდილებების და  გამოცდილების შესახებ.

კლუბის სხდომაზე ერთი საკითხი ადგილობრივი პრიორიტეტული პრობლემის  წარმოჩენას და მისი მოგვარების გზის ძიებას შეეხო.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ახალგაზრდულ კლუბებში პრობლემების ადვოკატირებაზე ფიქრობენ

  

ადვოკატირების როლი და მნიშვნელობა - ამ აქტუალურ საკითხზე გაიმართა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები აპრილის თვეში.

მუშაობამ აჩვენა, რომ ეს თემა საინტერესო და ამავე დროს საჭიროა. ახალგაზრდებმა ისაუბრეს პრობლემებზე, რომლებიც მათ აწუხებს. მოიყვანეს  ადვოკატირებასტან დაკავშირებული მაგალითები. მათი თქმით, პრობლემის ადვოკატირება ხანგრძლივი პროცესია, მაგრამ შედეგს იძლევა. შეხვედრებზე აღინიშნა, რა პრობლემების წამოწევას ფიქრობენ და ერთგვარი  კონსულტაციებიც მიიღეს.

შეხვედრები ჩატარდა ფოთის და კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში და ხონის კერძო სკოლაში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა ზუგდიდში

  

27 მარტს ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა თემაზე „ქალთა აქტივობის მნიშვნელობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“. სხდომაზე მიწვეულები იყვნენ საკრებულოს დეპუტატი ქალები ირუზა კაკავა და ედიტა კოდუა. ბევრ რამეზე ისაუბრეს: აქტუალურ საკითხებზე, მოახლოებულ არჩევნებზე, არჩევნების გენდერულ ასპექტებზე და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის აუცილებლობაზე. კლუბის რამდენიმე წევრი აპირებს, კენჭი იყაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. მათ მნიშვნელოვანი რჩევები მიიღეს დეპუტატი ქალებისგან.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები