ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ბათუმში

 

ბათუმის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა ურეხის ქუჩის ერთ-ერთი მაცხოვრებლის პრობლემის ადვოკატირება დაიწყო. ოჯახს უკიდურესად უჭირს, სოციალური დახმარება მოეხსნა და ყველანაირად უყურადღებოდაა მიტოვებული. ოჯახში არის შშმ პირი, რომელიც სპეციალური მოვლას საჭიროებს. პირველად საჭიროებად დგას სახლის გადახურვა. შეხვედრაზე სპეციალურად იქნა მოწვეული ზაზა ხიმშიაშვილი - მერის წარმომადგენლის თანაშემწე. მან აღნიშნა, რომ დახმარებას გაუწევს პრობლემის გადაჭრაში.

შეხვედრას ესწრებოდა საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანის“ ხელმძღვანელი. მისი პროექტის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ამ ოჯახის უზრუნველყოფა ყოველდღიური კვებით.

კლუბზე ასევე განხილულ იქნა ჩართვის საკითხი 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა ზუგდიდში

  

ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. განსახილველი საკითხები იყო: ქალები პოლიტიკაში - 2016 წლის საპარლამენტო არჩევენების შემდეგ, ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების გენდერულ ასპექტებზე, შეირჩა ადვოკატირების ჯგუფი და გამოიკვეთა პრობლემა ადვოკატირებისთვის.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე

 

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე ქალბატონებმა ისაუბრეს 2016 წლის არჩევენების პირველი ტურის შედეგებზე და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის აუცილებლობის შესახებ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

საუბარი შეეხო გენდერულ კვოტირებას, პარტიების საარჩევნო პროგრამებში ქალთა თემის ასახვას. 

შეხვედრის მონაწილეებისგან  შეირჩა  ადვოკატირების ჯგუფი. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს წერეთლის ქუჩაზე არსებულ საბავშვო ბაღის  კოლექტიურ ცენტრში მცხოვრები დევნილების პრობლემების შესწავლა და მოგვარება. 

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ახალგაზრდული კლუბების თემა - ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

  

ქუთაისის 30-ე, სოფელ მენჯის (სენაკის მუნიციპალიტეტი) და სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები.

მონაწილეებმა ინტერესით იმსჯელეს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემაზე, ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარების გზებზე, თანატოლებთან დიალოგზე, სამშვიდობო პროექტების განხორციელებაზე.

განსაკუთრებით  აქტიურობდნენ კოკის სკოლის მოსწავლეები. მათი ნაწილი აფხაზეთიდან დევნილია, ხშირად გადადის მშობლიურ ადგილებში და რეალურად იცის, რა შედეგები მოაქვს კონფლიქტს.

დაისვა ბევრი საინტერესო შეკითხვა, რომლებზე პასუხების გაცემას ცდილობდნენ შეხვედრების დროს. შეხვედრებმა აჩვენა, რომ  აუცილებელია ამ თემების განხილვა ახალგაზრდებთან, რადგანაც ისინი ქმნიან  ქვეყნის მომავალს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ანალიზი ახალგაზრდულ კლუბებზე

 

ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთის მე-7 საჯარო სკოლაში და წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის თემა საინტერესო აღმოჩნდა როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ისე ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ისინი ინტერესით ჩაერთნენ დისკუსიაში, გაიხსენეს რეალური ისტორიები, ისაუბრეს კონფლიქტის მოგვარებაზე, მოლაპარაკებებზე, ეკონომიკურ განვითარებაზე, ახალგაზრდა თაობასთან დიალოგზე.

„ასეთი შეხვედრების შემდეგ უფრო მეტი ინტერესი გვიჩნდება თემის მიმართ და დიდი სურვილიც, ჩავერთოთ დიალოგში. ჩვენ შეგვიძლია ახალი ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა“, - აღნიშნეს შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდებმა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კლუბის სხდომა სენაკში

   

სენაკში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის პირველი სხდომა. წევრების გარდა სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები ნანა ალანია და ინგა ქარდავა.

მონაწილეები გაეცნენ ახალ პროექტს „ქალთა აქტიური ჩართულობა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, საარჩევნო პროცესების დემოკრატიზაციის გზით“, მის მიზნებს, ამოცანებს და აქტივობებს.

გაიმართა ადგილობრივი პროგრამების განხილვა. შეხვედრაზე დაისვა კონკრეტული პრობლემები და დეპუტატებთან ერთად იმსჯელეს მათი მოგვარების გზებზე.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ახალგაზრდული კლუბები წყალტუბოში, ქუთაისში, კოკში

  

წყალტუბოში, ქუთაისში და კოკში (ზუგიდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრების თემა იყო პრობლემების ადვოკატირება, მისი როლი და მნიშვნელობა.

შეხვედრების მონაწილე ახალგაზრდებმა აღნიშნეს, რომ განხილული თემა მათთვის მნიშვნელოვანია. ისინი თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, ისაუბრეს საკუთარი პრობლემების შესახებ და მათი გადაჭრის გზებზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა ბათუმში

  

ბათუმში, „მეგობრობის სახლში“ ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კლუბის განახლებულ მუშაობას და სამომავლო გეგმებს, ახალი პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე. იყო აზრთა და იდეათა გაზიარება ნაყოფიერი მუშაობისთვის. მათთვის მთავარია, არ განელდეს ის მუხტი, რაც კლუბის აქტივს გააჩნია და რაც ასე მნიშვნელოვანია ბათუმისათვის.

 

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ამომრჩეველ ქალთა კლუბის პირველი სხდომა ზუგდიდში

  

ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის პირველი სხდომა. შეკრებილ ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია, რომ ფონდი „სოხუმის“ ახალი პროექტის ფარგლებში კლუბები იმუშავებს დასავლეთ საქართველოს 8 ქალაქში. მათ ასევე მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ საქმიანობის შესახებ, განსაკუთრებით ადგილობრივი პოლიტიკის დანერგვის კუთხით.

ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა მოიწონეს ახალი პროექტი და აღნიშნეს, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის. მათი აზრით, მუშაობა შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული.

 

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

შეხვედრა მაჟორიტარობის კანდიდატთან ქუთაისის კლუბში

  

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრი ლია გვენეტაძე პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატია. კლუბმა გაფართოებული სხდომა ჩაატარა და შეხვდა თავის კოლეგას. ქალბატონმა ლიამ შეკრებილებს მიაწოდა ინფორმაცია თავისი პროგრამის შესახებ, თუ რის გაკეთებას და შეცვლას აპირებს პარლამენტში მოსვლის შემთხვევაში. პროგრამის ბევრი პუნქტი კლუბზე დასმულ საკითხებს ეხმაურება. შეკრებილმა ქალბატონებმა საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრეს და კანდიდატისაგან შესაბამისი პასუხებიც მიიღეს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები