ტოლერანტობის აღქმა მოზარდებში - ძალადობის პრევენციისთვის - ეს იყო ფოთის ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრის თემა, ხოლო წყალტუბოსა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე ახალგაზრდებმა განიხილეს გენდერული ძალადობა - მიზეზები და დაცვის მექანიზმები.
საინტერესო ჯგუფები, მონაწილეთა აქტიურობა, მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან, გულახდილი დისკუსიები - ამით გამოირჩეოდა ყოველი შეხვედრა. როგორც მონაწილეები აღნიშნავენ, მათთვის საჭიროა მსგავსი შეხვედრები, რადგან მათში ყალიბდება ჯანსაღი დამოკიდებულება აქტუალური საკითხების მიმართ.