ახალგაზრდული შეხვედრები წყალტუბოში, ფოთში და კოკში

ქალთა უფლებები და გაეროს რეზოლუცია 1325-ის განხილვა იყო ძირითადი თემა შეხვედრებისა, რომლებიც ჩატარდა წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთის მე-7 სკოლაში და კოკის საჯარო სკოლაში.
წყალტუბოში შეხვედრას ესწრებოდნენ მხოლოდ გოგონები, ამიტომ გულახდილად ისაუბრეს პრობლემებზე და მოიყვანეს მაგალითები საკუთარი ცხოვრებიდან.
კოკში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეობდა  ხონის ახალგაზრდული კლუბის სამი წევრი.
აპრილში ახალგაზრდების ინიციატივით ჩატარდა 3 გაცვლითი შეხვედრა (ხონში  ჩავიდნენ ქუთაისის კლუბის წევრები, ფოთში კი - სენაკის კლუბის წარმომადგენლები). შეხვედრები აქტიურად და საინტერესოდ  წარიმართა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პრობლემები და საჩუქრები სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე სანატორიუმ „კოლხეთში“ მცხოვრებ დევნილთა განსახლების პრობლემა დაისვა. ითქვა, რომ დევნილთა და განსახლების სამინისტრო  დროულად არ განიხილავს დევნილთა აპლიკაციებს - „სახლი სოფლად“ პროგრამის ფარგლებში, ამასობაში კი დოლარის კურსის აწევამ ბინების და სახლების გაძვირება გამოიწვია - დევნილთა ნაწილი კვლავ ფართით დაკმაყოფილების მოლოდინშია.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრმა გვანცა მალანიამ ისაუბრა საბჭოს მუშაობაზე გენდერული კუთხით სკოლამდელ  დაწესებულებებში.
კლუბის მოდერატორმა დინა გიორგაძემ შეხვედრის მონაწილეებს გადასცა სააღდგომო საჩუქარი, რომელიც გამოყო ქალთა კავშირმა „ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის“.

 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა  ორგანიზაციის 

გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე დაიგეგმა ღონისძიებათა ციკლი

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრმა ნინო ნიკოლაიშვილმა ბოლო თვეების მუშაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ქალაქში ყალიბდება გენდერული პოლიტიკა, რაშიც ამომრჩეველ ქალთა კლუბის რვაწლიანმა მუშაობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
კლუბის წევრები მონაწილეობენ გენდერული პროექტების განხორციელებაში, მაგრამ მათ კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა გადაწყვიტეს ადგილობრივ თვითმმართველობასთან. შეხვედრაზე დაიგეგმა ერთობლივ ღონისძიებათა ციკლი, რომელსაც კლუბი წარუდგენს სახელისუფლებო სტრუქტურებს.

 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა

6 აპრილს ფონდ „სოხუმში“ ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეკრებილებმა მოისმინეს ინფორმაცია ადვოკატირების ჯგუფის მუშაობაზე, ორი პრობლემის მოგვარების თაობაზე. სხდომაზე მოწვეულნი იყვნენ იურიდიული დახმარების სამსახურის იურისტები. მათ კლუბის წევრებს აუხსნეს, თუ რა დახმარების გაწევა შეუძლია მათ სამსახურს ადამიანებისთვის.
აღინიშნა, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები მნიშვნელოვანია და ქალებს აძლევს შესაძლებლობას, გააქტიურდნენ და თავიანთი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

  

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ხონის, ქუთაისის, სენაკის ახალგაზრდულ კლუბებში

ახალგაზრდულ კლუბებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები თემაზე - ქალთა უფლებები, საერთაშორისო დოკუმენტები, გაეროს რეზოლუცია 1325.
1 აპრილი - შეხვედრა გაიმართა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ესწრებოდა 16 ახალგაზრდა.  
2 აპრილი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაში (ქუთაისი) შეიკრიბა 16 მოსწავლე.
3 აპრილი - სენაკის 1-ლ საჯარო სკოლაში ჩატარებულ შეხვედრას ესწრებოდა 22 მოსწავლე.
 შეხვედრებზე იყო ინფორმაციების გაცვლა, აქტიური მსჯელობა, გულახდილი დისკუსიები. ახალგაზრდებმა დააფიქსირეს დამოკიდებულება ქალთა უფლებებთან დაკავშირებით. ესწრებოდნენ კლუბის აქტიური  წევრები, მოხალისეები, ახალი მონაწილეები. გაიხსენეს ჩატარებული ღონისძიებები (აქციები - საქართველო თამბაქოს გარეშე, მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს, ქალთა სოლიდარობის კვირეული) და დაგეგმეს ახალი აქტივობები (ქართული ენის  დღე, ეკოლოგიური აქცია, სპორტული ღონისძიებები).

  

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer

Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის მე-7 სკოლაში

1სენაკის მე-7 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ისაუბრეს ქალთა სოლიდარობის თემაზე და ფემინიზმის ისტორიაზე.
შეხვედრას მხოლოდ გოგონები ესწრებოდნენ, ამიტომ განსაკუთრებით  გულახდილები იყვნენ,  აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.
 „ასეთი შეხვედრები გვმატებს სითამამეს, რომელიც გვჭირდება საკუთარი უფლებების დასაცავად, როგორც სკოლაში, ისე ოჯახში“.
ახალგაზრდებმა   შეავსეს ანკეტები,  კლუბის წევრებს სადისკუსიო თემები შესთავაზეს და შემდგომი შეხვედრების სურვილი გამოხატეს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

აქტიური მსჯელობა ფემინიზმისა და ქალთა სოლიდარობის თემაზე ხონში

1ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებული ახალგაზრდული კლუბის შეხვედრაზე გოგონებმა საყვედურით თქვეს, რომ ბიჭებმა არ მიულოცეს 8 მარტი, რაზეც ბიჭებმა განაცხადეს, რომ 8 მარტი არ არის დღესასწაული - ის არის სოლიდარობის, უფლებების დაცვის დღე.
„ყვავილი არა მარტო 8 მარტს, არამედ ყოველდღე უნდა აჩუქო,“ - აღნიშნა ერთ-ერთმა ვაჟმა.
შეხვედრის მონაწილეებმა ბევრი საინტერესო ცხოვრებისეული მაგალითი მოიყვანეს და აქტიურად იმსჯელეს ფემინიზმისა და ქალთა სოლიდარობის თემაზე.

 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა კოკში

1კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა, მასში მონაწილეობა მიიღო 15 მოსწავლემ.
როდესაც საუბარი დაიწყო ქალთა უფლებების დაცვაზე, ქალთა მიმართ ძალადობაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ აღნიშნა: „ძალადობის თემა ჩვენთვის უცნობია. კოკი ძალიან მშვიდი სოფელია, სადაც არ ხდება ძალადობის ფაქტები, არ არის ქალის დისკრიმინაცია“.
შეხვედრამ დაამსხვრია მითი, რომ 8 მარტი ქალთა დღესასწაულია და დააფიქსირა, რომ საკუთარი უფლებების ცოდნა და სოლიდარობა თავდაცვის საუკეთესო იარაღია.
ეს შეხვედრა იმის ნიშანია, რომ სამუშაო ჯერაც ბევრია.

პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა სოლიდარობის კვირეული - ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის მოხალისეთა ინიციატივები

19 მარტს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მე-6 სკოლაში (ქუთაისი) ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდა მოხალისეებმა მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ქალთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით. ამ დღეს მიეძღვნა ლიტერატურულ-მუსიკალური კონკურსი. ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ სიგელებით.
10 მარტს ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში გაიმართა ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები და სტუდენტები.  შეხვედრის თემა იყო 8 მარტის ისტორია და ფემინისტური მოძრაობა მსოფლიოში.
2
დისკუსიის დროს სტუდენტები ძალიან აქტიურობდნენ და მათ კარგი მაგალითი მისცეს მოსწავლეებს.
12 მარტს წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მწვანე დარბაზში ჩატარდა ახალგაზრდულმა კლუბის ღონისძიება - ფილმის ჩვენება ქალთა შესახებ, შემდეგ კი - საინტერესო დისკუსია ფემინიზმის ქართული ფესვებისა და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალის როლის შესახებ.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა ფოთში

2ფოთის მე-7 სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა  12 მოსწავლის მონაწილეობით.
შეხვედრაზე საუბარი იყო ფემინისტურ მოძრაობაზე, ქალთა სოლიდარობაზე თავიანთი უფლებების დაცვისათვის.
შეხვედრის პირველივე წუთებიდან იგრძნობოდა ინფორმაციული დეფიციტი განსახილველი თემების გარშემო. ამიტომ დროის დიდი ნაწილი ძირითად თემას დაეთმო.
მონაწილეებმა შემდგომი შეხვედრების სურვილი გამოხატეს, რაც გარკვეულ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს.
 
პროექტიხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები