ახალგაზრდული კლუბების პირველი სამი შეხვედრა - წყალტუბო, ქუთაისი, ხონი

  
სექტემბერში ახალგაზრდული კლუბების პირველი სამი  შეხვედრა ჩატარდა წყალტუბოში, ქუთაისსა და ხონში. ბევრი პირველად მონაწილეობდა შეხვედრაში.
თემები: გენდერული საზოგადოების შექმნა, კანონი და რეალობა. სიტუაცია საქართველოში გენდერული ძალადობის კუთხით.
ახალგაზრდები საუბრობდნენ მათთვის ნაცნობ საკითხებზე, განსაკუთრებით - ტრადიციების მნიშვნელობაზე... მათი აზრით, ზოგიერთი მავნე ტრადიცია  ხელს უწყობს ოჯახის ნგრევას, გენდერულ ძალადობას.
შეხვედრებზე საინტერესო, აქტიური დისკუსიები გაიმართა. იყო თემების მიმართ ინტერესი და თავისუფალი გარემო, რომელიც პოზიტიურ გავლენას ახდენს ახალგაზრდების განვითარებაზე. სწორედ ეს არის ფონდი „სოხუმის“ მუშაობის შედეგი.
 
  პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

პრობლემების დასმა ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე

  
4 აგვისტოს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეკრებილებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ.
შემდეგ, ტრადიციულად, დაისვა ქალაქში არსებული პრობლემები, რომელთა  ადვოკატირება დაისახეს მიზნად. გადაწყვიტეს წერილის გაგზავნა ჯანდაცვის მინისტრის სახელზე საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კომუნიკაციის თემა - ახალგაზრდულ კლუბებზე

 
„კომუნიკაცია კონფლიქტის მოგვარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღია. ამაში დღეს განსაკუთრებით დავრწმუნდი“.
„კომუნიკაციის საუკუნეში ვცხოვრობთ და უნდა შევიძინოთ სწორი კომუნიკაციისთვის საჭირო თვისებები“. 
„კომუნიკაციას სჭირდება დახვეწა და ასეთ შეხვედრებზე სწორედ ეს ხდება.“
ასეთ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ გოგონები და ბიჭები, რომლებიც შეიკრიბნენ ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრებზე წყალტუბოს, ქუთაისის და ფოთის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
შეხვედრებზე იმსჯელეს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის მნიშვნელობაზე ძალადობის პრევენციისთვის. მათში მონაწილეობა მიიღო 30-ზე მეტმა ახალგაზრდამ, მათ შორის ზოგიერთმა - პირველად. იყო განსაკუთრებული ინტერესი თემის მიმართ, წარმატებული კომუნიკაციის  მაგალითები და აქტიური დისკუსია.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის კლუბის სხდომა სახელისუფლებო სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად

 
ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა გაიმართა ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.
კლუბის წევრებმა ისაუბრეს მათ მიერ ადვოკატირებული პრობლემების  შესახებ.
კლუბზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლები, იმსჯელეს კლუბის მიერ ადვოკატირებული სოციალური და ჯანდაცვის პრობლემების მოგვარების გზებზე.
მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივმა მუშაობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ეფექტურობა.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ახალგაზრდული კლუბის კიდევ სამ შეხვედრაზე

ახალგაზრდული კლუბის კიდევ სამ შეხვედრაზე განიხილეს ტრეფიკინგის თემა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ფორმა.
შეხვედრები გაიმართა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში, ფოთის მე-7 და  სოფელ კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლებში.
ქალთა მიგრაცია და მასთან დაკავშირებული ტრეფიკინგის თემა მეტნაკლებად ნაცნობია ახალგაზრდებისათვის, მაგრამ შეხვედრებმა კონკრეტული და საჭირო ინფორმაცია მისცა თითოეულ მათგანს.
იყო საუბარი სტატისტიკაზე, კანონზე ტრეფიკინგის შესახებ, მისგან დამცავ მექანიზმებზე.
შეხვედრებმა აქტიურად ჩაიარა და თითოეულ მონაწილეს დაუტოვა არა მარტო საფიქრალი, არამედ კონკრეტული ინფორმაცია და სამომავლო რჩევები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის კლუბი პრობლემებზე მსჯელობს

 
 
სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრას კლუბის აქტიური წევრები, სენაკის მუნიციპალიტეტის და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. კლუბის წევრებმა ადგილობრივი მოსახლეობის რამდენიმე პრობლემა დაასახელეს - გზის რეაბილიტაცია დედის ქუჩაზე, გაზიფიცირება ქალაქის რამდენიმე უბანში, ქალაქში არ არის კანალიზაცია. ჟურნალისტმა თაკო არზიანმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაზრდის საკითხი დასვა.
კლუბის წევრებს სურვილი აქვთ, რომ მათ მიერ შემუშავებული წინადადებები ქალაქის მომავალ ბიუჯეტში იყოს გათვალისწინებული.
საკრებულოს წევრმა დინარა ხუხუამ აღნიშნა, რომ კლუბზე დასმული საკითხები აქტუალურია, განიხილება საკრებულოზე და მოგვარებასაც ექვემდებარება.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სამი შეხვედრა ტრეფიკინგის თემაზე

 
ტრეფიკინგი, როგორც ძალადობის სახე და მისგან დამცავი მექანიზმები - ამ თემას მიეძღვნა ახალგაზრდული კლუბების შეხვედრები წყალტუბოს მე-4 სკოლაში, ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში და სენაკის 1-ლ საჯარო სკოლაში.
ახალგაზრდებმა ინტერესით მოისმინეს თემა, ინფორმაცია კანონის შესახებ. გაიმართა   დისკუსია, რომელშიც ყველა ჩაერთო.
„საზოგადოება ამ საკითხს თავს არიდებს, თითქოს ჩვენთან მსგავსი რამ არ ხდება, მაგრამ სტატისტიკა სხვას ამბობს. ტრეფიკინგისგან დამცავი მექანიზმების შესახებ უნდა ვიცოდეთ ახალგაზრდებმა და ამისთვის საჭიროა მსგავსი დისკუსიების ჩატარება, რათა არ აღმოვჩნდეთ საშიშროების წინაშე“, - აღნიშნეს შეხვედრების მონაწილეებმა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბების შეხვედრები აქტუალურ თემებზე

ეთიკის, ესთეტიკის, სქესობრივი აღზრდისა და ნაადრევი ქორწინების პრობლემებზე ახალგაზრდული კლუბების კიდევ სამი შეხვედრა ჩატარდა. ამჯერად - სენაკის მე-7 სკოლაში, ფოთისა და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
თემები აქტუალური აღმოჩნდა მონაწილეებისათვის. ამიტომაც გაიმართა აქტიური, გულახდილი დისკუსიები. ახალგაზრდები ავლებდნენ საინტერესო პარალელებს, მოჰყავდათ ცხოვრებისეული მაგალითები.
შეხვედრები ახალგაზრდების დაინტერესების საწყისად იქცა. მთავარი შედეგი კი ის არის, რომ მათ გაუჩნდათ სურვილი, თვითონვე ეძებონ ინფორმაციები ამ საკითხების შესახებ და შემდგომ თანატოლებს ჩაუტარონ საინფორმაციო შეხვედრები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბის სამი შეხვედრა

მაისის დასაწყისში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის სამი შეხვედრა, სადაც მონაწილეებმა ისაუბრეს ეთიკის, ესთეტიკის, სქესობრივი აღზრდისა და ნაადრევი ქორწინების საკითხებზე.
1 მაისს წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში 18 ახალგაზრდა შეიკრიბა (ესწრებოდა 4 მშობელიც) და მათი აქტიურობით საინტერესო დისკუსია გაიმართა.
როგორც აღინიშნა, ერთ-ერთი კლასიდან ორი გოგონა გათხოვდა, ამიტომ აუცილებელია ასეთი აქტუალური თემების განხილვა, ინფორმირება მსგავს თემებზე, რაც სხვა კუთხით  დაანახებს ახალგაზრდებს პრობლემებს.
კოკის საჯარო სკოლაში საინფორმაციო შეხვედრაში 4 მაისს მონაწილეობა მიიღო 15 ახალგაზრდამ. შეხვედრას ესწრებოდა აგრეთვე 3 მოსწავლე ორსანტიის სკოლიდან. დისკუსიაში ყველა აქტიურად ჩაერთო.
ერთგვარი „უხერხული თემების“ მიუხედავად, იყო თავისუფალი სივრცის შეგრძნება და ახალგაზრდების გულწრფელობა.
მესამე შეხვედრა 5 მაისს ჩატარდა ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. თემამ ცოტათი დაძაბა  აუდიტორია. მოსწავლეთა ნაწილი ამბობდა, რომ აუცილებელია მსგავს თემებზე შეხვედრები, ნაწილი კი წინააღმდეგი იყო. თუმცა მათ გამოხატეს თავიანთი პოზიცია, გულახდილად ისაუბრეს პრობლემებზე, განსაზღვრეს ეთიკისა და ესთეტიკის ნორმები.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ბათუმში

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები დაისვა. კლუბის მოდერატორმა ეთერ დიასამიძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მოაგვარა თამარის დასახლებაში 8 აპრილს ქარისგან დაზიანებული შენობის სახურავის პრობლემა. მან განცხადებით მიმართა ადგილობრივ სტრუქტურას, რომელიც მალევე გადაიჭრა და დაკმაყოფილდა.
კლუბის წევრებმა აღნიშნეს რომ მსგავსი მაგალითები მათთვის სტიმულის მომცემია.

 

პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები