ოჯახური ძალადობის მიზეზებზე მსჯელობა ახალგაზრდულ კლუბებზე

  

  

ოჯახური ძალადობის მიზეზები, გადაწყვეტის გზები და შედეგები - ამ თემამ შეკრიბა გოგონები და ბიჭები ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბებზე.
ხონის მხარდაჭერის ცენტრში გულახდილი საუბარი გაიმართა. საინტერესო მაგალითები მოჰყავდათ მონაწილეებს თავიანთი ოჯახების ცხოვრებიდან.
კოკის საჯარო სკოლაში ჩატარებულ შეხვედრაზე ისაუბრეს ეკონომიკურ პრობლემებზე, სტერეოტიპებზე, ოჯახის როლზე.
ფოთის მე-4 საჯარო სკოლაში შეხვედრას 20-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. ისინი
აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში და იცავდნენ საკუთარ პოზიციებს.
წყალტუბოს მე-3 სკოლაში პირველად ჩატარდა შეხვედრა, ამიტომ მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ახალგაზრდებთან მუშაობის შესახებ.
ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში გამართულ შეხვედრას ახალი წევრებიც დაესწრნენ. ოჯახური ძალადობის თემის განხილვა აქტიურად წარიმართა. მაგალითებმა გულახდილი ატმოსფერო შექმნა.
სენაკის მე-4 სკოლაშიც ბევრი მონაწილე იყო. ინტერაქტივმა აჩვენა, რომ მოსწავლეეები ნაკლებად არიან ინფორმირებულნი, ამიტომ მეტი დრო დაეთმო ინფორმაციას.
შედეგი შეხვედრებზევე გამოჩნდა - ცვლილებები ახალგაზრდების მოსაზრებებში, ხედვაში, მათ დამოკიდებულებაში პრობლემის მიმართ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტრენინგი ბორჯომში ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებისთვის

 

23-24 დეკემბერს ბორჯომში ჩატარდა ტრენინგი სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებზე. ტრენინგში ქუთაისისა და სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბების წევრებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შეაჯამეს 2015 წლის მუშაობის შედეგები და დასახეს სამომავლო გეგმებზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა

  
გაიმართა ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. კლუბის მოდერატორმა შეკრებილ ქალბატონებს გააცნო გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მიწოდებული რეკომენდაციები, კერძოდ, რომ დაინიშნა მრჩეველი გენდერულ საკითხებში, რომ ქალაქის მომავალი წლის ბიუჯეტში გაიწერა თანხები სატელევიზიო გადაცემებზე, ტრენინგების ჩასატარებლად, სპორტისა და კულტურის საკითხებში გენდერული მიმართულების განვითარებისათვის.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე

 
9 დეკემბერს 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა.
შეკრებილ ქალბატონებს გადაეცათ კამპანიის სიმბოლოები - თეთრი ბაფთები, კალენდრები, საინფორმაციო ფურცლები.
მათ აღნიშნეს, რომ აქტიურად არიან ჩართულები ფონდი „სოხუმის “ აქტივობებში,  მონაწილეობენ აქციებში, სხვადასხვა ღონისძიებაში, გმობენ ყველანაირ ძალადობას.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ახალგაზრდები - კამპანიის აქტიური მონაწილეები

   
ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების წევრებმა საინფორმაციო შეხვედრები და აქციები ჩაატარეს დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში.
ბიჭები და გოგონები სხვადასხვა ასაკის ათობით ადამიანს ესაუბრნენ 16-დღიანი კამპანიის მნიშვნელობაზე, დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები მოწოდებით „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე

 
სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე აღინიშნა, რომ მოგვარდა ერთი პრობლემა (ახალგაზრდა ქვრივ ქალბატონს, ორი არასრულწლოვანი შვილის დედას ისევ აღუდგა  სოციალური დახმარება).
დეკემბრის სხდომა ჩატარდა კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის“ ფარგლებში. სხდომაზე მოწვეული იყო იურისტი გიორგი სიგუა. საუბარი შეეხო საქართველოს კანონს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების“ შესახებ. გამახვილდა ყურადღება რეფერირების მექანიზმებზე, ცვლილებებზე, რაც ყველასთვის საინტერესო  და საჭირო იყო...
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით 

ახალგაზრდული შეხვედრები ფოთში, ქუთაისსა და ხონში

   
ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია, მისი მნიშვნელობა ძალადობის პრევენციაში - ამ თემაზე ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები.
3 ნოემბერს ახალგაზრდული კლუბი შეიკრიბა ფოთის მე-12 საჯარო სკოლაში. მონაწილეობა მიიღო 13 მოსწავლემ. ახალგაზრდებს გაუჩნდათ ბევრი შეკითხვა, დაინტერესება  დიდიიყო და აქტიურადაც ჩაერთნენ დისკუსიაში.
სკოლის თვითმართველობა ძალიან დაინტერესდა ფონდი „სოხუმის“ მუშაობით და კლუბს მომავალშიც დაპირდა მასპინძლობას.
8 ნოემბერს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. 11 მონაწილეს შორის ორი პირველად ესწრებოდა. ახალგაზრდებმა ბევრი ისაუბრეს ვირტუალური კომუნიკაციისა და სოციალური ქსელების შესახებ.
დისკუსიის დროს მოიყვანეს სწორი კომუნიკაციის მაგალითები, როდესაც სიტუაცია კონფლიქტამდე არ მიდის.
11 ნოემბერს ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ახალგაზრდულ კლუბს 10 ადამიანი დაესწრო. მათი უმეტესობა პირველად იყო მსგავს შეხვედრაზე. მათთვის ახალი იყო ყველა საკითხი, ამიტომაც ნაკლებად აქტიურობდნენ, მაგრამ გაჩნდა თანამშრომლობის დიდი სურვილი. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ასეთ აქტივობებში თავისუფალ სივრცეს გრძნობენ.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა ოზურგეთში

 
ოზურგეთში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა, რომელსაც სხვადასხვა  სფეროს წარმომადგენელი ქალბატონები ესწრებოდნენ. ისინი შეხვდნენ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსს თამარ დუმბაძეს. მისი თქმით, მოსახლეობაში, სამწუხაროდ, ინფორმაციის ნაკლებობაა, ბევრმა არც იცის სოციალური პროგრამების შესახებ. 
შეკრებილი ქალბატონებისთვის სიახლე იყო ის, რომ ქალაქში ბენეფიციარებს, რომელთაც 150000 ქულამდე აქვთ, შეუძლიათ 150-ლარიანი დახმარების მიღება, ასევე არის პროგრამები, რომლის ფარგლებში სოციალური სამსახური ოპერაციის დროს გასცემს 30%-იან დაფინანსება.
ქალბატონებმა პასუხი მიიღეს  მათთვის საინტერესო ბევრ კითხვაზე.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ვორკშოპები ქალებთან

- როცა ოჯახში ახალი წევრი შემოდის, ის მოდის სხვა სამყაროდან, სხვა ოჯახიდან, სადაც, ბუნებრივია, სხვა წესებია და სხვა ფასეულობებით ცხოვრობენ, ამიტომ ქალებს, სამწუხაროდ, ხშირად უწევთ, უარი თქვან საკუთარ ღირებულებებზე, სხვებს დაემორჩილონ, ან შექმნან კონფლიქტი ოჯახში. უმრავლესობა მორჩილებას ირჩევს და ასე აგვარებს პრობლემებს, - კონკრეტული მაგალითების გარჩევით მიმდინარეობდა ვორკშოპი ქალების ჯგუფთან.    
მონაწილეებმა არაერთი მაგალითი გაიხსენეს საკუთარი ცხოვრებიდან. მათი საერთო მოსაზრება ასეთია: ყველაფერზე უარის თქმა - ძალადობაა. პირიქით, ქალი შინაგანად უნდა გაძლიერდეს, რათა კონფლიქტების მოგვარება შეძლოს არა მხოლოდ უკან დახევით, არამედ ისე, რომ პატივი სცენ მის ღირებულებებს.
მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ახალგაზრდა ქალები უფრო თამამები არიან და შეუძლიათ საკუთარი უფლებების დაცვა, რაც მისასალმებელია.
ვორკშოპები ჩატარდა ხურჩაში, წყალტუბოში, სენაკში.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

6 ახალგაზრდული შეხვედრა: საინტერესო მაგალითები, დისკუსიები

  
ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრებზე მსჯელობის თემა იყო ოჯახში ძალადობა, როგორც საზოგადოების პრობლემა.
29 სექტემბერს კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლაში შეხვედრაში მონაწილეობდა 17 მოსწავლე. შეხვედრას დაესწრნენ ჩვენი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი და ფონდი „სოხუმის“ მოხალისე გერმანიდან.
გაიმართა საინტერესო, გულახდილი გამოსვლები, საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება ტრადიციებთან, კანონმდებლობასთან დაკავშირებით. კლუბის წევრების თქმით, ეს იყო  ბოლო პერიოდში ჩატარებული ყველაზე კარგი შეხვედრა.  
1 ოქტომბერს  შეხვედრა მოეწყო წყალტუბოს 1-ლ სკოლაში. 17 მოსწავლიდან განსაკუთრებით ბიჭები აქტიურობდნენ. ბევრმა მონაწილემ საკუთარი ცხოვრების დეტალები მოიყვანა მაგალითად. ჩაერთნენ პედაგოგებიც. საუბარი შეეხო სტერეოტიპულ აზროვნებას, ტრადიციებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ხელს უწყობს  ქალთა უფლებების შელახვას.
5 ოქტომბერს ახალგაზრდული კლუბის შეხვედრა ჩატარდა ხონის  ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. აქტიური, გულახდილი დისკუსიით განიხილეს მონაწილეებმა ოჯახში ძალადობის პრობლემა. ახალგაზრდები ინტერესდებიან ამ თემით და ეძებენ პრობლემის მოგვარების გზებს.
სენაკის 1-ლ სკოლაში ახალგაზრდული კლუბი შეიკრიბა 6 ოქტომბერს.  ინტერაქტივმა მუშაობის კარგი განწყობა შექმნა. საუბრობდნენ ტრადიციებზე, სტერეოტიპებზე და მათ ნეგატიურ გავლენაზე. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთნენ ბიჭები.
7 ოქტომბერს ქუთაისის  მე-6 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრას 10 ადამიანი დაესწრო. ახალგაზრდული კლუბის წევრები ინფორმირებულნი არიან ოჯახში ძალადობის საკითხებზე და მათ საინტერესო მაგალითებით გაამდიდრეს დისკუსია.
ამ თვის ბოლო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა 12 ოქტომბერს, ფოთის მე-5 საჯარო სკოლაში. ეს იყო პირველი შეხვედრა ამ სკოლაში და ყველაზე მეტი - 23 მონაწილე. ისინი  ძალიან დააინტერესა ახალგაზრდული კლუბის აქტივობებმა. ამ სკოლაში მაღალ დონეზეა სამოქალაქო გაკვეთილი, პედაგოგი სპეციალობით ადვოკატია და მოსწავლეები ფლობენ საინტერესო ინფორმაციას ოჯახში ძალადობის შესახებ. მათ მოჰყავდათ  ცხოვრებისეული მაგალითები და შეხვედრაც საინტერესოდ წარიმართა.  
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები