ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა

    

11 ნოემბერს ჩატარდა ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. კლუბის წევრებმა განიხილეს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები და დაგეგმეს აქტივობები 16-დღიანი კამპანიისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

სხდომაზე განიხილეს ქალაქში არსებული პრობლემები და შეარჩიეს პრიორიტეტული საკითხები ადვოკატირებისთვის.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სენაკის კლუბის საინფორმაციო შეხვედრები

  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის წევრებმა ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარეს #7 სკოლის უფროსკლასელებთან და თეკლათის საბავშვო ბაღის პედაგოგებთან.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრები

  

ოჯახში ძალადობის პრობლემები, გენდერული ძალადობა, ნეგატიური შედეგები და პრევენციული მექანიზმები ძალადობის პრევენციისთვის - ამ და სხვა საკითხებზე გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები წყალტუბოს მე-4 და მენჯის საჯარო სკოლებში, ქუთაისის ბავშვთა სოფელში.

ახალგაზრდებმა საინტერესო მაგალითები მოიყვანეს, ისაუბრეს ტრადიციებზე, ქალის როლზე ქართულ ოჯახში, ძალადობის მიზეზებზე, თანაბარუფლებიან საზოგადოებაზე.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ხობში

  

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბი აქტიურად ემზადება 16-დღიანი კამპანიისთვის ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ბოლო შეხვედრაზე იმსჯელეს ამ პრობლემაზე, გაჟღერდა ერთ-ერთი მსხვერპლის ისტორია, აღინიშნა ქალებისა და მამაკაცების ჯგუფებთან სპეციალური საუბრების გამართვის აუცილებლობა ძალადობასა და მსხვერპლის დაცვის მექანიზმებზე - განსაკუთრებით სოფლებში. 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში დაიგეგმა ქალთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საინფორმაციო შეხვედრები საბავშვო ბაღებსა და სკოლებში.

სხდომას ესწრებოდა ხობის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ქარდავა, რომლემაც მხარდაჭერა გამოხატა კლუბის წევრი ქალების  ინიციატივების მიმართ.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ოზურგეთში

  

26 ოქტომბერს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. შეხვედრაზე შეჯამდა არჩევნების შედეგები. აღინიშნა - მარტო იმიტომ, რომ ქალია, ხმის მიცემა მართებული არ არის. საჭიროა კარგი, ღირსეული კანდიდატები წარადგინონ პარტიებმა, საზოგადოებისათვის ცნობილი, პატივსაცემი სახეები. ამისათვის აუცილებელია პარტიებთან აქტიური მუშაობა.

სხდომაზე განხილულ იქნა  წინა შეხვედრაზე დასმული პრობლემა - ქალბატონი სოციალურად დაუცველია, 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. კლუბის წევრმა, სოციალური სამსახურის უფროსმა თამარ დუმბაძემ ერთ-ერთი ბავშვი კვების პროგრამაში ჩასვა. გაკეთდა სახლში დაბადებული ბავშვის დაბადების მოწმობა და ის ამიერიდან მიიღებს სამედიცინო მომსახურებას, რომელსაც საჭიროებს. კლუბმა გადაწყვიტა ქალბატონს დაეხმაროს საკვებით და ტანსაცმლით, რომლის შეგროვებასაც გაუკეთებენ ორგანიზებას.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ხობში

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა გაიმართა გაზეთ „ხობის მოამბის“ რედაქციაში.  კლუბის წევრებმა განიხილეს საპარლამენტო არჩევნების შედეგები. ხობის საარჩევნო კომისიის მდივანმა მოიყვანა ამომრჩევლების რაოდენობრივი მონაცემები. უნდა აღინიშნოს, რომ მამაკაცთა აქტიურობა მეტი იყო - მონაწილეობდა 14 132 მამაკაცი და 11 980 ქალი. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ საჭიროა ადგილობრივი ქალების გააქტიურება, მათი ინფორმირების გაზრდა, თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ საარჩევნო კომისიებში ქალები 70%-ს წარმოადგენდნენ.

შეხვედრაზე მოწვეული იყო ხობის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ პირველ მაისში მარინე ლაგვილავა. მან შეკრებილებს უამბო, როგორ მოვიდა პოლიტიკაში და როგორ შეიცვალა სოფლის ცხოვრება მისი აქტიური საქმიანობისა და ძალისხმევის შედეგად.

სხდომაზე გაიმართა იმ ადგილობრივი პრობლემების განხილვა, რომელთა ადვოკატირებაცაა საჭირო, დაისახა მათი მოგვარების გზები და ასევე - საკითხები მომავალი სხდომისთვის.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა

 

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე გაიმართა საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა. აღინიშნა ის ფაქტი, რომ არჩევნებზე წარმოდგენილი არ იყო არც ერთი ქალი-კანდიდატი. რაც შეეხება ამომრჩევლების აქტიურობას, აქ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი მეტია - მონაწილეობდა 52,09% ქალი (12 177) და 47,91% მამაკაცი (11 200).

ფონდი „სოხუმის“ და ფონდ „კარიტასის“ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა საჩუქრები - ჰიგიენის საშუალებები, საბავშვო სათამაშოები, სურსათი და ტანსაცმელი. ოჯახის წევრებმა დიდი მადლიერება გამოხატეს მხარდაჭერისთვის.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

აქტუალური საკითხები ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბზე

  

21 ოქტომბერს გაიმართა ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. პირველ საკითხად გატანილი იყო ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შესახებ.  სხდომას ესწრებოდა კლუბის წევრები, მაჟორიტარი-კანდიდატი ლია გვენეტაძე და ქალბატონები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი საარჩევნო კომისიების მუშაობაში. მათ თავიანთ საარჩევნო გამოცდილებაზე ისაუბრეს.

კლუბზე აღინიშნა, რომ ქალები ამჯერადაც სათანადოდ არ არიან წარმოდგენილნი პარლამენტში. ამიტომ,  მათი მოსაზრებით, მეტი მუშაობაა საჭირო 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, რომ მეტი ქალი მოხვდეს გადაწყვეტილების მიღების  დონეზე.

მეორე საკითხი იყო პრობლემების შერჩევა ადვოკატირებისთვის. კლუბს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და იმედია, რომ ადვოკატირების პროცესი შედეგიანად დასრულდება.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრა

 

შეხვედრა დაეთმო არჩევნების შედეგების განხილვას. სამწუხაროდ, წყალტუბოში ქალი-კანდიდატები არ იყვნენ წარდგენილი, რაც ხაზგასმულ იქნა კლუბის წევრთა მიერ.

სხდომის დიდი ნაწილი დაეთმო იმ პრობლემების დაფიქსირებას, რომელთა ადვოკატირებაზეც კლუბი იმუშავებს.

პირველ რიგში, გამოიყო დევნილ მოსწავლეთა და პედაგოგთა ტრანსპორტირების საკითხი. გადაწყდა, რომ მომზადდეს წერილი გამგეობის სახელზე და მომდევნო შეხვედრაზე მოიწვიონ ის ადამიანები, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის გადაჭრა.

ამომრჩეველ ქალთა კლუბმა გამოთქვა სურვილი, აქტიურად ჩაერთოს 16-დღიან კამპანიაში, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არის მიმართული. დაიგეგმა კონკრეტული ღონისძიებები.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის გეგმები

 

ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მონაწილეებმა საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური შეაფასეს და სამომავლო პერსპექტივებზეც იმსჯელეს. გამოითქვა აზრი, რომ პარლამენტში ქალთა მეტ წარმომადგენლობას მეტი მუშაობა სჭირდება.

ამოტომაც აპირებენ გააქტიურებას იმისათვის, რომ მეტი ქალი იხილონ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოებში.

შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრებმა შეარჩიეს პრობლემები ადვოკატირებისათვის, შექმნეს ადვოკატირების ჯგუფი - ყოველ მათგანს აქვს დიდი ინტერესი და შემართება, რომ რაც შეიძლება მეტი პრობლემის მოგვარება შეძლონ.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები