ამომრჩეველ ქალთა კლუბი ხონში

  

ხონის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე და მისი მოადგილე კობა კუბლაშვილი ესწრებოდნენ.

კლუბის წევრებმა მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პარამეტრები მიმოიხილეს, იმსჯელეს საკრებულოსთან გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის აუცილებლობის შესახებ. განიხილეს სხვა საკითხებიც - გარემოს დაბინძურების ფაქტები და პრევენციული ღონისძიებები.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

წყალტუბოს ამომრჩეველ ქალთა კლუბზე

  

ამომრჩეველ ქალთა კლუბის შეხვედრაზე დაისვა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სკოლებთან ხეების გადაბელვის საკითხი. ეს აუცილებელია მოსწავლეთა უსაფრთხოებისათვის. შეხვედრაზე მოწვეულ იქნა კეთილმოწყობის სამუშაოთა წარმოების კოორდინატორი, რომელიც გაეცნო სიტუაციას და უსწრაფეს რეაგირებას დაპირდა კლუბის წევრებს.

კლუბის მოდერატორის ინიციატივით, 1-ლი საჯარო სკოლის სასწავლო პროგრამაში დაინერგა საპილოტე სწავლება პროფესორ რამაზ სურმანიძის დამხმარე სახელმძღვანელოს „ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ-სქესობრივი აღზრდის საფუძვლები“ მიხედვით (წიგნი შარშან გამოიცა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით).

შეხვედრაზე დაიგეგმა პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობა, განხილულ იქნა  მათთან მემორანდუმის გაფორმების მიზანი.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

კლუბის სხდომა ხობში

 

ხობის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა მიეძღვნა 2017 წელს ადგილობრივ ბიუჯეტში შესული სოციალური პროგრამების განხილვას. პროგრამების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია წარმოადგინა ცინარა ჯობავამ - გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა სოციალურ საკითხებში.

აღინიშნა, რომ ადგილობრივი პროგრამების ბენეფიციართა უმრავლესობა ქალია - თითქმის 90%. სოციალური პროგრამები ითვალისწინებს მრავალშვილიანი და მარტოხელა დედების, ობოლი ბავშვების ფინანსურ დახმარებას, აგრეთვე ფინანსურ დახმარებას მესამე და მეტი შვილი გაჩენის შემთხვევაში და ა.შ.

კლუბის წევრებმა აღნიშნეს, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა ორსული ქალების მხარდაჭერაც, რადგან ექიმთან დროულ ვიზიტსა და გამოკვლევაზე დიდადაა დამოკიდებული ჯანსაღი თაობის დაბადება.

და ყველაზე მთავარი სიახლე - ადგილობრივ ბიუჯეტში წელს პირველად ჩაისვა გარკვეული თანხა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ერთჯერადი დახმარებისთვის. 

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ახალგაზრდული კლუბები წყალტუბოში, ფოთში, ხონში

  

ახალგაზრდული კლუბები გაიმართა წყალტუბოს მე-3, ფოთის მე-7 და სოფელ ივანდიდის (ხონის მუნიციპალიტეტი) საჯარო სკოლების მოსწავლეთა მონაწილეობით.

საინფორმაციო შეხვედრებზე ისაუბრეს ეთიკის ნორმებსა და შინაგან კულტურაზე, რაც მეტად მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.

ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, გამოხატეს თავიანთი პოზიციები. როგორც აღინიშნა, მსგავსი შეხვედრები შედეგიანია, რადგანაც მათი ფორმატი განსხვავდება გაკვეთილის ფორმატიდან - თავისუფალი გარემო დისკუსიის კულტურას, პროგრესულ აზროვნებას უყალიბებს ახალგაზრდას და ხელს უწყობს ჰარმონიულ ურთიერთობებს.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ამომრჩეველ ქალთა კლუბი სენაკში

 

სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე განიხილეს ღონისძიებები, როლებიც ორგანიზებული იყო კამპანიის „16 აქტიური დღ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს შეურიგებელი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ.

კლუბის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია იმ სოციალური პროგრამების შესახებ, რომლებიც შევა 2017 წლის ბიუჯეტში. როგორც კლუბის მოდერატორმა აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხები - მუნიციპალიტეტის პროგრამებისა და ბიუჯეტის პრიორიტეტს წარმოადგენს. ადგილობრივი მთავრობა აგრძელებს მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი ოჯახები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები და ა.შ.) უზრუნველყოფას სხვადასხვა მომსახურებითა და შეღავათებით.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა ზუგდიდში

  

14 დეკემბერს ზუგდიდში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის მიმდინარეობაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, განხორციელებულ ღონისძიებებსა და შედეგებზე. ასევე განიხილეს სოციალური პრობლემები და მათგან რამდენიმე შეარჩიეს ადვოკატირებისათვის.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ხონი, კოკი, ფოთი - ახალგაზრდული კლუბების შეხვედრები

   

ხონის მე-3 საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „გენდერული ძალადობა, მიზეზები და დაცვის მექანიზმები“. ამავე თემას მიეძღვნა შეხვედრები კოკის საჯარო სკოლაში  და ფოთის 21-ე სკოლაში.

ახალგაზრდები საინტერესოდ ჩაერთნენ სამუშაო პროცესში, აქტიურობდნენ  დისკუსიის დროს. გულახდილად ილაპარაკეს უფროსი თაობის სტერეოტიპულ აზროვნებაზე, რაც  ხელს უშლის ახალი, ჰარმონიული საზოგადოების შექმნას.

აქტივისტებმა შეკრებილებს გააცნეს ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები ჩაატარეს კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზეც.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ახალგაზრდული კლუბების ინიციატივები - კამპანიის დღეებში

     

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდული კლუბების მიერ ინიცირებული ვორკშოპები, აქციები, საინფორმაციო შეხვედრები წყალტუბოს ოტია იოსელიანის სახელობის N1 საჯარო სკოლაში, ქუთაისის N15  და ფოთის N5 საჯარო სკოლაში, ქუთაისის კერძო სკოლებში „პროგრესი“ და „ღონე ქვეყნისა“.

კლუბების წევრები და მოხალისეები ასე აქტიურად შეუერთდნენ კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბმა კიდევ ერთი პრობლემა მოაგვარა

  

ოზურგეთის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობის თემის განხილვას. შეხვედრაზე მოწვეულებმა მოისმინეს კამპანიის ისტორია, გაიგეს ძალადობის პრობლემის აქტუალობა და მისი აღმოფხვრის მექანიზმები. აღინიშნა ამ კუთხით კლუბის აქტივობების შესახებ. მონაწილეებმა დააფიქსირეს, რომ ადგილობრივი თვითმართველობა მზადაა ამ მიმართულებით თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე ითქვა, რომ კლუბის მიერ ადვოკატირებული პრობლემა უკვე გადაჭრილია - ქალაქის მერიამ გაუსაძლის პირობებში მყოფი ქალბატონისთვის ფინანსური დახმარება გამოყო, რათა მან შეაკეთოს სახლის სახურავი.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

ამომრჩეველ ქალთა კლუბი ხონში

  
7 დეკემბერს ხონის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომა.
საუბარი შეეხო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებს. ისაუბრეს გამწვანების აქციაზე და მისი გრძელვადიან შედეგებზე.
სხდომის გარკვეული ნაწილი დაეთმო ადვოკატირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაჟღერდა  პრობლემები, რომლებიც კლუბის წევრებმა უნდა მოაგვარონ ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები