საინფორმაციო შეხვედრა ოზურგეთში

 
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩოხატაურის ქუჩის მცხოვრებლებთან გაიმართა. ქუჩის 14 ნომერში მცხოვრებლები (მათ შორის ეთნიკური სომხები) ბუნებრივი აირის პრობლემაზე საუბრობენ. 86 წლის ეთერ მგალობლიშვილი ამბობს, რომ შენობიდან რამდენიმე მეტრში არის გაყვანილი ბუნებრივი აირი.
ჩოხატაურის ქუჩის მცხოვრებლებმა ფონდი „სოხუმის“ დახმარებით ქალაქის მერიაში არაერთხელ დასვეს დაზიანებული საწრეტების და ეზოს მოპირკეთების პრობლემა, მაგრამ ეს საკითხები ჯერაც არ არის მოგვარებული.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ოზურგეთში

 
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე შეჯამდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოების შეხვედრა, რომელიც ჩატარდა ბათუმში 30 ივნისს და დასრულდა გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნით.
ოზურგეთში შეკრებილებმა ისაუბრეს ქსელის მნიშვნელობაზე. მათი აზრით, ეს კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ საფუძველი ჩაეყაროს ერთობლივ და კოორდინირებულ მუშაობას, აქტიურად ხდებოდეს გამოცდილების გაზიარება.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ანალიზი. საბჭომ იმუშავა იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც უნდა წარუდგინოს ადგილობრივ თვითმმართველობას 2016 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებლად.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

კიბო განაჩენი არ არის - პროექტის პრეზენტაცია

  
„არაერთი ჩვენი ახლობელი გამხდარა ამ დაავადების მსხვერპლი. ქალბატონი ლალისგან წამოსული პოზიტივი არის პირდაპირი გზავნილი მათთვის, ვისაც განკურნების რწმენა დაკარგული აქვს. მივესალმები იმ დიდ საქმეს, რასაც გენდერული საკონსულტაციო საბჭო აკეთებს. მუნიციპალიტეტი მათი მხარდაჭერის საკითხში სხვებისთვის სამაგალითო იქნება“, - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
მსგავსი ემოციური გამოსვლების ფონზე ჩატარდა პროექტის „კიბო განაჩენი არ არის“ პრეზენტაცია საკრებულოს სხდომათა დარბაზში. პრეზენტაციას მუნიციპალიტეტის და მხარის ხელმძღვანელი პირები და საბჭოს წევრები დაესწრნენ.  
პროექტი კიბოთი დაავადებული პაციენტების ფსიქოლოგიურ კონსულტირებას ითვალისწინებს. 
იდეა საკრებულოს დეპუტატს, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს ლალი სიჭინავას ეკუთვნის. 
„კიბო არ არის საბოლოო განაჩენი, მისი დამარცხება შესაძლებელია და ამის ცოცხალი მაგალითი ვარ. მთავარი - ადამიანის შინაგანი განწყობა, ოჯახის და საზოგადოების მხარდაჭერაა“, - აღნიშნა ქალბატონმა ლალიმ.
პროექტს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხარდაჭერით მუნიციპალიტეტის გამგეობა აფინანსებს.  პროექტში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 12 სოფლის 50 ბენეფიციარი ჩაერთვება. 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან სენაკში

  
სანატორიუმ „მენჯში“ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები მათ ირგვლივ არსებულ უმთავრეს პრობლემებზე საუბრობენ.
ანტისანიტარია ნომერ პირველი პრობლემაა. გრუნტის წყლებით სავსეა შენობის სარდაფი. რაც მომწამვლელ სუნს იწვევს. ამორტიზებულია საკანალიზაციო სისტემა, დაბზარულია კედლები. შენობის ვარგისიანობაზე ექსპერტიზის დასკვნია მცხოვრებლებმა დღემდე ვერ მიიღეს.
ნანული მაისაიას თქმით, ახლახან ჩამოინგრა მე-7 სართულის ჭერი. არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით მათ არაერთხელ მიმართეს დევნილთა სამინისტროს, მაგრამ პრობლემები კვლავაც აქტუალური და გადაუჭრელია.  პრობლემის მოგვარებაში აქტიურად ჩაერთვება სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

მობილიზაციის შეხვედრები რეგიონებში

 
ზაფხულის მიუხედავად, ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორების მიერ ჩატარებულ სამობილიზაციო შეხვედრებზე ხალხის ნაკლებობა არ იგრძნობოდა.
შეხვედრები ჩატარდა კოლექტიურ ცენტრებში, სოფლებსა და  კერძო სახლებში.
შეხვედრების თემა შერჩეული იყო დევნილთა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად და შეეხებოდა დევნილთა პრობლემებს და მათ მოგვარებას, განსაკუთრებით განსახლებასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებით.
შეხვედრებზე, ძირითადად, დაფიქსირდა საყოფაცხოვრებო და სოციალური პრობლემები. აქტუალურია უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი დევნილ საზოგადოებაში. მობილიზატორებმა მონაწილეებს გააცნეს კანონი დევნილთა შესახებ  და სამოქმედო გეგმა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები