საინფორმაციო შეხვედრა ქუთაისში

ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები სასტუმრო „ხვამლის“ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. ისინი ამბობენ, რომ შენობა საცხოვრებლად უვარგისია. მათი მთავარი პრობლემა განსახლებაა, რომელზეც სრული ინფორმაცია არ გააჩნიათ.
გასულ შეხვედრაზე დევნილებმა შენობის ვარგისიანობის დასადგენად განცხადებით მიმართეს დევნილთა და განსახლების სამინისტროს. სპეციალურმა კომისიამ დაათვალიერა შენობა, თუმცა ექსპერტიზის პასუხი ჯერაც არ არის.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-19 სხდომა

  
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომის დიდი ნაწილი დაეთმო ქალაქის გენდერული პოლიტიკის შემუშავებას. აქტიური დისკუსიის შედეგად საბჭოს წევრებმა განსაზღვრეს ძირითადი რეკომენდაციები გენდერული პოლიტიკისთვის - მათ შორის მიზნები, აუცილებელი ღონისძიებები, დაფინანსების ვადები და წყაროები. გეგმის საბოლოო ვერსიის შემუშავების შემდეგ იგეგმება შეხვედრა იმ ადამიანებთან, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, რომ ეს რეკომენდაციები გათვალისწინებულ იქნას  2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში.
სხდომაზე აგრეთვე იმსჯელეს საბჭოს მომავალ შეხვედრაზე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან. საბჭოს წევრებმა კმაყოფილება გამოხატეს ამ შეხვედრაში მონაწილეობის გამო და მზად არიან თავიანთი რეკომენდაციები წარადგინონ.     
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა ოზურგეთში

  
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მორიგ სხდომაზე აქტიურად განიხილეს კვლევის შედეგად გამოკვეთილი რეკომენდაციები, რომლებიც, დამუშავების შემდეგ, აისახება ოზურგეთის გენდერული პოლიტიკის გეგმაში.
გენდერული პოლიტიკის პროექტი თითქმის მზადაა და წარედგინება ადგილობრივ თვითმმართველობას. ეს არის საფუძველი იმისა, რომ კვლევის შედეგად გამოკვეთილი საჭიროებები აისახება 2016 წლის ბიუჯეტში.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრები ბათუმის ადგილობრივ თვითმმართველობაში

  
ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფებმა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრის თემები იყო: ერთობლივი პროექტები, საბჭოს წინადადებები 2016 წლის ბიუჯეტში გენდერული საკითხების ინტეგრირებისათვის, საქართველოს პარლამენტში დაგეგმილი შეხვედრისთვის მზადება...
თვითმმართველობის ხელმძღვანელობის განცხადებით, ისინი მზად არიან თანამშრომლობისთვის. ერთ-ერთი საკითხი, რომლის განხილვასაც საბჭო ითხოვს - გენდერული კომისიის შექმნაა, ან მისი ინტეგრირება სხვა კომისიის დასახელებასა და საქმიანობაში.
შეხვედრაზე დაიგეგმა ორი ტრენინგი თვითმმართველობის პერსონალისათვის, რომელიც გენდერული განათლების საკითხებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სამართლებრივი დახმარების მექანიზმების შესახებ ინფორმაციას მოიცავს.
სამუშაო ჯგუფებმა იმუშავეს თვითმმართველობის ბიუჯეტის გენდერული ანალიზის საკითხებზე, საბჭოს მიერ მომზადებული წინადადებებისა და რეკომენდაციების პაკეტზეც, რომელიც ბიუჯეტზე მუშაობის დაწყებისთვის  წარედგინება საკრებულოს.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა

 
გაიმართა ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა. შხვედრის ძირიტადი ნაწილი დაეთმო მუშაობას რეკომენდაციებზე, რომლებიც ქუთაისის გენდერული პოლიტიკის პროექტში უნდა აისახოს. რეკომენდაციები თითქმის ყველა სფეროს შეეხო: განათლება, კულტურა, სპორტი, ინფრასტრუქტურა. განსაკუთრებული დისკუსია გაიმართა სოციალურ სფეროში გენდერული ბიუჯეტის განხილვასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, გაჩნდა საინტერესო წინადადებები, რომლებიც დამუშავდება, რეკომენდაციების სახე მიეცემა და გენდერული პოლიტიკის დოკუმენტში ჰპოვებს ასახვას. 
სხდომის მეორე ნაწილში მონაწილეებმა  შეაფასეს გსს მიერ განხორციელებული პროექტი „მოზარდთა ბანაკი - გენდერული განათლება ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის.“ შედეგების განხილვისას ხაზგასმით ითქვა, რომ თანადაფინანსებით შექმნილი მორიგი პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხელისუფლებისა და გენდერული საკონსულტაციო საბჭოს  ეფექტურ თანამშრომლობას მომავალში.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები