შეხვედრები ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებში

ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად თანამშრომლობენ ადგილობრივ თვითმმართველობებთან.
ივლისში შეხვედრები ჩატარდა საკრებულოში, გამგეობაში და მერიის სხვადასხვა სამსახურში. იყო ინფორმაციების გაცვლა, ხშირად კი საუბარი ეხებოდა კონკრეტული ბენეფიციარების პრობლემებს და მათ მოგვარებას.
მობილიზატორები და ქალთა მხარდაჭერის ცენტრების აქტივისტები აქტიურად ესწრებიან საკრებულოს სხდომებს და მიღებულ ინფორმაციებს აწვდიან სამობილიზაციო შეხვედრების მონაწილეებს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შშმ პირთა ჩართვა საზოგადოებრივ პროცესებში

 
15 ივლისს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ და ასოციაცია „დეამ“ ჩაატარეს შეხვედრა თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმება და ადვოკატირება“.      ფონდმა „სოხუმმა“ შეხვედრაზე მოიწვია ამ კატეგორიის ადამიანები, რომელთანაც მუშაობს ამჟამად ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით. მათ მოისმინეს დასაქმების ხელშეწყობის საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოში არსებული გამოწვევების შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ შშმ პირები უკვე აქტიურად არიან ჩართულნი ქალაქში  მიმდინარე პროცესებში.

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-18 სხდომაზე

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მე-18 სხდომას დაესწრნენ ფონდი „სოხუმის“ ხელმძღვანელები, რომლებმაც, საბჭოს წევრებთან ერთად, იმსჯელეს მომავალ თანამშრომლობაზე სენაკის ადგილობრივ თვითმმართველობასთან.
ეს იყო პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც 30 ივნისს ბათუმში გაიმართა საერთო შეკრება, რომელზეც გაფორმდა სენაკის, ქუთაისის, ოზურგეთისა და ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელი.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა მაღალი შეფასება მისცეს ამ ფაქტს: - საქართველოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერა არის ფონდი „სოხუმის“ მიერ დასავლეთ საქართველოს ოთხ რეგიონში დაწყებული საქმიანობის ლოგიკური გაგრძელება. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია წინ, რაც გააფართოებს საბჭოს წევრების შესაძლებლობას გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლის კუთხით.
სხდომაზე ასევე განიხილეს სენაკის საზოგადოებრივი ჯგუფების გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგები და დასკვნები. საბჭოს წევრები შეუდგნენ აქტიურ მუშაობას 2016 წლის ბიუჯეტისათვის კონკრეტული რეკომენდაციების შესამუშავებლად.
 
    
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ქუთაისის გენდერული საბჭოს მორიგ სხდომაზე

 
15 ივლისს ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. როგორ აფასებენ მონაწილეები 29-30 ივნისს ბათუმში ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული ქუთაისის, ბათუმის, ოზურგეთის, სენაკის გენდერული საბჭოების ქსელურ შეხვედრას? ვინ რა შეიძინა, რაში გამოიყენებს მიღებულ გამოცდილებას, - ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს საბჭოს წევრებმა.
მონაწილეების აზრით, ყველაზე დიდი შედეგი გენდერული საჭოების ქსელის შექმნაა, რომელიც ხელს შეუწყობს საბჭოებს შორის კოორდინაცის ხარისხის ამაღლებას საერთო მიზნის მისაღწევად.  შეხვედრა კარგი საშუალება იყო ერთმანეთის გასაცნობად, გამოცდილების გასაზიარებლად, რაც მომავალში ოთხივე ქალაქის ადგილობრივ ბიუჯეტში გენდერული მიმართულებით ჰპოვებს ასახვას.
საბჭოს წევრებმა იმსჯელეს რეკომენდაციებზე, რაც მათ მიერ გენდერულ საჭიროებებზე ჩატარებული კვლევის შედეგად უნდა მომზადდეს. გადაწყდა, შეირჩეს  ჯგუფი, რომელიც  გააგრძელებს რეკომენდაციებზე მუშაობას. საბოლოო ვარიანტი ქუთაისის საკრებულოს წარედგინება, რათა მომავალი წლის ბიუჯეტში მოხდეს მათი გათვალისწინება.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

მობილიზატორების შეკრება ფონდ „სოხუმში“

  
7 ივლისს ფონდი „სოხუმის“ ოფისში შეიკრიბნენ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორები. მათ წარმოადგინეს მუშაობის სამთვიანი ანგარიშები, ისაუბრეს მომავალი თვის სამუშაო გეგმებზე და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხზე.
მობილიზატორების მიერ გაჟღერდა ინიციატივა - ჩატარდეს ვორკშოპები გენდერისა და გენდერული ძალადობის თემაზე კოლექტიურ ცენტრებსა და სოფლებში.
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები