კვლევის ანგარიში - სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე

  
 
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა მიეძღვნა საბჭოს წევრების მიერ მაისში ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასების შედეგების შეჯამებას.
რომელ სამიზნე ჯგუფებთან ჩატარდა კვლევა, რა გენდერული საჭიროებები გამოვლინდა, რა დასკვნებისა და რეკომენდაციების გაკეთება შეიძლება რესპონდენტთა პასუხებიდან გამომდინარე - საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს ჩატარებული კვლევის მოკლე ანგარიშები.
საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ მონაწილეები კმაყოფილები არიან შეხვედრების ფორმატით, რადგან ჰქონდათ თავიანთი აზრის გამოთქმის და მათთვის საინტერესო საკითხების განხილვის საშუალება.
რესპონდენტებმა გამოხატეს სურვილი, რომ სისტემატურად გაიმართოს მსგავსი შეხვედრები.
გადაწყდა, რომ შემდგომი სხდომა მიეძღვნება რეკომენდაციების შემუშავებას 2016 წლის  ადგილობრივი ბიუჯეტისთვის.
სხდომაზე აგრეთვე განიხილეს ფორუმ-პრეზენტაციის მოსამზადებელი სამუშაოები პროექტის „სამოქალაქო განათლება გენდერული თანასწორობისა და ჯანსაღი გარემოსათვის სენაკის სკოლამდელი აღზრდის გაერთიანებაში“  ფარგლებში.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმი“ - ფესტივალის გახსნაზე ზუგდიდში

  
 
2 ივნისს ქ. ზუგდიდში გაიხსნა ამერიკის დღეებისადმი მიძღვნილი ფესტივალი. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი და მიმდინარე პროექტების პრეზენტაცია.
უამრავ ღონისძიებათა შორის იყო ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული, თანამედროვე ცეკვების ჯგუფის Sea2Sea-ს შოუ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აშშ ელჩი საქართველოში და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
დასასრულს კონცერტი გამართა ამერიკიდან სპეციალურად მoწვეულმა  ბენდმა "Dangerflow" Sea2Sea მონაცეკვავეების თანხლებით.
მსგავსი ღონისძიებები გაიმართება ახალციხეში (3 ივნისს), გორში (4 ივნისს), თბილისში (6 ივნისს).
 
 

„Sea2Sea“ - ქუთაისის დღის ცენტრში

ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ფონდის „სოხუმის“ ორგანიზებით, თანამედროვე ცეკვების მოცეკვავეთა ჯგუფი „Sea2Sea“ და ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ  ქუთაისის დღის ცენტრს „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“.
„Sea2Sea“ მოცეკვავეებმა ბავშვებს წარუდგინეს თანამედროვე ცეკვების მოკლე შოუ, ჩაუტარეს მასტერკლასი და ასე მიულოცეს  დღესასწაული.
 
 

ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ადგილობრივი სამოქალაქო ჯგუფების გენდერული საჭიროებების კვლევა დაასრულა

1-დან 20  მაისამდე ბათუმის გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანი იყო  სხვადასხვა სოციალური ჯგუფის გენდერული საჭიროებების გამოვლენა, რათა საბჭომ მოამზადოს წინადადებები და რეკომენდაციები  მომდევნო 2016 წლის ბიუჯეტში  გასათვალისწინებლად.
გამოიკითხა 200 რესპონდენტი, ჩატარდა 5 ფოკუს-ჯგუფი, რომელმაც მოიცვა მრავალშვილიანი და მარტოხელა დედები, სოციალურად დაუცველი და იგპ  ქალები, ახალგაზრდები, მცირე მეწარმეები, ეთნიკური უმცირესობები; გაიმართა 8 ჩაღრმავებული ინტერვიუ დარგის ექსპერტებთან.
მიღებული ინფორმაცია საშუალებას იძლევა, მოხდეს იმ სფეროების განსაზღვრა, საითაც უფრო ეფექტური იქნება ადგილობრივი რესურსების მიმართვა, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ჯგუფების მხარდაჭერა.
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე

27 მაისს ქუთაისის საკრებულოს სხდომას ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად ესწრებოდნენ შშმ პირები.
მიზანი პროექტისა, რომელშიც ისინი არიან ჩართულნი, არის მათი ინფორმირება ქალაქში მიმდინარე პროცესების თაობაზე და მეტი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
ნატო კუპატაძე შშმ პირია. მან აღნიშნა, რომ  სხდომას პირველად ესწრება და მისთვის ძალიან საინტერესო იყო განხილული საკითხები.
  

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები