ოზურგეთის გენდერული საბჭო კვლევას ამჯერად სოფლებში ჩაატარებს

ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დაეთმო ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასებას, რომელიც ამჯერად მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდება (გასულ წელს კვლევის არეალი იყო ქალაქი ოზურგეთი).
შეხვედრაზე ჩატარდა ვორკშოპი კვლევის მეთოდებზე. მონაწილეებს განემარტათ ჩაღრმავებული ინტერვიუს, ფოკუს-ჯგუფისა და ანკეტირების ჩატარების პრინციპები. განაწილდა ჯგუფები, შერჩეულ იქნა რესპონდენტები. 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა სენაკში

ფონდი „სოხუმის“ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა სენაკში ჩატარდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან - ასურელებთან. ჭავჭავაძის ქუჩაზე ასურელები დაახლოებით ერთ საუკუნეა ცხოვრობენ. 50-მდე ოჯახს შენარჩუნებული აქვს ენა,  ეუფლებიან დამწერლობას (უმეტესად ასაკოვნები). ახალგაზრდები ქართულ სკოლებში  სწავლობენ.
როგორც თავად ამბობენ, მათ ქართველების მსგავსი ტრადიციები აქვთ, რადგან ქრისტიანები არიან, თუმცა არის განსხვავებაც: მაგალითად, ქორწინების რიტუალი - ჯვრისწერა აუცილებელი პირობაა.
შეხვედრის დროს გამოიკვეთა სხვადასხვა პრობლემა. განსაკუთრებით გამახვილდა ყურადღება ღელეზე, რომელიც სახლების გვერდით ჩამოედინება - ძალიან  დაბინძურებულია, მაგრამ მოსახლეობა თავისი ძალებით ვერაფერს უხერხებს.
პრობლემის აღმოსაფხვრელად ფონდი „სოხუმის“ ასისტენტის დახმარებით მათ იმ დღესვე მიმართეს განცხადებით ქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საკრებულოს, გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

საინფორმაციო შეხვედრა დევნილებთან ქუთაისში

მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა დევნილებთან - ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, ყოფილი კოოპერაციული სასწავლებლის 5-სართულიან შენობაში.
რეაბილიტირებულ კოლექტიურ ცენტრში დევნილებმა საკუთარ პრობლემებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ დაგებას საჭიროებს გზის საფარი ეზოში, არ არის გამწვანება, გასართობი საშუალებები ბავშვებისათვის. შენობის უკან მეტალ-პლასტმასის საწარმოა - ხმაური ხელს უშლის მოსახლეობას. შენობასთან არის ანტისანიტარიის ბუდე, რაც სასწრაფოდ მისახედი და მოსაგვარებელია.
ამ პრობლემებს გაეცნენ ფონდი „სოხუმის“ ასისტენტი და იურისტი. მოგვარების პროცესი უკვე დაიწყო, ადვოკატირებაში აქტიურად ჩაერთნენ დევნილები - მიმართეს ადგილობრივ სტრუქტურებს.
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

მუშაობის დაწყება სენაკში გენდერული საჭიროებების შეფასებისათვის

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე ისაუბრეს გენდერული საჭიროებების შეფასებასთან დაკავშირებულ სამზადისზე. შეფასება მაისშია დაგეგმილი.  გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისთვის ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ჩაატარა სპეციალური ვორკშოპი კვლევის მეთოდებსა და ტექნიკაზე.
დისკუსიის დროს განისაზღვრა სამიზნე ჯგუფები, ვადები და შემსრულებლები.
განხილულ იქნა მიმდინარე საკითხებიც, რომლებიც უკავშირდება გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მიერ პროექტის განხორციელებას სენაკის საბავშვო ბაღებში.
 
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

მობილიზატორთა საინფორმაციო შეხვედრები

აპრილში ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის, ფოთის და ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს ადგილობრივ თვითმმართველობაში, დაესწრნენ საკრებულოს სხდომებს.
ისინი აგრეთვე შეხვდნენ სოციალური სამსახურის სააგენტოს წარმომადგენლებს და მიაწოდეს მათ ინფორმაცია ცენტრების საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებით აღინიშნა უფასო იურიდიული და ფსიქოლოგიური კონსულტაციების და ამ კუთხით თანამშრომლობის შესახებ.
 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები