18 ივნისს ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა მრგვალი მაგიდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ქალაქის მერიის და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები. მათ ისაუბრეს ქალაქის ბიუჯეტის პროგრამებისა და ქვეპროგრამების შესახებ, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.
როგორც ბენეფიციარებმა აღნიშნეს, მათ ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაცია მიიღეს.
ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთის და ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორები ყოველთვიურად ესწრებიან საკრებულოს სხდომებს, რათა მეტად ფლობდნენ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ინიცირებული პროგრამების შესახებ. ამის თაობაზე შემდგომ ცნობას აწვდიან ქალებს სამობილიზაციო შეხვედრების თუ ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული ღონისძიებების დროს.
მობილიზატორები სისტემატურად ხვდებიან ადგილობრივი სოციალური სამსახურის და საკრებულოს წარმომადგენლებს, აცნობენ მათ ინფორმაციას ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობისა და სერვისების (უფასო იურიდიულიდა ფსიქოლოგიური კონსულტაციები) შესახებ.
ივნისის შეხვედრებზე ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, სენაკში, ფოთსა და ზუგდიდში აქცენტი გაკეთდა ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამებზე სოციალურად დაუცველთათვის და დევნილებისათვის.
ასეთი შეხვედრები აფართოებს სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლობას.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს ორგანიზაციული საკითხები, დებულებაში შესატანი ცვლილებები. ძირითადი დრო კი დაეთმო ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევის შედეგების შეჯამებას. საბჭოს წევრებმა წარმოადგინეს მოკლე ანგარიშები იმ ტენდენციებზე, რომლებიც გამოიკვეთა მათ მიერ ჩატარებული კვლევის დროს. გამომდინარე იქედან, რომ წინა კვლევა ჩატარდა ქალაქ ოზურგეთში და მიმდინარე კი - მუნიციპალიტეტის სოფლებში, მათ ჰქონდათ პარალელების გავლების საშუალება. აქცენტი გაკეთდა ბიუჯეტის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დაბალ დონეზე.
მომდევნო სხდომაზე შემუშავდება რეკომენდაციები ადგილობრივი თვითმმართველობისთვის წარსადგენად.
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ბათუმის ადლიის ქუჩის მე-2 შესახვევის (ყოფილი სამხედრო დასახლების) მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ბესიკ სიხარულიძე აცხადებს, რომ რეაბილიტაციას საჭიროებს საკანალიზაციო სისტემა, დასაგებია ასფალტი, მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა.
- წვიმის დროს აქ პატარა ვენეციაა. იტბორება ეზოები, ხშირად კი წყალი სახლში შემოგვდის მოსახლეობას. ბოტების გარეშე გადაადგილება პრაქტიკულად შეუძლებელია. ინესტება, იობება სახლების კედლები, რაც სხვადასხვა დაავადებას იწვევს.
ადგილობრივი მოსახლეობა არსებულ პრობლემებზე რეაგირებას თხოვს ბათუმის გენდერულ საკონსულტაციო საბჭოს და ადგილობრივ სახელმწიფო სტრუქტურებს.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით
ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე საბჭოს წევრები ანგარიშით წარსდგნენ, როგორ ჩატარდა კვლევა. იმსჯელეს შედეგებზე და აღნიშნეს, რომ საინტერესო მასალა დაგროვდა ადგილობრივი გენდერული საჭიროებების გამოსავლენად. პარალელი გაავლეს გასულ წელს ჩატარებულ კვლევასთან. ითქვა, რომ ისევ პრობლემად რჩება საზოგადოების ინფორმირება ადგილობრივ ბიუჯეტთან დაკავშირებით.
დაიგეგმა: მომდევნო თვეში იმ რეკომენდაციებზე იმსჯელონ, რომლებიც კვლევის ანალიზის შედეგად შემუშავდება.
სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული მომდევნო საკითხით გაგრძელდა. საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია პროექტზე „ოლიმპიადა თანაბარ შესაძლებლობებს იძლევა“. პროექტი გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას სპორტულ არენაზე გენდერული კომპონენტების დასამკვიდრებლად.