ორი შეხვედრა შშმ პირებთან

6 ივლისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან შედგა მორიგი შეხვედრა იმ პროექტის ფარგლებში, რომელიც ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელთან პარტნიორობით ხორციელდება.
შეხვედრაზე გახილულ იქნა ბენეფიციართათვის საინტერესო საკითხები.
რამდენიმე წარმომადგენელი მოწვეული იყო ფონდ „სოხუმში“, სადაც ისინი გაეცნენ  ორგანიზაციის ისტორიას, მის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს.
 
   

შეიქმნა საქართველოს გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელი

ბათუმში ერთობლივ ფორუმზე შეიკრიბა 74 ადამიანი - ქუთაისის, სენაკის, ბათუმისა და ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წევრები და ამ ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობების და ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლები.
ეს იყო ფონდი „სოხუმის“ ორი პროექტის ორწლიანი მუშაობის შეჯამება (ამ პროექტების ფარგლებში შეიქმნა გენდერული საკონსულტაციო საბჭო 4 ქალაქში გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის გენდერული  თანასწორობის ფონდის და აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით).
გაწეული საქმიანობის პრეზენტაცია, განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტები,  შედეგები და მიღწევები, ერთმანეთის გამოცდილების გაზიარება, სამომავლო პერსპექტივები, ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასება, საბჭოების ამოცანები და საქმიანობის კონკრეტული აღწერა, საპროექტო იდეები, არაფორმალური ურთიერთობები...
ერთი სიტყვით, ბევრი რამ იყო საინტერესო ბათუმში გატარებულ ორ დღეს...
რაც მთავარია, კარგად გამოჩნდა  გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ეფექტურობა და გავლენა ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაზე. შეხვედრის ბოლოს გაფორმდა მემორანდუმი ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელის შექმნის შესახებ.  
ქსელში ჯერჯერობით 4 საბჭოა...
 
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

მობილიზაციის შეხვედრები ქალაქებსა და სოფლებში

ივნისის სამობილიზაციო შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ფოთში, სენაკში, აგრეთვე სოფლებში; თერნალი (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ხორში (სენაკის მუნიციპალიტეტი),  ხურჩა და კოკი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი).
შეხვედრების ციკლი მიეძღვნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. საუბარი გაიმართა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციაზე, საქართველოში ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე.
მშობლებმა ისაუბრეს შვილებთან ურთიერთობებზე, ურთიერთობებისას გაჩენილ პრობლემებზე და მათ მოგვარებაზე.
შეხვედრები, ძირითადად, ტარდებოდა დევნილთა კოლექტიურ ცენტრებში და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები აქტუალურ საკითხებზე

   
22 ივნისს შედგა საინფორმაციო შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან,  ისაუბრეს მათთვის აქტუალურ საკითხებზე. აღნიშნეს ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდის შესახებ, სადაც სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელთან ერთად განხილულ იქნა ქალაქის ბიუჯეტში არსებული პროგრამები.
24 ივნისს საკრებულოს მორიგ სხდომას ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთან ერთად შშმ პირებიც დაესწრნენ, რათა უკეთ გაეცნონ ქალაქში მიმდინარე პროცესებს, იმას, თუ რა საკითხები განიხილება და მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ. 

გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - გამოცდილება, გამოწვევები, პერსპექტივები

  
18 ივნისს, მორიგ სხდომაზე, ბათუმის გენდერული საკონსულტაციო საბჭო ჩატარებული საჭიროებების კვლევის შედეგებს კიდევ ერთხელ შეეხო და განიხილა გარკვეული წინადადებები და რეკომენდაციები.
სხდომაზე დაანონსდა საბჭოს ახალგაზრდული პროექტი „ახალგაზრდები - არაძალადობრივი საზოგადოებისათვის“. პროექტის ფარგლებში პირველი საჩვენებელი წარმოდგენა ბათუმის 6 სკოლის ჩართვით უკვე შედგა.
სხდომაზე სხვა პროექტების იდეებიც განიხილეს, რომელთაც, საბჭოს წევრების აზრით, აუცილებლად ექნება ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერა.
სხდომაზე ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრების მონაწილეობამ მათი საინტერესო გამოცდილება და წარმატებული პროექტები წარმოაჩინა. ითქვა, რომ გამოცდილების გაცვლის სისტემა საბჭოებს დაეხმარება, უფრო საინტერესო და მრავალმხრივი  გახადონ თავისი საქმიანობა.  
 
პროექტი ხორციელდება აშშ  სახელმწიფო დეპარტამენტის  მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები