სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღეს, 17 ოქტომბერს სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ხურჩა/კოკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა გამართა შეხვედრა სოფლად მცხოვრებ ქალბატონებთან. შეხვედრის დროს ისაუბრეს სოფელში არსებულ სიტუაციაზე, ქალთა პრობლემებზე, ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობაზე.
შეხვედრაზე მიწვეული იყო სპეციალისტი ქუთაისიდან - გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი ლორიტა მიქავა. მან მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია სხვადასხვა ასაკის ქალთა პრობლემებზე და დაავადებებზე, ყოველწლიური გამოკვლევის მნიშვნელობაზე, არსებულ უფასო კვლევებზე.
მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ სპეციალისტს და მიეღოთ რჩევები.