შეხვედრები (646)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

  

 

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ მიუძღვნა პროექტი „ქალები ამსხვრევენ სტერეოტიპებს“. როგორც პროექტის ანოტაციაშია ნათქვამი, ხონის სამხედრო დასახლების კოლექტიურ ცენტრში ქალების უმეტესობა პასიურია. მათ არა აქვთ ინფორმაცია გენდერულ ძალადობაზე. პროექტში სწორედ ის ქალები ჩაერთნენ, რომლებიც არ ესწრებიან ქალთა მხარდაჭერის ცენტრის ღონისძიებებს. გაიმართა ქალების ჩემპიონატი ნარდში. ამით დაიმსხვრა ერთ-ერთი სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც სპორტული თამაშები ბევრს მამაკაცთა საქმედ  მიაჩნია.

ჩემპიონატს დაესწრნენ ხონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. პროექტის ფარგლებში დაიბეჭდა პოსტერ-კალენდარი, რომელზეც აღბეჭდილია 2016 წლის იმერეთის მოყვარულთა ლიგის გამარჯვებული - საფეხბურთო კლუბი „აფხაზეთი“. განსაკუთრებით შთამბეჭდავია პოსტერის სლოგანი „ჩვენ ვგმობთ ძალადობას!“

ჩემპიონატის მონაწილეებს გადაეცათ კალენდრები და საინფორმაციო ფურცლები. ყველა ეთანხმება აზრს, რომ ძალადობა დასაგმობია და ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალადობრივი შემთხვევების შემცირებისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

   

 

წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა კამპანიის სახედ აირჩია წყალტუბოს რაგბისტთა კლუბი „დინოზავრები“.

პროექტს „არა - ქალთა მიმართ ძალადობას!“ უძღოდა მოსამზადებელი მუშაობა - საინფორმაციო შეხვედრები კლუბ „დინოზავრების“ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. დაიბეჭდა საინფორმაციო ფურცლები და პოსტერ-კალენდარი რაგბისტების ფოტოსურათით. იგეგმებოდა აქტივობები სტადიონზე, მაგრამ უამინდობის გამო ამ პერიოდში მატჩი არ გამართულა. ამიტომაც მოხდა პროექტის კორექტირება - ცენტრის აქტივისტებმა ჩაატარეს ორი ღონისძიება. ერთი - საინფორმაციო შეხვედრა საბავშვო ბაღის აღსაზრდელების მშობლებთან, 3 დეკემბერს კი - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საერთაშორისო დღეს - წყალტუბოს ინკლუზიურ ცენტრში. აქ გაიმართა ნახატების კონკურსი „ოჯახი ძალადობის გარეშე!“

შეხვედრების ყველა მონაწილემ მიიღო ინფორმაცია კამპანიის შესახებ, განსაკუთრებით იმის თაობაზე, როგორ მოქმედებს ძალადობა ბავშვის ფსიქიკაზე. მონაწილეთა თქმით, ეს შეხვედრები აქტუალური და სასარგებლო იყო.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

   

ხონის სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფი აქტიურად ჩაერთო ფონდი „სოხუმის“ მიერ ორგანიზებულ  „16 დღიან კამპანიაში“. ჯგუფის ლიდერებმა 6 დეკემბერს ხონის მთავარ ბიბლიოთეკაში ხონის საჯარო სკოლების უფროსკლასელ ვაჟებთან ერთად საინფორმაციო-საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრა გამართეს, რომელზეც ისაუბრეს ძალადობის მიზეზებზე, მის სოციალურ შედეგებზე, ძალადობის პრევენციის გზებზე.

როგორ შეიძლება წინ აღვუდგეთ ძალადობას, სად არის საზოგადოების როლი - ამ საკითხების ირგვლიც საინტერესო დისკუსიები გაიმართა.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

   

 

ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის  წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფები აქტიურად არიან ჩართულნი 16-დღიან კამპანიაში. ჯგუფის წევრების ინიციატივით სხვადასხვა უბანში, კოლექტიურ ცენტრებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. მოსახლეობას  მიეწოდა ინფორმაცია ძალადობის საკითხებზე, კამპანიაზე, დაურიგდათ საინფორმაციო ფურცლები, თეთრი ლენტები, კალენდრები. ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები თვლიან, რომ ამ აქტივობებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ ინფორმირების და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის თვალსაზრისით.

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

  

3 დეკემბერს აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დღე. ფონდი „სოხუმის“ ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორმა ამ დღეს შეხვედრა ჩაატარა დღის ცენტრ „ვალენტინში“.

შეკრებილებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო კამპანიის შესახებ „16 აქტიური დღე ქალთ მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“, ისაუბრეს ძალადობის სხვადასხვა სახეზე. აღნიშნეს, რომ ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია და გამოთქვეს ძალადობის პრევენციის პროცესში ფსიქოლოგის აქტიური ჩართვის სურვილი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა გენდერული საბჭოს პროექტის ფარგლებში შექმნილი თოჯინების ჩრდილების სპექტაკლ „პირიმზეს“ ჩვენება მოაწყო საბავშვო ბაღ „ვარსკვლავებში“. სცენარი მეგობრობის, სიყვარულის, სიკეთის, თანასწორობის პროპაგანდას ემსახურება. მთავარი გმირი „პირიმზე“ამსხვრევს საზოგადოებრივ სტერეოტიპებს. სპეკტაკლი მოზარდებში სწორი გენდერული აზროვნების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად.  მისი ჩვენება 16-დღიან კამპანიას მიეძღვნა.   

პროექტი ხორციელდება ორგანიზაციაქალები ქალებისათვის
(Kvinna till Kvinna) მხარდაჭერით (შვედეთი)

  

ქუთაისის ამომრჩეველ ქალთა კლუბი აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილ გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან.

28 ნოემბერს გაიმართა საბჭოს საგანგებო სხდომა. შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა კლუბის მოდერატორთან ერთად იმსჯელეს მიღებული კანონის შესაბამისად - საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნაზე. საუბარი შეეხო საჭირო პროცედურებს და ლობირების გზებს.

შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა 16-დღიანი კამპანიისადმი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

16-დღიანი კამპანიის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების დვაბზუსა და ცხემლისხიდის სკოლებში გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებმა ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები მოსწავლეებთან და პედაგოგებთან. შემდეგ მოსწავლეებმა სოფლებში თავად გამართეს აქცია და შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან, დაარიგეს საინფორმაციო ფურცლები.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

     

ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას მიუძღვნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც მოხდა ფილმი-სიუჟეტის გადაღება. ფილმში საუბარია ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მუშაობაზე, ძალადობის პრობლემაზე, გამოსავალზე.

პროექტის დასასრულს გაიმართა პრეზენტაცია, ნაჩვენები იქნა ფილმი-სიუჟეტი. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ფონდი „სოხუმის“ აქტივისტები, პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების და მასმედიის წარმომადგენლები.

აქტიურმა დისკუსიამ ნათლად წარმოაჩინა პრობლემის აქტუალობა და თითოეული ადამიანის სურვილი, მეტი გააკეთოს ძალადობის პრევენციისათვის.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებმა სამობილიზაციო შეხვედრები  ჩაატარეს სხვადასხვა ჯგუფთან ქალაქებსა და სოფლებში ქუთაისში, ფოთში, აგრეთვე წყალტუბოს, სენაკის,  ხონის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრების თემა, ძირითადად, გენდერულ ძალადობას შეეხებოდა. მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია 16-დღიანი კამპანიის შესახებ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები