შეხვედრები (646)

შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ  ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

  

ქ. ოზურგეთის მე-4 საბავშვო ბაღში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ საკრებულოს დეპუტატები ირინა საჯაია და ნინო ტაბატაძე. ბაღის თანამშრომლების ძირითადი მოთხოვნა  შენობის სრული რეაბილიტაციაა, რადგან საშინელ პირობებში უწევთ მუშაობა. ისაუბრეს დაბალი ხელფასების შესახებაც და ითხოვეს, რომ გაითვალისწინონ მათი შრომა დაპასუხისმგებლობა.

საკრებულოს დეპუტატები შეპირდნენ შეხვედრის მონაწილეებს, რომ ქალაქის მერს შეხვდებიან და განიხილავენ რემონტის საკითხს, ხელფასების თემა კი ჯერჯერობით გაურკვეველია.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

 

    

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ძალადობის პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებით“ ფარგლებში ჩატარდა სპორტული ღონისძიება სლოგანით „ჯანსაღი ცხოვრების წესი - ძალადობის წინააღმდეგ!“

1-ლი დღე მიეძღვნა შმმ პირთა შორის შეჯიბრებას შაშში, ნარდსა და ჭადრაკში.

11 ივლისს ჩატარდა შეჯიბრება ხელბურთში, ჭიდაობაში.

ღონისძიებები ჩატარდა ქალაქ ფოთის მერიის ახალგაზრდული სამსახურის მხარდაჭერით და მათი თანადგომით. მოწვეულნი იყვნენ დევნილი და ადგილობრივი ახალგაზრდები, ქალაქ ფოთის მერიის წარმომადგენლები.

ყველა მონაწილეს გადაეცა მაისური, სერტიფიკატი, გამარჯვებულებს - დიპლომები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

11 ივლისს გაიმართა სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს 28-ე სხდომა, რომელიც მიეძღვნა მზადებას დასკვნითი კონფერენციისთვის. კონფერენციაზე გენდერული საბჭო გეგმავს, სხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გაუზიაროს თავისი სამუშაო გამოცდილება, შედეგები და მიღწევები.

კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების, გუბერნიის, ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის  წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის პროექტის „ინფორმირებული ქალები ცვლიან მომავალს“ ფარგლებში ჩატარდა 3 საინფორმაციო შეხვედრა ხონის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მათხოჯი, ნახახულევი და კუხი.

შეხვედრების დროს ქალბატონებს მიეწოდათ ინფორმაცია ოჯახში ძალდობის კანონის, დამცავი და შემაკავებელი ორდერების შესახებ, ასევე ყურადღება გამახვილდა ქალთა უფლებების დარღვევაზე. მათ გაიგეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის უფასო იურიდიულ და ფსიქოლოგიურ კონსულტაციებზეც.

შეხვედრებზე აქტიური დისკუსია გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

4 ივლისს სენაკში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდნენ ჟიული შარტავას მუზეუმის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის, სამხატვრო სკოლის და კულტურის სახლის წარმომადგენლები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს დეპუტატმა ელისო ცაგურიამ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ეკა ყურაშვილმა.

კულტურის სამსახურის მუშაკები ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებაზე არიან. მათ მოკრძალებით აღნიშნეს დაბალი ხელფასების შესახებ და ითხოვეს, რომ იფიქრონ მათ მომატებაზე.

გარდა ამისა, ისაუბრეს სოციალურ პრობლემებზე. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მათ საკითხებში გარკვევას და, შეძლებისდაგვარად, დახმარებას შეპირდნენ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით
პროექტის „ცოდნით ვძლიოთ ძალადობას“ ფარგლებში ჩატარებული ტრენინგის შემდეგ გამოვლინდა რამდენიმე აქტიური მონაწილე. ერთ-ერთმა მათგანმა დამოუკიდებლად ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები სოფლის თემში. 
შეხვედრის ძირითადი თემა იყო ოჯახური ძალადობა და მისი დამცავი მექანიზმები. შეხვედრების მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კანონის შესახებ, მსხვერპლის დახმარების პროგრამებზე. დარიგდა საინფორმაციო ფურცლები, სადაც აღწერილია, ვის უნდა მიმართონ ძალადობის შემთხვევაში. 
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
 

  

ფოთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქტიურად ემზადება პროექტის „ძალადობის პრევენცია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებით“ განხორციელებისთვის. დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები: შაშის და ნარდის თამაში,  ხელბურთი გოგონების და ბიჭების მონაწილეობით, ჭიდაობა.

ღონისძიება დაიგეგმა 10 ივლისს, მალთაყვის სანაპიროზე.

ამ ეტაპზე შეხვედრები იმართება თვითმმართველობების სამსახურებში და განიხილება საორგანიზაციო საკითხები. ღონისძიებაში აქტიურად მონაწილეობს ფოთის მერიის ახალგაზრდული და სპორტის, სოციალური დაცვის და გენდერულ საკითხთა სამსახური.

დაიბეჭდა პოსტერები და საინფორმაციო ფურცლები, მომზადდა მაისურები სლოგანით „ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალადობის წინააღმდეგ!“

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die WeltEvangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

        

ფონდმა „სოხუმმა“ 29 ივნისს მოაწყო ქუთაისის, სენაკის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტების გენდერული საკონსულტაციო საბჭოების ქსელური შეხვედრა კომპლექს „გრანდპალასში“.

შეხვედრაზე მოსმენილ იქნა მოხსენებები გენდერული თანასწორობის კანონში მიღებულ  ცვლილებებზე, გენდერული პოლიტიკის განვითარებაზე რეგიონებში, გენდერული საბჭოების მიღწევებსა და გამოცდილება, საზოგადოებასთან თანამშრომლობისა და მასმედიის როლზე.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია და შემუშავდა წინადადებები შემდგომი მუშაობისთვის.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს პროექტის ფარგლებში ქუთაისის უნივერსიტეტში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტი გენდერულ პრიზმაში - სტუდენტური მიდგომები, პრობლემების მოგვარების ეფექტური მექანიზმები“.

მოხსენებებში სტუდენტებმა სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გენდერულ დისკრიმინაციაზე გააკეთეს აქცენტი: ქვოტების სისტემა, საპენსიო ასაკი,  დისბალანსი ქართულ პოლიტიკაში. კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრები, უნივერსიტეტის ლექტორები...

კონფერენცია დისკუსიით გაგრძელდა. მონაწილეთა აზრით, გენდერული თემით სტუდენტების დაინტერესება მნიშვნელოვანია, რათა ის საკითხები, რომლებიც დღეს ასე მწვავედ დგას ჩვენს საზოგადოებაში, ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტული იყოს.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

  

სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა საკრებულოს დარბაზში. საბჭოს წევრები გაეცნენ ადგილობრივი გენდერული საჭიროებების კვლევას, განიხილეს ანალიზის შედეგად შემუშავებული რეკომენდაციები 2017 წლის ბიუჯეტისთვის.

საბჭოს თავმჯდომარემ ნანა ალანიამ გააკეთა მოკლე ანგარიში მიმდინარე პროექტზე, რომლის ფარგლებშიც წარმატებით დასრულდა ვორკშოპების სერია გენდერისა და ოჯახში ძალადობის თემაზე სოფლის მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიასთან: ახალგაზრდობა, მოსწავლეები, სკოლის  და საბავშვო ბაღების პედაგოგები, ექიმები. სულ ჩატარდა 56 ვორკშოპი 600-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით.

სხდომაზე იმსჯელეს საბჭოს ახალ პროექტზეც, რომლის დაწყება ივლისიდან იგეგმება - მისი ძირითადი სამიზნე ჯგუფია სოფლის საბავშვო ბაღების პედაგოგები და აღსაზრდელთა მშობლები. პროექტი ხელს შეუწყობს არაძალადობრივი საზოგადეობის ჩამოყალიბებას სენაკის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში გენდერული განათლების დანერგვით.

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები