ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა ქუთაისის ცენტრალურ პარკებში. მაყურებელი ჩაერთო დისკუსიებში. ყველაზე აქტიური დისკუსიები წარიმართა ოჯახური ძალადობის თემაზე. აქედანაც ჩანს, რომ ეს პრობლემა აქტუალურია საზოგადოებისთვის.
ფორუმ-თეატრის მსახიობთა ჯგუფს დაემატა ახალი წევრები, რომელთა გადამზადებაც დაიწყო. წარმოდგენების პარალელურად, ახალგაზრდები აქტიურად ატარებენ რეპეტიციებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ოქტომბერში ახალმა ახალგაზრდულმა ჯგუფებმა დაიწყეს მუშაობა. ტრენინგები გაიმართა ხობის, თერჯოლის, სამტრედიის, სენაკის და ვანის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.
პირველ შეხვედრებზე მონაწილეებმა ერთმანეთი გაიცნეს და საინტერესო თემებიც განიხილეს. ისინი აქტიურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში, ისაუბრეს ინიციატივებსა და ღონისძიებებზე, რომელთაც ჩაატარებენ კურსის ფარგლებში. შეხვედრებს ესწრებოდა რამდენიმე პედაგოგი და მშობელი.
ტრენერები იმედოვნებენ, რომ ახალ ჯგუფებთან ექვსთვიანი მუშაობა ისეთივე ნაყოფიერი იქნება, როგორც წინა ჯგუფებთან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ამ ლამაზ ფოტოკოლაჟებზე შემაჯამებელი შეხვედრებია აღბეჭდილი.
სექტემბერი ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში ექვსთვიანი სატრენინგო კურსის შეჯამებებით დაიწყო. უკვე ჩატარდა შეხვედრები თერჯოლის, სამტრედიის, ქობულეთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებთან. შეხვედრებს ესწრებოდნენ პედაგოგები, მშობლები, განათლების რესურსცენტრების და ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები.
ჯგუფის ლიდერებმა საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს. ახალგაზრდებმა ისაუბრეს ხუთი თვის განმავლობაში ჩატარებულ მუშაობაზე, შედეგებზე, ცვლილებებზე, პროექტის გავლენასა და მნიშვნელობაზე.
სექტემბერში კიდევ ხუთი შემაჯამებელი შეხვედრა ჩატარდება. პარალელურად ხდება ახალი ჯგუფების ფორმირება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრმა დაიწყო აქტიური სარეპეტიციო პროცესი. ჯგუფი ცვლილებების მოლოდინშია. გამოცხადდა ქასთინგი, ხდება გასაუბრებები და ველოდებით ახალგაზრდა მსახიობთა ახალ ნაკადს. ფორუმ-თეატრში ხშირად ხდება მსგავსი ცვლილებები, რადგან მოსწავლეები მიდიან სკოლის დასრულების შემდეგ.
სექტემბერში ჩატარდა ორი წარმოდგენა ქუთაისის ცენტრალურ პარკებში, უკვე მთავრდება კარგი ამინდების სეზონი და ფორუმ-თეატრმა მაქსიმალურდ გამოიყენა ეს სივრცე. ღია ცის ქვეშ თამაში კარგი გამოცდილებაა მსახიობებისთვის.
წარმოდგენების დროს დისკუსიებში ჩართულობა იყო საინტერესო და გულწრფელი, ოღონდ ეს არის: მაყურებლები ერიდებიან ფოტოების გადაღებას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კონფლიქტის მართვის სწავლების და ძალადობის პრევენციის ციკლის მეხუთე ტრენინგი აგვისტოში ონლაინ ფორმატით ჩატარდა.
ტრენინგებს დაესწრო დასავლეთ საქართველოს ათი სამიზნე მუნიციპალიტეტის ორასამდე ახალგაზრდა - ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების წევრები. ტრენინგების მონაწილეები საკუთარ ცვლილებებზე საუბრობდნენ - როგორები იყვნენ ტრენინგების დაწყებამდე და როგორები არიან ახლა.
აღნიშნეს, რომ გახდნენ მეტად თავისუფლები, თავდაჯერებულები, კომუნიკაბელურები, ტოლერანტულები, აქტიურები. ისწავლეს პრობლემების დანახვა, იდენტიფიცირება, ადვოკატირება.
უკვე მაღალია მათი ინტელექტუალური რესურსი კონფლიქტების დარეგულირების და ძალადობის პრევენციის ხელშეწყობის კუთხით.
კონფლიქტის პრევენცია კონფლიქტის გადაწყვეტის უპირველესი მიზანია და გულისხმობს ადგილობრივი ახალგაზრდული სამშვიდობო რესურსის გაძლიერებას. ხუთთვიანმა სატრენინგო კურსმა გამოავლინა ახალი სახეები, ახალი ლიდერები, რომლებიც სექტემბრის შემაჯამებელ შეხვედრებზე წარადგენენ პრეზენტაციებს და ისაუბრებენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ პროექტის ფარგლებში მიღებულ ცვლილებებსა და შედეგებზე.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კიდევ ხუთი ტრენინგი ჩატარდა ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში. ამჯერად - ქობულეთის, ჩოხატაურის, ვანის, სენაკის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. ახალგაზრდები დიდი სიამოვნებით ჩაერთნენ მუშაობაში, სატრენინგო აქტივობებში.
განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ისინი არა მარტო თვითონ სწავლობენ კონფლიქტის მართვასთან თუ ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებს, არამედ ცდილობენ, ტრენერობასაც დ აეუფლონ და სხვებსაც გააცნონ ის საკითხები, რაც უვკე იციან. საზაფხულო არდადეგების პერიოდში ახალგაზრდები თანატოლებთან აპირებენ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას. ეს ჩვენი მუშაობის თვალნათელი შედეგია - სწორედ ტრენინგების შემდეგ გაუჩნდათ ამბიციები, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ სხვებს. ახალგაზრდა ტრენერები შემაჯამებელი შეხვედრისთვისაც დიდი მონდომებით ემზადებიან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ძალადობას, ბულინგს, ოჯახის წევრების ურთიერთობებს, კონფლიქტებს ეხება. ყველა ეს თემა აქტუალურია, ამიტომაც იწვევს მაყურებლის განსაკუთრებულ ინტერესს ახალგაზრდა მსახიობების გამოჩენა ქუჩაში...
ივლისში ფორუმ-თეატრმა ორი წარმოდგენა გამართა ქუთაისის პარკებში. სხვადასხვა ასაკის მაყურებელი დისკუსიაშიც ჩაერთო. უმეტესობა ერიდება საკუთარი თავის წარდგენას, ფოტოების გადაღებას. თუმცა ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ფორუმ-თეატრი საინტერესო ფორმაა საზოგადოებასთან პრობლემებზე საუბრისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში საკმაო რაოდენობის ლიდერები არიან. მათ აქვთ თანატოლებთან მუშაობის გამოცდილება და სწორედ მათგან ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ შექმნა ახალგაზრდა ტრენერთა ქსელი.
ქსელის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი, რომელზეც განიხილეს ტრენინგის ჩატარების სტრუქტურა და ტრენერისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.
მონაწილეთა გამოცდილებას დაემატა ბევრი ნიუანსი, რადგან ისინი გაცნენ მნიშვნელოვან საკითხებს: მოდულის შექმნა, ტრენინგის მიზნების განსაზღვრა, აუდიტორიასთან კომუნიკაცია, ტრენინგის სპეციფიკა, პრეზენტაციის მომზადება, დარბაზის მოწყობა, დროის განაწილება, ტრენერების მიერ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები და სხვ.
ტრენინგის შედეგად მონაწილეებმა გაიგეს ტრენინგის აგების ძირითადი პრინციპები, ისწავლეს აუდიტორიის მართვა და დროის სწორად განაწილება. მათ უკვე შეუძლიათ ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სასკოლო არდადეგების მიუხედავად, გრძელდება სატრენინგო კურსი ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში.
უკვე ჩატარდა 5 ტრენინგი - თერჯოლის, სამტრედიის, ზუგდიდის, წალენჯიხის და ხობის ჯგუფებთან. ახალგაზრდები გულწრფელად საუბრობდნენ სატრენინგო კურსის შედეგებსა და ცვლილებებზე, რასაც გრძნობენ და ხედავენ. მათ მზადება დაიწყეს შემაჯამებელი შეხვედრებისთვის, სადაც თვითონ წარმოადგენენ პრეზენტაციებს. მნიშვნელოვანია, რომ ტრენინგის მონაწილეები აქტიურად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ სხვადასხვა ახალგაზრდულ ღონისძიებაში. ესეც ჩვენი მუშაობის ერთ-ერთი შედეგია.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)