„თემები ძალიან აქტუალურია, გამოვიყენებ ცხოვრებაში“.

„ამ თემებზე აუცილებელია საუბარი ჩვენს ასაკში“.

„უკვე  კონფლიქტებს ვაკვირდები და ვცდილობ მოგვარებას“.

დასრულდა ექვსთვიანი სატრენინგო კურსი და ეს მონაწილეთა უკუკავშირია. 

შემაჯამებელი შეხვედრა ათივე მუნიციპალიტეტში წარმატებით ჩატარდა შეკრებილების წინაშე გამოვიდნენ წინასწარ შერჩეული პრეზენტატორები, ახალგაზრდებმა გულახდილად ისაუბრეს კონფლიქტების და ძალადობის თემაზე ჩატარებულ ტრენინგებზე, კურსის მნიშვნელობაზე მოზარდებში, გავლენაზე, ცვლილებებზე.

ლიდერებმა აქტიურად იმუშავეს პრეზენტაციებზე, სირთულეების მიუხედავად, შეხვედრები ორგანიზებულად ჩატარდა.

ასევე წარმატებით მოხდა ახალი ჯგუფების ფორმირება - ოქტომბერში ახალი სატრენინგო კურსი დაიწყება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ორი წარმოდგენა ქუთაისში

ფორუმ-თეატრის მსახიობებმა ორი წარმოდგენა გამართეს ქუთაისში -  ახალგაზრდულ ცენტრში და პარკში.

ორივეგან აქტიური დისკუსიები წარიმართა წამოჭრილ პრობლემებზე, მაგრამ სცენებში მაყურებლის განსაკუთრებული ჩართულობა იყო ახალგაზრდებთან ჩატარებულ შეხვედრაზე. მაყურებელმა მაღალი შეფასება მისცა  მსახიობთა თამაშს და რეჟისორის პროფესიონალიზმს.

ფოტოებიც ამბობენ სათქმელს - ეს არის ის, რაც დიდხანს რჩება მაყურებლის მეხსიერებაში...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

როგორი იყო აგვისტო ჩვენს ახალგაზრდულ ჯგუფებში?

ამინდივით ცხელი და აქტიური, საინტერესო და საქმიანი.

ათივე შეხვედრა ონლაინ ფორმატში ჩატარდა. ახალგაზრდებმა ინტერესით მოისმინეს თვის თემები: კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზები, მშობლებისა და შვილების ურთიერთობები, ეთიკა და ესთეტიკა. 

როგორი იქნება სექტემბერი?

კიდევ უფრო აქტიური და საინტერესო...

დაიწყო მზადება შემაჯამებელი შეხვედრებისთვის. არჩეულია სამუშაო ჯგუფები, რომლებიც მოიწვევენ სტუმრებს. ლიდერები კი წარმოადგენენ პრეზენტაციებს, რა გავლენა მოახდინა მათზე ხუთთვიანმა კურსმა, რა შეიცვალა და როგორ გამოიყენებენ მიღებულ ცოდნას. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფორუმ-თეატრის წარმოდგენები გაიმართა ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში. იყო აქტიური დისკუსია და  ძალადობისგან გამოსავლის ძიება მაყურებელთან ერთად.

საუბარში, ძირითადად, ქალები ერთვებოდნენ  და ყვებოდნენ ძალადობის ისტორიებს (ფოტოებში მხოლოდ მსახიობები არიან, მაყურებლები თავს იკავებენ).

მსახიობების აზრით, მათი ხმა და მნიშვნელოვანი მესიჯები ბევრ ადამიანს უნდა მისწვდეს, რადგანაც ძალადობის ფაქტები ხშირია.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

კონფლიქტის მართვისა და ძალადობის პრევენციის სატრენინგო კურსში დასავლეთ საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მოზარდები ონლაინ ფორმატში  აქტიურად ერთვებიან. ისინი გულწრფელად საუბრობენ თანატოლებში არსებულ გამოწვევებზე, სტერეოტიპებზე და ცვლილებების სურვილზე.

„ვხვდები, რომ რაც უფრო მეტს ვიგებ, მით მეტად მინდა გავხადო სხვებიც ინფორმირებული. მინდა, დავიცვა საკუთარი თავიც და სხვასაც დავეხმარო,“ – აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

ახალგაზრდებს სურთ, თავიანთ რეგიონებში მშვიდობის ელჩებად იქცნენ და გახდნენ  პოზიტიური ცვლილებების ავტორები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თავისუფალ სივრცეში

ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით აქტუალურია კონფლიქტის მართვის და ძალადობის პრევენციის თემატიკა, რადგან ეს პრობლემები მათ ყოველდღიურ ცხოვრებასაც უკავშირდება. შეხვედრების დროს ისინი ინტერესიით განიხილავენ სხვადასხვა ფორმის ძალადობას, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტის გზებს, ერთმანეთის მხარდაჭერის აუცილებლობას.

მონაწილეები ამბობენ, რომ თავისუფალ სივრცეში ერთმანეთთან გულწრფელი კომუნიკაცია და გამოცდილების გაზიარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი უფრო მეტად აცნობიერებენ ძალადობის საფრთხეებს, განიხილავენ დაცვის მექანიზმებს და სურვილი აქვთ, სხვებსაც გაუზიარონ ინფორმაცია.

ახალგაზრდები იმედოვნებენ, რომ მათი ჩართულობით თანატოლებში კიდევ უფრო გაიზრდება ინფორმირებულობის დონე და ეს ხელს შეუწყობს მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წარმოდგენები ქუთაისში

ღია ცის ქვეშ გამოსვლა, თუნდაც ივლისის თაკარა ამინდში კარგი გამოცდილებაა ჩვენი ახალგაზრდებისთვის.

ორი წარმოდგენა ჩაატარა ფორუმ-თეატრმა ქუთაისში: განახლებულ ცენტრალურ პარკში და ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის სკვერში.

სამწუხაროდ, მაყურებლები ერიდებიან ფოტოგადაღებას და კადრებშიც არ ჩანან...

რაც მთავარია, დისკუსიაში ერთვებიან, იზიარებენ ფორუმ-თეატრის მოწოდებებს, რომ: ძალადობა დაუშვებელია, არ უნდა შევურიგდეთ ძალადობას და  ბულინგს, დავიცვათ ძალადობაგამოვლილი ადამიანი... 

განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ქალაქის უცხოელი სტუმრების რეაქცია, როცა მსახიობებმა ინგლისურად გააცნეს მათ ფორუმ-თეატრის არსი და მიზანი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სატრენინგო სესიები

ახალგაზრდებთან კონფლიქტის მართვისა და ძალადობის პრევენციის თემებზე სატრენინგო სესიები ინტენსიურად მიმდინარეობს. ტრენინგების მიზანია ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნების, ემპათიისა და მშვიდობიანი კომუნიკაციის უნარების გაძლიერება.

სესიების ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ერთვებიან დებატებში, მონაწილეობენ როლურ თამაშებსა და გუნდურ სავარჯიშოებში, რაც ეხმარებათ უკეთ გაიაზრონ კონფლიქტის არსი და მოძებნონ არაძალადობრივი გამოსავალი ყოველდღიურ სიტუაციებში. 

ტრენინგების შემდეგ ახალგაზრდები საკუთარი იდეებით ცდილობენ მათ ირგვლივ შექმნან უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, სადაც განსხვავებული აზრი არ იწვევს დაპირისპირებას, არამედ ხდება თანამშრომლობის და განვითარებისთვის სივრცე.

ეს ტრენინგები ხელს უწყობს ახალგაზრდებში მშვიდობის კულტურის გაძლიერებას და გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოების თანაარსებობის უკეთესი მოდელის შექმნას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შთამბეჭდავი სანახაობა აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის ფორუმ-თეატრის გამოსვლები. ქუთაისში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმში შეკრებილებს მოეწონათ თანატოლების სამსახიობო ნიჭი, რეალობაზე დაფუძნებული სცენები. აქტიური დისკუსიები გაიმართა ყველა წარმოდგენის შემდეგ. რეჟისორ მაგდა ჩიხლაძესთან ერთად მაყურებელმა გულწრფელად ისაუბრა ბულინგზე, ფსიქოლოგიურ ძალადობაზე, აქტუალურ პრობლემებზე.

მეორე გამოსვლაც ქუთაისში იყო, ცენტრალურ ადგილას. ფორუმ-თეატრის მსახიობები ისე ბუნებრივად ასრულებდნენ თავიანთ როლებს, რომ რამდენიმე გამვლელმა ძალადობის მსხვერპლის დახმარებაც კი სცადა. მერე გაიგო, რომ ეს სპექტაკლია...

მაყურებელი ამბობს, რომ კარგია ამ ფორმით ძალადობაზე საუბარი, დისკუსია, რადგან თვალსაჩინოა პრობლემა. მთავარია, გამოსწორებაზეც ერთად ვიზრუნოთ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები