ფორუმ-თეატრი სექტემბერში, ძირითადად, ონლაინ მუშაობდა. მოამზადა ვიდეოები, მონოლოგები სცენებიდან, ასევე საარქივო მასალა, სადაც წარმოდგენილია ფორუმ-თეატრის მსახიობების ორი თაობა.
15 სექტემბრიდან განახლდა რეპეტიციები, მუშაობა ახალ სცენებზე, ამიტომ მსახიობები მოუთმენლად ელოდებიან ღია ცის ქვეშ ახალი წარმოდგენებით გამოსვლას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ონლაინ შეხვედრებით დასრულდა ახალგაზრდებთან ხუთთვიანი სასწავლო კურსის შეჯამება. 20 სექტემბერს შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქობულეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, 22 სექტემბერს კი - ახალგაზრდები თერჯოლის, სამტრედიის და ბაღდათის მუნიციპალიტეტებიდან.
ახალგაზრდული ცენტრების ლიდერებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები. გაიმართა აქტიური დისკუსიები.
ასეთი იყო მონაწილეთა შეფასების ერთი ნაწილი:
„ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ფონდ „სოხუმთან“ მჭიდრო თანამშრომლობა“.
„ძალიან აქტიური და ყოჩაღი ახალგაზრდები დავინახეთ, რომლებსაც შეუძლიათ აქტუალურ თემებზე ესაუბრონ თავიანთ თანატოლებს“.
„მე ვხედავდი, როგორი პასუხისმგებლობით ამზადებდა ჩემი შვილი დავალებას. ის კიდევ უფრო გააქტიურდა“.
„პრეზენტაციების საშუალებით ახალგაზრდებმა საინტერესოდ წარმოაჩინეს მნიშვნელოვანი თემები“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„მე ვიცოდი, რომ საჭიროა კონფლიქტის მოგვარება, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მომეგვარებინა ის მშვიდობიანად. ვიცოდი, რომ უნდა ვიყო ტოლერანტი, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ“.
„თავიდან ჩვეულებრივი ტრენინგის მოსასმენად, უბრალოდ, პასუხისმგებლობისთვის მოვემზადე, მაგრამ სამი საათი სრულიად სხვა სამყაროში მოვხვდი. ეს იყო პირველი შთაბეჭდილება. და ამ ხუთმა თვემ არა მარტო არაფორმალური ცოდნის რესურსი გაზარდა ჩვენში, არამედ უკეთესი მოქალაქე“.
ასე საუბრობდნენ შემაჯამებელ შეხვედრაზე ნიჭიერი ახალგაზრდები ზუგდიდის, წალენჯიხის და სენაკის მუნიციპალიტეტებიდან და წარმატებული მუშაობისთვის მადლობას უხდიდნენ ფონდ „სოხუმის“ ტრენერებს: ნინო ჭაბუკიანს, ლარისა შენგელიას და ბექა ფოცხვერიას.
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ეხებოდა ემიგრანტების, შეყვარებულთა ურთიერთობის და ოჯახური ძალადობის თემებს.
ქუთაისში ეპიდვითარების გამო ქუჩაში მაყურებელი ცოტა იყო, მაგრამ გამვლელები ჩერდებოდნენ და ინტერესით უყურებდნენ სცენას.
სოფელ კოკში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) კი მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, მათ გამოხატეს სურვილი, რომ წარმოდგენების ჩვენება გაიმართოს სხვადასხვა სკოლაში.
ფორუმ-თეატრის მსახიობებმა ასევე აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქუთაისში ჩატარებულ ახალგაზრდულ ღონისძიებებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
შვილებისა და მშობლების ურთიერთობები, კონფლიქტი და მისი მოგვარების გზები, ლიდერის უნარ-ჩვევები - ამ თემებზე ჩატარდა ონლაინ ტრენინგები ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ჩოხატაურის, ქობულეთის და თერჯოლის ახალგაზრდულ კლუბებში.
ტრენინგებზე იყო დისკუსიები, კონკრეტული ქეისების განხილვა, გულწრფელი საუბრები. საინტერესო თემებმა განაპირობა მონაწილეების აქტიურობა და მაქსიმალური ჩართულობა. ტრენინგის მონაწილეები მსჯელობდნენ თაობათა შორის პრობლემებზე, კონფლიქტის ეტაპებზე. ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა სურვილი გამოხატა, რომ ლიდერობა ისწავლებოდეს, როგორც სასკოლო საგანი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
კოვიდსიტუაციიდან გამომდინარე, ზუგდიდში, ქობულეთსა და ვანში ახალგაზრდებთან პირისპირ შეხვედრები გაიმართა. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში (ბაღდათი, წალენჯიხა, სენაკი, ჩოხატაური, სამტრედია, ტყიბული, თერჯოლა) კი ტრენინგები ჩატარდა ონლაინ.
მონაწილეებისთვის საინტერესო აღმოჩნდა თემები: კონფლიქტის შესაძლო შედეგები, კონფლიქტურ სიტუაციაში ქცევის სახეები, ნაადრევი ქორწინება, ბულინგი...
ყველა მონაწილე თავისი მოსაზრებებით საინტერესო და გასხვავებულია. ისინი პრობლემებზე გულახდილად საუბრობენ. განიხილავენ მათი გადაჭრის გზებსაც.
ტრენინგებზე არიან ლიდერები, რომლებიც მიღებული ცოდნის გავრცელების სურვილს გამოთქვამენ და შემდეგში თავად არიან ინიცირებული ღონისძიებების ავტორებიც.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს გოგო-ბიჭები მშვიდობის ელჩები არიან!
მათ ქუთაისში დასუფთავების აქცია მოაწყვეს... თან ფორუმ-თეატრის წარმოდგენაც გამართეს ეკოლოგიის თემაზე...
იდეა პროექტში მონაწილეობის შედეგად გაჩნდა. პროექტის სახელწოდებაა „ახალგაზრდა მშვიდობის ელჩები მშვიდობის, ტოლერანტობისა და არაძალადობრივი კულტურის ხელშეწყობისათვის“.
აქციაში ფონდ „სოხუმთან“ ერთად მონაწილეობა მიიღეს იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირ „სპექტრის“ და ქუთაისის „სპეციალური სერვისების“ წარმომადგენლებმა.
ახალგაზრდა მშვიდობის ელჩების ინიციატივა სტიმულია თანატოლების გააქტიურებისთვის.
ივლისის ცხელ დღეებში განსაკუთრებით აქტიურობს ფორუმ-თეატრი.
პირველი ვიზიტი ზუგდიდში შედგა, სადაც ახალგაზრდა მაყურებლები აქტიურად ჩაერთნენ სცენებში და ძალადობის გარეშე მოაგვარეს წარმოდგენაში დასმული პრობლემა. დისკუსიაც საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდებს სურვილი გაუჩნდათ, რომ ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ნახონ პედაგოგებმა და მშობლებმა.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ახალგაზრდა მსახიობების ჩასვლა ქობულეთში. აქ პირველად ნახეს ფორუმ-თეატრის წარმოდგენები და მაყურებელმა გაოცება ვერ დამალა ამ უჩვეულო ფორმატის გამო. აღინიშნა, რომ ამ ენაზე საუბარი საინტერესოა და დააფიქრებს ადამიანს...
შერეული ტიპის შეხვედრები ჩატარდა ივნისში ახალგაზრდულ ჯგუფებთან. 5 ტრენინგი თვის პირველ ნახევარში გაიმართა, დანარჩენი ხუთი კი - მეორე ნახევარში.
სამტრედიაში ჩატარდა ცოცხალი შეხვედრა - მონაწილეები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში, როლურ თამაშში. ასეთი აქტიურობის შესაძლებლობა არ იყო, მაჰგრამ მაინც საინტერესოდ გაიმართა ონლაინ ტრენინგები ახალგაზრდულ ჯგუფებთან, რომლებიც ჩამოყალიბდა სენაკის, ვანის, თერჯოლის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.
ახალგაზრდული აუდიტორიისთვის აქტუალური იყო ტრენინგის თემები: კონფლიქტის მართვა, ოჯახური ძალადობის მიზეზები და დაცვის მექანიზმები, ბულინგის სახეები და ფორმები.
ჯგუფებში გამოიკვეთა კარგი ტენდენცია: მონაწილეები საუბრობდნენ საკუთარი მაგალითებით, აანალიზებდნენ სიტუაციებს და აკეთებდნენ სწორ დასკვნებს.