ქობულეთის მერიაში, მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ქალთა ფონდი „სოხუმის“ ინიცირებით, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და ბავშვთა უფლებების განყოფილებასთან თანამშრომლობით გაიმართა ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა. თემა - „ადგილობრივი თანამშრომლობა ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებული ფსიქო-სოციალური გარემოსთვის“.
შეხვედრაზე საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებს ქობულეთის ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების გააცნეს. დიალოგი შედგა ბავშვზე/ოჯახებზე ორიენტირებულ სერვისებზე, გამოწვევებზე, ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში საგანმანათლებლო სექტორთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე. განხილული იყო კონკრეტული ქეისები, რომლებიც სასწრაფო წესით მართვას საჭიროებს. მოხდა შეთანხმება, რომ მსგავსი ინფორმაციის გაცვლას სისტემატიური ხასიათი მიეცეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მუნიციპალიტეტის უწყებათაშორისი საბჭოს წევრების მონაწილეობით სენაკში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ჯანდაცვის სფეროს, საგანმანათლებლო რესურს ცენტრის და პოლიციის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე ისაუბრეს ძალადობის და მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებულ სიტუაციაზე. მნიშვნელოვანი დრო დაეთმო იურისტს, რომელმაც მონაწილეებს რეფერირების დოკუმენტი და კონკრეტული პასუხისმგებელი პირების ვალდებულებები და ფუნქციები გააცნო.
შეხვედრაზე, მონაწილეებს ასევე მიეწოდათ ინფრომაცია პრაქტიკულ გზამკვლევზე: "გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ პერიოდში - ქალთა ორგანიზაციების გამოცდილებები და რეკომენდაციები", რომელიც ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით, ქსელი WAVE-ისა და მისი ოთხი წევრის მიერ 2022 წელს შემუშავდა. აღნიშნული გზამკვლევი ეყრდნობა საომარი და პოსკონფლიქტური მდგომარეობის სხვადასხვა ეტაპზე ქალთა ორგანიზაციების სპეციფიკურ ცოდნასა და გამოცდილებას და მასში დეტალურად არის აღწერილი სტრატეგიები კონფლიქტის სხვადასხვა ფაზაში გენდერული ძალადობის პრევენციისა და რეაგირებისთვის.
- ომის დროსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პერიოდი, რომელსაც უკრაინელი და სომეხი პარტნიორები აზიარებენ (სექსუალური ძალადობის კრიზისული ცენტრი (ერევანი, სომხეთი), ცენტრი „ქალთა პერსპექტივები“ (ლვოვი, უკრაინა)
- გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც აღწერილია ქართველი პარტნიორის - ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ;
- ომის შემდგომი და გრძელვადიანი პერსპექტივა - წარმოდგენილი ბოსნია-ჰერცოგოვინელი პარტნიორის გამოცდილებაზე დაყრდნობით.
(პრაქტიკული სახელმძღანელო ხელმისაწვდომია აქ https://wave-network.org/.../uploads/Toolkit-Georgian.pdf...3IA)
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სტამბულში გამართული შერეული(ქართული, ოსური და აფხაზური) შეხვედრის შესახებ ინფორმაციები მოისმინეს. იმსჯელეს, რამდენად მნიშვნელოვანია პირისპირ შეხვედრები და ინფორმაციების გაცვლის შესაძლებლობა.
შეხვედრის მეორე ნაწილში მონაწილეებმა კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემები გაანალიზეს და ადვოკატირების გეგმაზე იმუშავეს.
საინტერესო დისკუსიის ფონზე გაგრძელდა შეხვედრა ახალგაზრდულ ჯგუფთან. მონაწილეებმა მინი-პროექტის მიმდინარეობაზე, მიღებულ შედეგებსა და იმ ემოციებზე ისაუბრეს, რომელიც ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს ახლდა თან.
წყალტუბოში ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ის პრობლემები გაანალიზეს, რომელთა ადვოკატირებაც ადგილობრივი რესურსებით არის შესაძლებელი. ასევე ადვოკატირების გეგმებზე იმუშავეს, რომლითაც პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობა იზრდება.
წყალტუბოს პირველ და მეოთხე სკოლებში არსებული ახალგაზრდული კლუბების წევრებმა კი მინი-პროექტების მიმდინარეობა შეაფასეს. ისაუბრეს,თუ როგორ მიიღო მაყურებელმა ფორუმ-თეატრის ელემენტებით წარმოდგენილი ძალადობის სცენები. მათი შეაფასებით , მაყურებელი მათთან ერთად ფიქრობდა, მსჯელობდა და ეძებდა გამოსავალს.
ხონის ქალთა ორივე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა აქტუალური პრობლემები შეარჩიეს და ადვოკატირების გეგმის შედგენაზე იმუშავეს .ჯგუფის წევრებმა ადვოკატირების კონკრეტული აქტივობები და პასუხისმგებელი პირებიც განსაზღვრეს.
ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრები კი მინი-პროექტის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ.ფორუმ თეატრის მეთოდის საშუალებით მაყურებელს ესაუბრებიან ძალადობის სისასტიკესა და მის მავნე შედეგებზე.
ახალგაზრდულ ჯგუფებში აქტიურად დაიწყო ივნისი. ტარდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება. გაიმართა ტრენინგები წალენჯიხის, ბაღდათის, ზუგდიდის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში. მეხუთე მუნიციპალიტეტი კი ხობია, სადაც ახლა ჩამოყალიბდა ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრი და ისიც ისე უნდა გააქტიურდეს, როგორც დანარჩენ 9 მუნიციპალიტეტში.
ყველა ტრენინგი განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან, განსაკუთრებული იყო ტრენინგი ხობში, სადაც ტრენერები პირველად შეხვდნენ ახალგაზრდებს.
სულ მუშაობაში ჩაერთო 102 მონაწილე. მათი დიდი ნაწილი ლიდერული თვისებებით გამოირჩევა, ინიციატივებს ავლენს და უკვე საინტერესო ღონისძიებებსაც ატარებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ჩატარებული კვლევის „მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება“ ფარგლებში გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებაზე იმუშავა.აქტუალური პრობლემების მიხედვით მომზადდა ადვოკატირების გეგმა,გაიწერა კონკრეტული აქტივობები.
დიდინეძის ახალგაზრდული ფორუმ თეატრის მონაწილეებმა კი ორულუსა და კოკის საჯარო სკოლებში წარმოდგენები გამართეს.
ჩვენებებმა დამსწრეთა მოწონება დაიმსახურა.ნორჩმა მსახიობებმა მოკლე და კონკრეტული მესიჯები გაუგზავნეს საზოგადოებას ძალადობის წინააღმდეგ. ნაჩვენები იყო,თუ როგორ შეიძლება სსსმ მოსწავლის ჩართვა ყველა სხვა მოსწავლესთან ერთად სხვადასხვა აქტივობაში.
სპექტაკლების შემდეგ წამოჭრილ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა.
ახალგაზრდულმა კლუბმა ფორუმ თეატრის კიდევ ერთი ჩვენება დიდინეძის თემში , სოფლის საზოგადოების წინაშე გამართა.მსახიობებმა კონფლიქტის თემაზე ორი სცენა წარადგინეს.
სამტრედიის #2 საბავშვო ბაღში ადვოკატირების ჯგუფის და მუნიციპალიტეტის ბავშვთა განყოფილების ორგანიზებით ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა.
მონაწილეები - ბაღის ადმინისტრაცია და პედაგოგები - დეტალურად გაეცნენ ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობას და იმ სერვისებს, რაც მათ ქალებისთვის აქვთ. ასევე მიიღეს ინფორმაცია მერიის ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების პროგრამის შესახებ.
შეხვედრისას დასახელდა არაერთი მწვავე პრობლემა, რომელიც დაუყოვნებელ რეაგირებას მოითხოვს. მონაწილეებმა ბავშვთა განყოფილებასთან თანამშრომლობაც დაგეგმეს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
„განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ჩატარდა ტრენინგი თემაზე:„ ადვოკატირება მტკიცებულებების საფუძველზე“
შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეებს მეტი გაეგოთ მტკიცებულებებზე დაყრდნობილი ადვოკატირების განხორციელების ფორმების შესახებ.
ქალბატონებმა იმსჯელეს ადგილობრივ დონეზე ადვოკატირების პროცესის ჯეროვნად ჩატარების შემაფერხებელ ფაქტორებზე, გამოავლინეს პრობლემები, განსაზღვრეს სამიზნე ჯგუფები და დაინტერესებული მხარეები; შეიმუშავეს ადვოკატირების ჩარჩო გეგმის სამუშაო დოკუმენტი.
სოფელ კოკის ახალგაზრდულმა კლუბმა კი პროექტის „ გადაამოწმე ინფორმაცია“ ფარგლებში, მედია-წიგნიერების თემაზე ფორუმ-თეატრის ჩვენება გამართა.
პროექტის მხარდამჭერია USAID .
თანამედროვე ეპოქაში ძალიან მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებს სჯეროდეთ, რომ მათ შეუძლიათ ირგვლივ არსებული რეალობის შეცვლა.
ფორუმ-თეატრი სწორედ ამ რწმენის გამტკიცებისკენ არის მიმართული.