ქალთა ფონდ „სოხუმში“ კიდევ ერთი ახალი პროფესიის სასწავლო კურსი მიმდინარეობს.
დღის ცენტრის ბენეფიციარები ორი თვის განმავლობაში (თებერვალი-მარტი) შეისწავლიან ფრჩხილის მოწესრიგების, გელ ლაქის და დაგრძელების ხელოვნებას.
ეს სასწავლო მოდული ქალებმა საკუთარი სურვილით აირჩიეს. ეს არის სასურველი პროფესია, რომელიც ხელს უწყობს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებას, თვითრეალიზაციას, წარმატებას.
პროგრამა ხორციელდება პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები შეხვედრის დასაწყისში კვლევის პრეზენტაციას გაეცნენ, შემდეგ კი აქტიურად ჩაერთნენ ტრენინგში თემაზე -"ქალები და ახალგაზრდები სამშვიდობო მოძრაობაში; გაეროს რეზოლუცია 1325 და 2250 იმპლემენტაციის ხელშეწყობა".
ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრები კი აგრძელებენ მუშაობას ფორუმ თეატრის სცენებზე და ასევე მინი პროექტის იდეებზე მსჯელობენ.პროექტი განსახილველად საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინონ.
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევის შედეგებს გაეცნენ. გაუმართავი ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა, გახშირებული ოჯახური ძალადობა, სწავლების დაბალი ხარისხი - კვლევამ ის ძირითადი საფრთხეები გამოკვეთა, რომელიც ადამიანური უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებს არღვევს. მომდევნო თვიდან ჯგუფის წევრები გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირებას შეეცდებიან.
ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა კი ფორუმ-თეატრის ფორმატით ახალი სცენა შექმნეს, რომელიც ოჯახში ძალადობის ძირითად მიზეზებს წარმოაჩენს. ახალგაზრდა მსახიობები ამ სცენებით სხვადახვა აუდიტორიის წინაშე წარსდგებიან და დისკუსიებს გამართავენ.
ხონის ქალთა საინიციატივო ჯგუფების, გენდერული თანასწორობის საბჭოსა და სათემო განათლების ცენტრის თანამშრომლობით მრავალფეროვანი აქტივობა გაიმართა დევიზით- ,, არა ძალადობას,,. ღონისძიების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ, ხონის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, ფონდ ,,სოხუმის,, წარმომადგენლებმა და დამსწრეებმა მონაწილეობა ,,სთრით არტის,, კომპოზიციის შექმნაში მიიღეს და ხელის ანაბეჭდებით ძალადობას უთხრეს ,,არა,, . ფესტივალის ფარგლებში, ფონდ ,,სოხუმის,, წარმომადგენელმა კულტურის სახლში, აფხაზეთის ქუჩაზე, კვლევის ,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებები,, შედეგების პრეზენტაცია წარადგინა. გაიმართა დისკუსიაც.
ხონის მუნიციპალიტეტის მესამე საჯარო სკოლის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ფორუმ თეატრის სცენებზე იმუშავეს.პროცესს სკოლის დირექტორიც ესწრებოდა. ახალგაზრდები გენდერულ ფესტივალზე მაყურებლის წინაშეც წარსდგნენ და მოწონებაც დაიმსახურეს. პარალელურად კი საკონკურსო კომისიის კომისიისთვის წარსადგენ მინი პროექტის იდეებზეც მუშაობენ.
მცირე საგრანტო კონკურსმა 10 გამარჯვებული გამოავლინა. ისინი უკვე შეუდგნენ მუშაობას თავიანთ სფეროში.
პირველ ეტაპზე ქალებმა ქუთაისის და ბაღდათის დღის სარეაბილიტაციო ცენტრებში გაიარეს პოლიმერულ თიხაზე მუშაობის, სტილისტის და ბუღალტრის სასწავლო კურსები.
მეორე ეტაპზე მათთვის ჩატარდა ტრენინგები, სადაც შეისწავლეს საკუთარი მიზნების ჩამოყალიბება, საგრანტო წინადადების და ბიზნეს პროექტების დაწერის სპეციფიკა.
შემდეგ დაიწყო საკონკურსო პერიოდი. კონკურსში მონაწილეობდა 20 ადამიანი - 12 ქუთაისიდან და 8 ბაღდათიდან. დაიწერა ბიზნეს პროექტები.
წარდგენილი პროექტებიდან შეირჩა და დაფინანსდა 10. ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფინანსური დახმარებით 8 ქუთაისელმა და 2-მა ბაღდათელმა ქალმა შეძლო მცრე ბიზნესის დაწყება. ასე იცვლება ჩვენი ბენეფიციარების ცხოვრება და იქმნება მათი წარმატების ისტორიები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში,,-ამ თემაზე კვლევა სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს.კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
ფორუმ თეატრის სცენები და პროექტის იდეა, რომელიც საკონკურსო კომისიას უნდა წარედგინოს-ამ საკითხებზე კი უკვე ახალგაზრდული კლუბის წევრები მუშაობენ.მათ სამსახიობო უნარების განვითარებისთვის მასტერკლასი ფონდ „სოხუმის“ რეჟისორმა, მაგდა ჩიხლაძემ ჩაუტარა.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობამ (UNHCR) გამართა საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილული იყო უკრაინელებისთვის შეთავაზებული სერვისები და უფლებები.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ ერთი წელია, აქტიურად მუშაობს უკრაინელი ლტოლვილებისთვის ჰუმანიტარული დახმარებისა და სხვა აუცილებელი სერვისების გაწევაზე დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.
შეხვედრის მონაწილეებმა - ქალთა ფონდი „სოხუმის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თეა თორინავამ და უკრაინელი ლტოლვილების მხარდამჭერი პროგრამის კოორდინატორმა სოფია წირღვავამ - ისაუბრეს ჩვენი ორგანიზაციის მიერ უკრაინელებისათვის გაწეულ მხარდაჭერაზე და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დგანან დასავლეთ საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა თემაზე: ,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში,, კვლევა ჩაატარა.
შედეგები უკვე ცნობილია. კვლევის საფუძველზე კი აქტუალური პრობლემები გამოიკვეთა.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის ქალთა საინიციატივო ჯგუფმა იმუშავა კვლევაზე ,,მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის და გენდერული საჭიროებების შეფასება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში.,,
შედეგებიდან გამომდინარე წევრებმა მათ თემში აქტუალური პრობლემები მოინიშნეს .
შედეგად კი ადვოკატირების კუთხით მუშაობას გააგრძელებენ.
პროექტის იდეებზე მუშაობენ სოფელ კოკის ახალგაზრდული კლუბის წევრებიც.
მათ უკვე აქვთ კონკრეტული მიზანი და დაგეგმილი აქტივობები.
ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები ფორუმ-თეატრშიც.
მათ ფონდ „სოხუმის“ რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე ესტუმრა და მასტერკლასიც ჩაუტარა.