ბაღდათის დღის სარეაბილიტაციო ცენტრში წარმატებით დასრულდა პროფესიული კურსები. ბოლოს ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ბენეფიციარებისთვის ტრენინგი ჩატარდა. მაღალკვალიფიციურმა ტრენერმა, ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა ელგუჯა დეისაძემ მონაწილეებს ბიზნეს პროექტების დაწერის სპეციფიკა გააცნო. შემდეგ ეტაპზე კონკურსი გაიმართება და საუკეთესო პროექტების ავტორები მცირე გრანტებს მიიღებენ. ყოველივე ეს ქალებს ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი კარიერის წარმატებით შექმნაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
საქართველოში მიმდინარე სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის ვიცე-პრემიერი რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანი, სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, აპარატთან შექმნილი ორი პლატფორმის - ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს და ქალთა საკონსულტაციო პლატფორმის წევრებს შეხვდა.
მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია, რომელმაც თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში გენდერულ მრჩეველთა ჯგუფების შექმნის მნიშვნელობაზე და ამ გამოცდილების უკეთ შესწავლის საკითხი დააყენა საქართველოში რეპლიცირების მიზნით.
საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022-2030 წწ.) პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვის ახალ სამოქმედო გეგმაზე დაიწყო მუშაობა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 მარტის №143 დადგენილებით განსაზღვრული სახელმწიფო უწყებების, ასევე, საერთაშორისო/დონორი ორგანაზაციებისა და 80-მდე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ქალთა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლობაც ესწრებოდა.
შეხვედრის დასასრულს ხაზი გაესვა ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის მნიშვნელობას და სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაზე მათი უკუკავშირისათვის კონკრეტულ ვადებზე ისაუბრეს. თუმცა დისკუსიისას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყურადღება სახელმწიფო უწყებების მხრიდან თანამშრომლობის იმ მთავარ გამოწვევაზე გაამახვილეს, რაც უკვე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოებების მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების სახელმწიფო პოლიტიკაში გაუთვალისწინებლობას გულისხმობს. ეს კი, ცხადია თანმშრომლობის მოტივაციას უკარგავს თითოეულ ჩვენგანს.
შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი პირისპირ აღმოჩნდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აუცილებლობის წინაშე. სწორად გაწეულმა პირველმა დახმარებამ შეიძლება ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს, ან ტკივილი შეუმსუბუქოს. სასურველია, ყველამ იცოდეს, რისი გაკეთებაა საჭირო ასეთ ვითარებაში.
სწორედ ამ მიზანს ისახავდა ტრენინგი, რომელიც სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ ჩაატარეს გვანცა კიკალეიშვილმა (საქართველოს წითელი ჯვრის მასტერ-ინსტრუქტორი) და ირინა ლატარიამ (მოხალისე). საუბარი იყო ექსტრემალურ სიტუაციაში სწორ და სწრაფ რეაგირებაზე, დაზარალებულისთვის ადეკვატური პირველი დახმარების აღმოჩენაზე. ტრენინგი სასარგებლო აღმოჩნდა ყველა მონაწილისთვის.
პროექტი ხორციელდება of the WAVE Network მხარდაჭერით
ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძე მონაწილეობდა მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს სამდივნოს საინფორმაციო შეხვედრაში.
შეხვედრაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მიიღეს ინფორმაცია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობის მექანიზმებთან დაკავშირებით. მათ შორის - მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს საქმიანობის და სტრუქტურის, მასში შემავალი ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფის და მათში ჩართვის შესაძლებლობების და მნიშვნელობის შესახებ. ლინდა ჩიხლაძემ შეხვედრის მონაწილეებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობის საუკეთესო პრაქტიკები გაუზიარა.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრის კურსდამთავრებულთათვის ბიზნესის საკითხებზე ტრენინგი ჩაატარა ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ელგუჯა დეისაძემ. მონაწილეებს ეძლევათ შანსი, იპოვონ საკუთარი საქმე, სწორად დასახონ მიზნები და მონაწილეობა მიიღონ ბიზნესპროექტების კონკურსში. კონკურსში გამარჯვებული მცირე გრანტს მიიღებს და შეძლებს ეკონომიკურ საქმიანობას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ეს ქალები კონფლიქტის გამყოფ ზოლთან, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში ცხოვრობენ. მათი გაძლიერება ქალთა ფონდი „სოხუმის“ ერთ-ერთი გამოწვევაა. ამიტომაც მოქმედებს აქ აქტიურად დღის სარეაბილიტაციო ცენტრი.
ჭრა-კერვის კურსების დასრულების შემდეგ ბევრი წარმატების ისტორია დაგროვდა. ქალების გაძლიერების პროცესი ისევ გრძელდება. ამჯერად დღის ცენტრის 10-მა ბენეფიციარმა კომპიუტერული ტექნოლოგიის ორთვიანი კურსი გაიარა და სერთიფიკატებიც მიიღო.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფთან შეხვედრა ჩატარდა, რომელიც ეხებოდა კვლევას- " ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შესწავლა, გენდერული საჭიროებების გათვალისწინებით"
ქალბატონებმა დეტალურად ისაუბრეს,თუ რა აქტივობები ჩაატარეს , აღინიშნა,რომ პროექტი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების დათბობისთვის მნიშვნელოვანია.შეხვედრას იუსაიდის ახალგაზრდული პროგრამების უფროსი მრჩეველი გიორგი ხეჩინაშვილი ესწრებოდა.
შეხვედრა გაიმართა სოფელ დიდინეძის ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფთანაც.ახალგაზრდები ფორუმ-თეატრის ჩამოყალიბებას, სცენარები დაწერასა და წარმოდგენის დადგმას გეგმავენ.იუსაიდის ახალგაზრდული პროგრამების უფროსი მრჩეველი ახალგაზრდულ ჯგუფთან გამართულ შეხვედრასაც ესწრებოდა.გიორგი ხეჩინაშვილმა ახალგაზრდებს აქტიურობა შეუქო.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ უკრაინელ ლტოლვილებს უმასპინძლა. უკრაინელმა ფსიქოლოგებმა მარინა სტეპანენკომ და ანა შალიმოვამ ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „სტრესთან ბრძოლის რესურსული მდგომარეობის ძიება“.
ტრენინგში 10 ქალი მონაწილეობდა. ეს იყო მონაწილეების ინფორმირება თემაზე, რა არის სტრესი და როგორ ვლინდება იგი, სავარჯიშოები სტრესის აღმოსაჩენად და ინდივიდუალური რესურსის მოსაძებნად.
მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი მშობლიურ ენაზე კომუნიკაციით, სწორად არჩეული თემებით და ერთმანეთთან როლური თამაშების თერაპიით, ქალთა ფონდის საუკეთესო ინიციატივაა მათი მხარდაჭერისთვის.
„არაფერი ისე არ გვაბედნიერებს, როგორც ფონდი „სოხუმის“ ოფისში მოსვლა. თქვენ გესმით ჩვენი ტკივილი და იცით, როგორ დაგვეხმაროთ. გვინდა, მსგავსი შეხვედრები და სწავლება უფრო ინტენსიური იყოს,“ - განაცხადა ტრენინგის ერთ-ერთმა მონაწილემ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)