ქობულეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრმა საინფორმაციო შეხვედრები სოფლის დასახლებაში ჩაატარა. მონაწილეებმა პერიფერიებში ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობაზე გააკეთეს აქცენტი.

სოციალური პრობლემები, ქალთა საჭიროებები, ოჯახური კონფლიქტების გახშირება - ამ თემებზე საუბრისას ახალი ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხურჩაში, კოკში, კახათში გამართულ შეხვედრებზე.

საბავშვო ბაღები ოჯახური კონფლიქტების იდენტიფიცირების წყარო უნდა გახდეს, მანამდე ამ რგოლის სრულად ინფორმირება უნდა მოხდეს, - ასეთი მოსაზრება ჰქონდათ სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის მიერ გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საბავშვო ბაღის აღმზრდელები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობა მიზნად ისახავს ოჯახური ძალადობის შემთხვევების  პრევენციას და იდენტიფიცირებული ქეისების ეფექტიან მართვას.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

„ამდენი ინფორმაცია ერთ სივრცეში - ძალიან დიდი ფუფუნებაა. ვფიქრობ, რომ ამ ვებგვერდის პიარი დიდი მასშტაბით უნდა ხდებოდეს. მასზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ მერის წარმომადგენლებს, რადგან მოსახლეობასთან ხშირი შეხება აქვთ...“

„ძალიან ამაღელვებელი იყო წარმატებული ისტორიების ნაწილი... აქ მოყვანილი ისტორიები უნდა ტრიალებდეს მაგალითებად, რათა ბევრმა ნახოს და დარწმუნდეს, რომ შეიძლება უკეთესობისკენ შეცვალონ ცხოვრება.“

ეს იმ ადამიანების უკუკავშირია, რომლებიც მონაწილეობდნენ წყალტუბოსა და წალენჯიხაში ჩატარებულ შეხვედრებში. შეხვედრების მონაწილეები გაეცნენ  ვებგვერდს და ისწავლეს, როგორ გამოიყენონ მასზე განთავსებული ინფორმაცია.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

შეხვედრის ადგილი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი დიდი ნეძი.

15 მონაწილე - ადგილობრივი სკოლის პედაგოგები და თემის წარმომადგენლები.

საინფორმაციო შეხვედრა საჭირო თემას - ძალადობას მიეძღვნა. განსაკუთრებული იყო ქალთა ფონდი „სოხუმის“ შექმნილი ვებგვერდის „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრის“ პრეზენტაცია.

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ვებგვერდი მართლაც ციფრული რესურსცენტრია, რომელიც მოიცავს ყველა ინფორმაციას, საკონტაქტო ნომერს, რაც აუცილებელია ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლის დაცვისთვის. ითქვა ისიც, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს შეხვედრებს სოფლის მოსახლეობასთან. საჭიროა, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს ვებგვერდის შესახებ, გაავრცელოს ინფორმაცია და გამოიყენოს მისი შესაძლებლობები.

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა საქართველოში მოქმედ საერთაშორისო, პროფილური სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ბოლო 6 თვეში განხორციელებული საქმიანობის შედეგები და მიმდინარე პროექტები გააცნო.

ღონისძიებას ჩვენი წარმომადგენელი - ლინდა ჩიხლაძეც ეწრებოდა, რომელმაც მონაწილეებს ქალთა ფონდი „სოხუმის“ დასავლეთ საქართველოს 100-მდე სკოლასთან მუშაობის გამოცდილება გაუზიარა ძალადობის პრევენციის, გენდერული თანასწორობის და ტოლერატული გარემოს დამკვიდრების მიმართულებით. ასევე, პირადი სიმპათია გამოხატა სასკოლო მედიაციის პილოტირების მიმართ და საკუთარი გამოცდილებით, ყურადღება გაამახვილა Peer Mediation-ის საჭიროებასა და დროულობაზე ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში.

ივნისის მეორე ნახევარში ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში ერთ-ერთი ქალთა მხარდაჭერის ცენტრის რეკომენდაციით კიდევ ორი ქალი ჩამოიყვანეს ბავშვებთან ერთად. სულ შვიდნი იყვნენ. რეაბილიტაციის პროცესში თავისი როლი განეკუთვნება იურისტს, ფსიქოლოგს, სოციალურ მუშაკს, რომლებიც კომპლექსურად მუშაობენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პედაგოგის საქმე, რომელიც ცდილობს, ცენტრში გატარებული დღეები საინტერესო გახადოს ბავშვებისთვის.

როცა ბავშვები ერთობიან, დედებიც მშვიდად გრძნობენ თავს.  კმაყოფილება იგრძნობა  მათ სიტყვებში:

- უღრმესი მადლობა ყველას სითბოსა და სიმყუდროვისთვის, გემრიელი კერძებისთვის. ჩვენი შვილების ღიმილისთვის. იმისთვის, რომ  ძალას გვაძლევთ...

- ამ დღეებში მშვიდად მძინავს, თავი არ მტკივა. ბევრ პოზიტივს და სასარგებლო ინფორმაციას ვიღებ. მადლობა ყველას, ვინც ეს კომფორტი შეგვიქმნა…

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკი, თერჯოლა, ქობულეთი, სამტრედია, დიდი ნეძი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) – ფსიქოლოგის შეხვედრების ადგილები, სადაც ინდივიდუალურ და ჯგუფურ სეანსებზე მონაწილეობა მიიღო 35-მა ბენეფიციარმა. ონლაინ ფსიქოთერაპიული სესიები გაიარა 10-მა ბენეფიციარმა, ხოლო ქუთაისში, ჩვენს ოფისში ფსიქოთერაპიული მუშაობა ჩატარდა 17 ადამიანთან (მათგან სამი ახალია).

მუშაობის შედეგები:

ბენეფიციართა ერთმა ნაწილმა გადალახა ძველი ტრავმები, მეორემ - აღიდგინა სულიერი წონასწორობა. კრიზისულმა ოჯახმა კონფლიქტის მოგვარებაზე დაიწყო მუშაობა. გამოვლინდა ძალადობის სამი მსხვერპლი, რომლებთანაც სეანსები გაგრძელდება.                                                                                                                                                                                                                                                                                      

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

- საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ მოიქცეს ძალადობის შემთხვევაში, როგორ დაეხმაროს მსხვერპლს. რაც მეტი ადამიანი იქნება ინფორმირებული, მით უფრო ეფექტიანი იქნება რეაგირებაც, - ასეთია შეხვედრების მონაწილეთა საერთო შეხედულება.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში  მნიშვნელოვანი სეგმენტია ინფორმირება, რომლის საფუძველზეც ხდება პრობლემის იდენტიფიცირება და შემდგომი რეაგირება. თერჯოლის, ქობულეთის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ამ კუთხით გამართულმა შეხვედრებმა უკვე მოიტანა შედეგები: ქალები ცენტრების მობილიზატორებთან ერთად მუშაობენ საკუთარი უფლებების დასაცავად და არსებული სერვისების მისაღებად.  

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ტყიბულში მრგვალ მაგიდაზე შეიკრიბნენ ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის, პოლიციის და საგანმანათლებლო რესურსცენტრის  წარმომადგენლები, სკოლის პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი.

შეხვედრაზე ჩატარდა მსხვერპლთათვის არსებული სერვისების და ბავშვთა მოვლის სერვისების კუთხით ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების პრეზენტაცია. საუბარი შეეხო მნიშვნელოვან საკითხებს: მუნიციპალიტეტის მასშტაბით შემაკავებელი ორდერების, პრობლემების იდენტიფიკაციის და მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებული სტატისტიკა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მუშაობენ რეგიონებში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ფლობდეს ინფორმაციას ძალადობის საკითხებსა და რეაგირების მექანიზმებზე.

სენაკის, ვანის და ბაღდათის ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მუშაობის შედეგად ახალი ქეისები გაჩნდა. ქალები ითხოვენ დახმარებას. დახმარების მექანიზმებიც მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე იქმნება. თითოეული ქეისის უკან კონკრეტული ქალები დგანან,  რომლებიც განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებენ.

თვის განმავლობაში გამოვლინდა ათამდე ქეისი, რომელთა შორის არიან რისკის ჯგუფის ოჯახებიც. მათთან მუშაობა აქტიურად გრძელდება, რათა პრევენციული მოქმედებით შესაძლებელი გახდეს ოჯახური ძალადობის თავიდან აცილება.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები