ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში შემაჯამებელი შეხვედრები ცოტაოდენი ცვლილებებით ჩატარდა. იყო პრობლემები, მაგრამ ამის მიუხედავად, ახალგაზრდები მაქსიმალურად ჩაერთნენ სატრენინგო პროცესში. ისინი აღნიშნავდნენ, რომ კურსის განმავლობაში ბევრი რამ ისწავლეს, დაიხვეწა მათი სასწავლო თუ ტექნიკური უნარები, რაც გამოადგებათ სასწავლო პრაქტიკაში.
ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატების მიღება. უკვე აქტიურად დაიწყო ახალი ჯგუფების ფორმირება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ძალადობა ჩვენს გვერდით. ჩვენი რეაქციები მოძალადის და მსხვერპლის მიმართ. დაცვის მექანიზმები. ძალადობის პრევენცია - ამ და სხვა საკითხებზე საუბრობენ მაყურებლებთან ერთად ფორუმ-თეატრის წარმოდგენის შემდეგ ახალგაზრდა მსახიობები და რეჟისორი მაგდა ჩიხლაძე.
დისკუსია წარმოაჩენს საზოგადოების დამოკიდებულებას. და განსაკუთრებით იმას, ჯერ კიდევ რამდენი რამეა გასაკეთებელი ძალადობასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.
ფორუმ-თეატრმა ქუთაისში ჩაატარა წარმოდგენები და აქტუალურ პრობლემებზე დააფიქრა მაყურებელი.
იმისთვის, რომ ფორუმ-თეატრის დადგმული სცენები უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს, მათი ფილმად გადაღება გადაწყდა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ფილმზე მუშაობა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ათივე მუნიციპალიტეტში დასრულდა ხუთთვიანი სატრენინგო კურსი.
კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების გზები, შვილების და მშობლების ურთიერთობები - ამ თემებზე ისაუბრეს ტრენერებმა ახალგაზრდებთან ერთად.
ახალგაზრდები აქტიურობდნენ თემების განხილვაში, თამამად აფიქსირებდნენ თავიანთ მოსაზრებებს, შეკრებილებს უზიარებდნენ საკუთარ მაგალითებს. აღნიშნეს, რომ ცხოვრებაში აუცილებელია კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების უნარები. ასევე მნიშვნელოვანია გულწრფელი დამოკიდებულება მშობლებთან.
ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია მარტში ჩასატარებელი შემაჯამებელი შეხვედრის შესახებ და ასევე გაეცნენ საგრანტო პროექტის დეტალებს, რომელიც გამოცხადებული აქვს ფონდ „სოხუმს“ ტრენინგების მონაწილეებისთვის.
მიუხედავად რთული სიტუაციისა, ტრენინგები ჩატარდა შეფერხებების გარეშე.
მარტში ფონდი „სოხუმის“ ტრენერები ხუთთვიანი მუშაობის შედეგებს დაინახავენ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრს ყველგან შეუძლია წარმოდგენის გამართვა - დარბაზში, ქუჩაში...
თებერვლის ერთი შეხვედრა ვანშიჩატარდა, მეორე - ქუთაისის პარკში.
ახალგაზრდა მსახიობებმააქტუალურიპრობლემები წარმოადგინეს.ვანისსკოლაში ფორუმ-თეატრი პირველად იყო და მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - გამოხატვის ფორმით, თამაშით. შეკრებილთაგან რამდენიმე ჩაერთო თამაშში,სხვებმა კი დისკუსიის დროს თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს პრობლემების მიმართ.
პროექტიხორციელდებაორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
იანვრის ბოლოს დაიწყო და თებერვალში დასრულდა კონკურსანტების დაჯილდოება.
კონკურსი შარშან, წლის ბოლოს ჩატარდა და მიეძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. კონკურსში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდული კლუბების წევრებმა, რომლებმაც გაიარეს ექვსთვიანი სატრენინგო კურსი „კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“.
30-მდე საკონკურსო ნამუშევარი იყო: ესეები, ნახატები, ვიდეორგოლები.
ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ყველა მონაწილე წაახალისა. სენაკის, წყალტუბოს, ქობულეთის, ზუგდიდის და სამტრედიის მუნიციპალიტეტებში ტრენერები ლელა შენგელია და ანჟელა ჩიხლაძე პირადად შეხვდნენ მონაწილეებს და გადასცეს საჩუქრები და მადლობის სიგელები.
კონკურსში მონაწილეობამ კიდევ მეტი მოტივაცია მისცა ახალგაზრდებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული კლუბების მუშაობაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მაყურებელი ყოველთვის ინტერესით უყურებს ფორუმ-თეატრის გამოსვლას.
არის კითხვები, ცხოვრებისული ისტორიების გახსენება, რომელიმე მაყურებლის შესვლა როლში, დისკუსიები... სწორედ ეს არის ამ თეატრის თავისებურება.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრს ორი შეხვედრა ჰქონდა მაყურებელთან იანვარში: თერჯოლის კერძო სკოლაში და ქუთაისის ერთ-ერთ პარკში.
პარალელურად მიმდინარეობს რეპეტიციები და ახალ წარმოდგენებზე მუშაობა. ახლაგაზრდები აქტიურად მუშაობენ, რომ თავიანთი წვლილი შეიტანონ ძალადობის პრევენციაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
წალენჯიხა, სენაკი, თერჯოლა - ამ სამ მუნიციპალიტეტში ჩატარდა იანვრის ტრენინგები ახალგაზრდებთან. ორგან - ზუგდიდსა და სამტრედიაში კი გაიმართა ონლაინ შეხვედრები.
განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრები სენაკსა და თერჯოლაში. ამ კლუბების წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, რომელიც გაიმართა კამპანიის „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.
კონკურსის შედეგები 2024 წლის ბოლოს შეჯამდა და წლის პირველ შეხვედრებზე მადლობის სიგელები და საჩუქრები გადაეცა რამდენიმე მონაწილეს: სალომე ლაშქარავას, ლიკა წურწუმიას, ვიკა წურწუმიას (სენაკის ახალგაზრდული კლუბი), სალომე ფანჩულიძეს და მარიამ გოგსაძეს (თერჯოლის ახალგაზრდული კლუბი).
გოგონების გამარჯვება და დაჯილდოება დიდი სტიმულია კლუბის სხვა წევრებისთვის, რომლებიც მეტი ინტერესით ჩაერთვებიან ახალ აქტივობებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფორუმ-თეატრმა დეკემბრის გამოსვლები მიუძღვნა საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმათ ძალადობის წინააღმდეგ“. წარმოდგენები ჩატარდა ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში და ღია ცის ქვეშ.
საერთო სიტუაციიდან გამომდინარე, შეზღუდულია გასვლები მუნიციპალიტეტებში, სკოლებში, ამიტომაც წლის ბოლო წარმოდგენები მხოლოდ ქუთაისელი მაყურებლისთვის გაიმართა.
მსახიობები იმედოვნებენ, რომ ახალი წლიდან მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და მათი გამოსვლების გეოგრაფიაც უფრო მრავალფეროვანი იქნება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ნოემბრის ბოლოს, 11 გოგონამ საქართველოდან პოლონეთში გამართულ ერთკვირიან ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. პროგრამა ორგანიზებული იყო გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Kreisau-Initative-ის მიერ ქალთა ფონდ „სოხუმთან“ ერთად, პოლონურ ორგანიზაცია Fundacja Krzyzowa-სთან თანამშრომლობით.
ქართველი გოგონები ჩვენი ახალგაზრდული კლუბების წარმომადგენლები იყვნენ დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტიდან, რომლებმაც მაღალი მოტივაცია, ჩართულობა და ინტერესი გამოიჩინეს. პროგრამის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგი მიზნად ისახავდა 47 ახალგაზრდა ქალის გაძლიერებას ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და და თვითშეფასებაზე გერმანიიდან, საქართველოდან, პოლონეთიდან, უკრაინიდან და უელსიდან.